ზოგადი უნარების
ვერბალური ნაწილის
გამოცდის პირველი
დავალება არის
ანალოგიები. ერთი
შეხედვით მარტივი
დავალება დიდ
დაფიქრებას მოითხოვს,
შესაბამისად მოწმდება
სიტყვათა მნიშვნელობების
ცოდნა და მათ შორის
კავშირების, მიმართებების
წვდომის უნარი.
გაეცანით დავალების
შემადგენელ სიტყვათა
ყველა წყვილს.
განსაზღვრეთ დავალების
პირობაში არსებული
სიტყვათა წყვილის
მიმართება, მათ
მნიშვნელობებს შორის.
სწორი პასუხის
დასადგენად გაეცანით
სავარაუდო პასუხების
ყველა წყვილს.
ხშირად სიტყვას რამდენიმე
მნიშვნელობა აქვს, ამიტომ
რამდენიმეჯერ
გაანალიზეთ და შეარჩიეთ
წყვილი, რომელიც
ყველაზე მეტად
მიემართება პირობაში
მოცემულ სიტყვათა
წყვილს.
ყურადღება მიაქციეთ
სავარაუდო პასუხებში
შერჩეულ წყვილში
სიტყვათა
თანმიმდევრობას, რადგან
ის უნდა იყოს მსგავსი
პირობაში მოცემული
წყვილისა
თუ შეარჩევთ გარკვეულ
ვარიანტს, მაშინვე ნუ
გამორიცხავთ დარჩენილ
სავარაუდო პასუხებს.
გაანალიზეთ მათ შორის
არსებული მიმართებები.
ანალოგიების დავალების
შესრულებისას გხვდებათ
შემდეგი სახის
მიმართებები:
სინონიმები, ანტონიმები,
პროცესი – შედეგი,
პროცესი –
შემსრულებელი, პროცესი
– ძირითადი ფუნქცია,
პროცესი – თანმხლები
მოვლენა, მოქმედება –
მიმართულება, მოქმდება –
მასალა, მოქმედება –
ხელსაწყო, მოქმედება –
მოქმედი პირი, მოქმედება
– ობიექტი, გვარი –
სახეობა, ერთი ზოგადის
ორი კერძო, მთელი –
ნაწილი, მცირე – დიდი,
მიზეზი – შედეგი, არსებითი
სახელი – თვისება, საგანი
– ფუნქცია, ცოტა – ბევრი,
დარგი – სფერო, დროითი
მიმართება, სახეობა –
ნაშიერი.
წინადადების შევსება
ზოგადი უნარების
ვერბალური ნაწილის
შემადგენელია დავალებაა
„წინადადების შევსება“. ამ
შემთხვევაში აბიტურიენტს
ესაჭიროება ქართული ენის
გრამატიკის საჭირო
დონეზე ცოდნა.
აბიტურიენტმა
წინადადების ნაწილებს
შორის უნდა
ჩამოაყალიბოს მიმართება
და შესაბამისად შეავსოს
წინადადება. კავშირები,
ჩართულები, გარემოებები
ის სიტყვებია, რომლებსაც
შეიძლება ვუწოდოთ
წინადადების „საკვანძო
სიტყვები“, რადგან სწორედ
ისინი განსაზღვრავენ
წინადადების ლოგიკურ
განვითარებას.
კავშირი ეწოდება
დამხმარე სიტყვას,
რომელიც აერთებს
წინადადების ორ წევრს, ან
ორ წინადადებას და
ამყარებს ამა თუ იმ
მიმართებას მათ შორის.
ფუნქციის მიხედვით
არსებობს ორი სახის
კავშირი – მაერთებელი და
მაქვემდებარებელი.
მაერთებელი კავშირების
სახეებია:
მაჯგუფებელი: „და“, „თუ“.
მაცალკავებელი: „თუ“, „ან“,
„ან…არადა“, „ხან…ხან“,
„თუნდ…თუნდ“.
მაპირისპირებელი:
„ხოლო“, „მაგრამ“, „კი“,
„ოღონდ“, „თორემ“,
„არამედ“.
მაიგივებელი: „ანუ“, „ესე
იგი“.
მაქვემდებარებელი
კავშირი შეიძლება
გამოხატავდეს:
დროს: „ვიდრე“
მიზეზს: „რადგან“
მიზანს: „რათა“
პირობას: „თუ“
დათმობითობას: „თუმცა“
ლოგიკა
ლოგიკა ბერძნული სიტყვაა
და გულისხმობს
მსჯელობას, დასკვნების
თანმიმდევრულობას,
შინაგან კანონზომიერებას.
ის, როგორც მეცნიერება,
შეისწავლის მწყობრი,
თანმიმდევრული, სწორი
აზროვნების ფორმებსა და
კანონებს.
ლოგიკის დავალების
შესრულებისას შეიძლება
წააწყდეთ ისეთ
მონაცემებს, რომლებიც არ
შეესატყვისება
სინამდვილეს, მაგალითად:
„მხოლოდ ჟირაფებს აქვთ
ფრთები“, ან „ყველა
სევდიანი ადამიანი იცინის“.
მაგრამ თქვენი დავალებაა
ლოგიკურად იპოვოთ
პასუხი, რომელიც
გამომდინარეობს
პირობიდან და არა ის,
რომელიც შეესაბამება
სიმართლეს.
ლოგიკის დავალების
შესრულებისას
შეგხვდებათ სამი სახის
დავალება:
ძირითადი აქცენტი
გადატანილია ობიექტებს
შორის სივრცით
მიმართებებზე
ფორმალურ–ლოგიკური
დავალება ეხება ობიექტთა
ჯგუფებს შორის
მიმართებებს.
დავალება, სადაც
გარკვეული პირობების
გათვალისწინებით უკვე
გამოტანილია დასკვნები ან
გამოთქმულია ვარაუდები
და საჭიროა მათი
განმამტკიცებელი თუ
უარმყოფელი/დამრღვევი
არგუმენტების მოძიება.
ლოგიკის დავალება
შედგება ოთხი ან სამი
ნაწილისაგან:
დაშვება
ამოცანის დებულება
შეკითხვა
სავარაუდო პასუხები
ან:
ამოცანის დებულებები
შეკითხვა
სავარაუდო პასუხები
დაშვება – ეს არის
ამოცანის პირობის
შეთანხმება
ამომხსნელთან, რომ
ამოცანის პირობა,
დებულებები ანუ
წანამძღვრები შეიძლება
იყოს ჭეშმარიტი ან
მცდარი.
თუ მოცემულობა
გულისხმობს, რომ
დებულება უნდა
იყოსჭეშმარიტი , მაშინ
ჩვენც ნებისმიერი სახის
ინფორმაცია, რომელიც
მოცემულია პირობაში უნდა
მივიჩნიოთ ჭეშმარიტად.
წაკითხული ტექსტის
გააზრება
ზოგადი უნარების
ვერბალური ნაწილის
ბოლო დავალებაა
„წაკითხული ტექსტის
გააზრება“. ტექსტის
მოცულობა 250–350
სიტყვაა, რომელიც
შეიძლება
უკავშირდებოდეს
მეცნიერებისა და
კულტურის სხვადასხვა
სფეროს. ტექსტი შეიძლება
იყოს თხრობითი,
პოლემიკური და
განმარტებითი სახისათის.
დავალების
შესასრულებლად უნდა
დაიცვათ შემდეგი
პირობები:
ტექსტის თემის
განსაზღვრა.
ცალკეული აბზაცის
ფუნქციის განსაზღვრა.
მიღებულ ინფორმაციაში
არსებითისა და
მეორეხარისხოვანის
გარჩევა.
ტექსტის სხვადასხვა
ნაწილებს შორის
მიმართბებეის დადგენა.
მოცემული ტექსტიდან
დასკვნის გამოტანა.
საკვანძო სიტყვებისა და
ფრაზების მოძიება.
ტექსტში მოცემული
პოლემიკური მონაკვეთის
ლოგიკის წვდომა.
ვარაუდისა და ფაქტის
გარჩევა.
ტექსტში ასახულ
მოვლენათა შორის
არსებული კავშირის
დადგენა.
ქვეტექსტის ამოცნობა.
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 6