Предыдущая публикация
მაჩუქე
სიცოცხლე,
ღმერთო, მაჩუქე წამი,
ღმერთო, არ დამაკარგვინო
ნაპოვნი ნატვრისთვალი.
მკაცრად ნუ განმსჯი, უფალო,
ნუ დამიკარგავ იმედს,
დღეს თუ სანთელს ვერ
აგინთებ,
ხვალ ხომ ვილოცებ იმდენს...
...იმდენს, რომ ცრემლი
მომაწვეს,
ლოცვაში დავიღალო,
მხოლოდ ამ ერთს გთხოვ,
უფალო,
რომ ფრთებით დაიფარო
ის, ვინც მანახა სიცოცხლე,
ვინც მაგრძნობინა წამი,
ღმერთო, არ დამაკარგვინო
ნაპოვნი ნატვრისთვალი
Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев