Предыдущая публикация
ლამაზია
იქნებ სიცოცხლე
და მე არ ვიცი,
არაფერი ვიცი უშენოდ.
უსასრულობით
შეგმოსავდი,
ჩემთვის იცოცხლე
რომ დედამიწას
არ ეტკინოს
გული უჩვენოდ.
რას ემართლება
მოჭიკჭიკე მერცხლებს
ღამურა,
გაზაფხულივით
სიყვარული შემომაპარეს.
შეყვარებული წყვილებივით
თოკზე გაბმულან,
სულის ჭიკჭიკით
შენი თავი შემომაყვარეს.
იქნებ სიცოცხლე
ლამაზია,
თვალებს დავეძებ,
გაცისკროვნებულს
სიყვარულით მინდა ჩავხედო.
რომ დავინახო
უსასრულო
მათში სამყარო
და მე
სიცოცხლის აღქმა ლამაზად
შენით გავბედო.
შენი სულივით
ლამაზია
იქნებ სიცოცხლე
და მე არ ვიცი,
არაფერი ვიცი უშენოდ.
Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев