ანჯალი ეკითხება კუშის კარგათაა თუ არა. ამ დროს აარავი და შიტალი მოდიან, შიტალი მალე აპირებს წასვლას მაგრამ საუზმეზე დაპატიჟებენ. აარავი იტყვის რომ მხოლოდ ტოსტი და წვენი უნდა. კუში ამჩნევს რომ აარავი და არნავი ზუსტად ერთნაირი მანერით ჭამენ. აარავს ფეხბურთის ყურება უნდა, ის და არნავი ერთი და იგივე გუნდს გულშემატკივრობენ ასე რომ აარავი მათთან დარჩება მატჩის საყურებლად. კუში სთავაზობს შიტალს ჰოსპიტალში გაყოლას. შიტალს ეუბნებიან რომ აარავის დიაბეტი აქვს, ექიმი ამბობს რომ ეს უმეტესად მამისგან გადაეცემათ, კუში ნერვიულდება.
ექიმი წამლევს აძლევს შიტალს აარავისათვის. კუში თავის ფიქრებშია ჩაძირული. მოგვიანებით კუში ეკითხება შიტალს აარავის მამას აქვს თუ არა დიაბეტი, გოგო არ პასუხობს. აარავი და არნავი ფეხბურთს უყურებენ, ყველა აღნიშნავს რომ ერთმანეთს მამა-შვილივით გვანან. ამ დროს კუში და შიტალიც ბრუნდებიან, შიტალი ყველას ეუბნება ბავშვის დიაბეტის შესახებ. ისინი წასვლას აპირებენ, როცა შიტალის მობილური დარეკავს. სახლის მესაკუთრე ეუბნება მას რომ დღეს ვერ გადასცემს გასაღებებს, კუში საკუთარ თავს ებრძვის, მაგრამ ბოლოს მაინც გადაწყვეტს და შიტალს დარჩენას შესთავაზებს. გოგო მიდის ჩემოდნების მოსატანად.
არნავი საყვედურობს კუშის ამ გადაწყვეტილების გამო, მაგრამ გოგო ახერხებს მის დაწყნარებას. საღამოს კუში ეძებს ადგილს სადაც წყნარად იფიქრებს, ბოლოს ის კარადაში შეძვრება და იხსენებს აარავის და არნავის ყველა მსგავსებას. ბოლოს მას არნავი იპოვის, გოგო იგონებს რომ კარადას წმენდდა. კუში ტელევიზორს უყურებს, სადაც აცხადებენ როგორ უნდა გაიგო ქმრის საიდუმლოებები. კუში ინტერესით უყურებს მას.
კუში სთავაზობს არნავს რომ რაღაც საინტერესო თამაში ითამაშონ, არნავი მის წინ ჯდება. კუში ცდილობს ბიჭი დააჰიპნოზოს და თან კითხვებს უსვამს მისი საყვარელი ქალის შესახებ. არნავი დასცინის მას და შემდეგ ხელში აყვანილი შეჰყავს ოთახში.
მეორე დილით შიტალი აპირებს რომ აარავი იმავე სკოლაში ჩაწეროს სადაც ადრე არნავი სწავლობდა, კუში აპირებს წაყვეს იმის იმედით რომ აარავის მამის ვინაობას გაიგებს. შიტალი ფორმას ავსებს, კუში ყველანაირად ცდილობს მამის სახელი დაინახოს, მაგრამ ვერ ახერხებს.
Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев