ტყის ქათამი, ვალდშნეპი, ფრინველი მეჭვავიასნაირთა რიგისა. მისი სხეულის სიგრძე 34-38 სმ, მასა – 270-350 აღწევს. ტყის ქათამი ფართოდაა გავრცელებული ევროპაში, აზიის უმეტეს ნაწილში, ჩრდ. აფრიკაში.
საქართველოს ფარგლებში ტყის ქათამი მოიპოვება თითქმის ყველგან, ზოგ ადგილას ბუდობს. განსაკუთრებით მრავლად გვხვდება მიმოფრენის პერიოდში. დასავლეთ საქართველოს რიგ ადგილებში, მეტწილად აჭარაში, გურიაში და სხვ. ტყის ქათამი ზამთრობს.
ტყის ქათამი ბინადრობს ტყეებში, ჭალებში, განსაკუთრებით კი ისეთ ტყეებში, სადაც ბევრია ნაყარი, გვიმრა. ბუდეს იკეთებს მიწაზე, ხშირად ბუჩქის ძირში. აპრილში დებს 4 კვერცხს. კრუხობის ხანგრძლივობა აღწვს 24 დღემდე. დედა დიდი მზრუნველობით უვლის თავის შვილებს და რაიმე საფრთხის შემთხვევაში ბარტყი ფრენით გადაჰყავთ უშიშარ ადგილზე.ძირითად საკვებს შეადგენენ ჭიები, მწერების მატლები, აგრეთვე მცირე ზომის ხოჭოები, პეპლები; რიგ შემთხვევებში ჭამს მცენარეთა ნორჩ ყლორტებს. კენკრას.
ტყის ქათამი გადამფრენია. საგაზაფხულო გადაფრენა ჩვეულებრივ მარტის შუა რიცხვებში იწყება და ერთ თვეზე მეტს გრძელდება, საშემოდგომო გადაფრენა კი სექტემბრის ბოლოს იწყება და ორ თვემდე გრძელდება.
საშემოდგომო გადაფრენის დროს შავი ზღვის ნაპირებთან ტყის ქათმის დიდი რაოდენობა რჩება დასაზამთერებლად.
ტყის ქათამს მავნე მწერების მასობრივი განადგურებით სახალხო მეურნეობისათვის მნიშველოვანი სარგებლობა მოაქვს. ტყის ქათამი წარმოადგენს სანადირო-სარეწაო ობიექტს.
ცნობილია ტყის ქათმის ორი ქვესახე, რომელთაგან საქართველოში გვხვდება ჩრდილოური ტყის ქათამი – Scolopax rusticola rusticola
ტყის ქათმის მოსაპოვებლად საჭიროა 8-9 ნომერი საფანტი.
სტატიის წყარო: http://www.monadire.com/2012/01/09/186/#ixzz2GXPcX1OS
Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев