---------------
ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახე, რომელიც ქრისტეს მოწაფემ, მოციქულმა და მახარებელმა ლუკამ დაწერა, დღემდეა შემონახული.
გადმოცემით, დედა ღვთისამ, თავის გამოსახულებას რომ შეხედა, ბრძანა: "მადლი და წყალობა ძისა ჩემისა ახლავს ამ ხატს".
წმინდა დიონისე არეოპაგელი ღვთისმშობლის სანახავად საგანგებოდ ჩავიდა ათენიდან იერუსალიმში. მოგვიანებით მან წმ. პავლე მოციქულს შემდეგი წერილი გაუგზავნა:
„ღმერთია მოწამე, მთელს სამყაროში სხვა არაფერია ღვთაებრივი ძალითა და მადლით ამდენად აღვსილი. ადამიანური გონება ვერ გაიაზრებს იმას, რაც ვნახე. უფლის წინაშე ვაღიარებ:
როცა მე იოანესთან ერთად, რომელიც ისე ბრწყინავს მოციქულებში, როგორც მზე ცის კაბადონზე, ყოვლადწმიდა ქალწულთან წარმადგინეს, ენით აღუწერელი რამ განვიცადე.
ჩემს წინ რაღაც ღვთაებრივი ნათელი გაბრწყინდა. მან გააცისკროვნა ჩემი სული.
ვგრძნობდი საოცარ კეთილსურნელებას და იმდენად ვიყავი აღფრთოვანებული, რომ არც ჩემს უძლურ სხეულს და არც სულს არ შეეძლო დაეტია მარადიული ნეტარებისა და ზეციური დიდების ეს ნიშნები და საწყისები.
კარგად რომ არ მხსომებოდა შენი დარიგებები, მე მას თავად ჭეშმარიტ ღმერთად ჩავთვლიდი. შეუძლებელია წარმოიდგინო იმაზე დიდი ნეტარება, რომელიც მე მაშინ განვიცადე.”
Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 2