ჩემი სიყვარული მხოლოდ შენ
დაგითმე,
ჩემში გააღვიძე ღამე მთვარიანი.
მინდა,სამუდამოდ ყველგან
ერთად
ვიყოთ,
გული გაგიშალო
წრფელი,დარიანი.
არსად გაგექცევი,ამას ნუ იფიქრებ!
ღმერთმა შემაბეროს მინდა შენი
თავი.
მინდა,დედა იყო ჩემი შვილების
და
მზად ვარ მამობისთვის დავთმო
ჩემი
თავი.
გულით მიყვარხარ და მუდამ
მეყვარები,
ჩემში გააღვიძე დიდი იმედები.
სითბოს დაგიხატავ,თუნდაც
საუკუნოდ,
ჩემი სუნთქვა ხარ და ჩემთვის
მემეტები.
იმას გაგრძნობინებ,რაც კი კარგი
არის,
ერთად გადავლახავთ ცუდი რომ
მოვიდეს.
ვიცი დავიღლებით,მაგრამ
ერთადა
ვართ,
ტყვიას დავუდგებით ეგეც რომ
მოგვინდეს.
დილა მიხარია თვალებს რომ
გავახელ,
პირველს შენ გიყურებ,როცა
მეღვიძება.
ეს ხომ მაგარია,დიდი განცდა
არის!
მე შენ დანახვაზე თავად
მემშვიდება.
მე შენ მიყვარხარ და მუდამ
მეყვარები,
მხოლოდ შენი არის ჩემი
სიყვარული.
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев