"
სიყვარული გრძნობაა და ვერავის დაავალდებულებ, უყვარდე. ეს არის თანდაყოლილი ან შეძენილი თბილი და სათუთი გრძნობა; შეძენილი პირდი სიმპათიის ან პიროვნების დადებითი თვისებებით, მაგრამ შენი ნათქვამი სიტყვა "მიყვარხარ" უკვე გავალდებულებს, რომ გიყვარდეს და ყოველი წვრილმანი მოქმედებით და სიტყვით უმტკიცებდე სიყვარულს. "მიყვარხარ," ადამიანში იწვევს იმედს, ნდობას, სათნოებას, ფაქიზ ემოციებს, ერთდროულად ანაზებს და აძლიერებს, მატებს ღირსებასა და აღმატებულებას, ეს ყველაფერი კი ბედნიერებაა! ბედნიერი ნაყოფიერია, შემოქმედია, გასცემს დადებით ემოციებს და სასიამოვნოს ხდის ცხოვრებას გარშემომყოფთათვის. ვინც სიყვარულის ვალდებულებას არ შეასრულებს, დარწმუნებული იყოს, რომ ის ფაქტობრივად, კლავს ადამიანში სიცოცხლეს, რადგან იმედგაცრუება აუბედურებს, იწვევს სულიერად დაცემას და თუ უარესიც არა, უკეთეს შემთხვევაში, უბრალოდ, განაგრძობს არსებობას. ჰო, გავა დრო, წამოდგება და ნაბიჯებს გადადგამს, გაიღიმებს, გამრავლდება, მაგრამ ნაძალადევად, ტკივილნარევი და ხმაგაბზარული, შუბლზე იდუმალი ნაოჭებითა და ნაღვლიანი თვალებით იარსებებს, რადგან მასში ჩაკლეს სიცოცხლის სურვილი და წყურვილი, ეს კი სისასტიკეა! აი, რატომ არის ამდენი უბედური და ამდენი ცრემლი, მხოლოდ იმიტომ, რომ ადამიანმა დაკარგა შეგნება, შეგრძნება, პასუხისმგებლობა და ამ ყველაფერთან ერთად - ადამიანობა. ვერა გრძნობენ, რამდენად დამოკიდებულია მათზე სხვისი სიცოცხლე.
მაგრამ სიყვარულს თუ გამოვკვებავთ ყურადღებითა და პატივისცემით, თუკი გავუმართლებთ ნდობას და იმედს, დარწმუნებული ვიყოთ, რომ ის იარსებებს მარადიულად, რადგან "ღმერთი სიყვარულია" და ის მარადიულია, მაშ
სიყვარულიც მარადიული ყოფილა. ამიტომ, თუ მთელი სიგრძე-სიგანით არა გვაქვს გაცნობიერერებული, ვის და რატო ვეუბნებით "მიყვარხარ," მაშ ნურც ვიტყვით, რომ არ ჩავკლათ სიცოცხლე ადამიანში. ტყუილი სიყვარულის სასტიკი მტერია!
Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев