უნაზესია,სათუთია,სხვაგვარად ფეთქავს,
მას შეუძლია გაგიტაცოს სხვა სამყაროში,
ფრთები შეგასხას,დაგავიწყოს რაც უნდა გეთქვა.
მიჯნური გული სიკეთე და სიყვარულია,
უღალატოა,ბოროტების არ აქვს უნარი,
მარად ნორჩია,ანთებული,წლებსაც არ ითვლის,
მიდი გაბედე,დაბერდიო აბა უთხარი.
როდესაც გიყვარს,ლამაზია მაშინ სამყარო,
მთელი არსებით იძირები ტრფობის მორევში
თუ შეგიყვარდა მისი ნაკლიც ლამაზად მოსჩანს,
და ვნებიან გულს უსიტყვოდაც დაემონები.
არანაირი დოგმები და ზღვრები არ იცის,
ნურც ასაკს კითხავთ,გააბრაზებთ მაშინ ძალიან,
შეყვარებულ გულს ვერ უბრძანებ უკვე ვერაფერს,
უყვარს და მორჩა,რა ქნას,განა მისი ბრალია.
არც კი ეცადო დაარიგო,რამე ასწავლო,
მას ხომ სამყარო ეჩვენება ვარდების ფერად,
არ დაგიჯერებს, რაც არ უნდა ბევრი ეცადო,
მხოლოდ და მხოლოდ გულყვითელა გვირილის სჯერა.
არ შეგიგრძვნია სიყვარულის მწველი ნექტარი?
არ განგიცდია სიყვარულის ზეისტორია?
მაშინ ნუ იტყვი,რომ რაიმე ნახე ამ ქვეყნად,
უსიყვარულოდ თუ იცხოვრე არ გიცხოვრია
Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев