მეშემოდგომები ასეთი თავნება, თუმცა შენზე ფიქრი აღარა მთავრდება, მეშემოდგომები ყვითელი ფერებით, თუ კი დამიძახებ დღეს-მოგეფერები. აგიყვან ცის თაღზე,თეთრ ღრუბლებს დაგიფენ, სასთუმლად მზის სხივებს სულ თმებში დაგიბნევ, დაგარწევ უნაზეს სიოსთან ტაატით ამაზე უტკბესი სხვა ქვეყნად სხვა რაარის. მეშემოდგომები მაგრამ მეღიმება, ვიცი ჩემად ყოფნა შენც რომ გეღირება, ფერებით აგავსებ ნაზად და ტაატით შენებრ საოცარი ამ ქვეყნად რა არის
    0 комментариев
    1 класс
    მოწურვილ იყო ზაფხული, ქვეყნით ამოსლვა მწვანისა, ვარდის ფურცლობის ნიშანი, დრო მათის პაემანისა ....
    0 комментариев
    1 класс
    მე შენთვის სიცოცხლეს ჩამოვალ ავანსად, გავრისკავ ყოველგვარ თავხედურ ნაბიჯებს, ცხოვრებას პირისპირ შევხედავ თვალებში, მის ყველა ზღვარს უტიფრად გადავაბიჯებ. ვიბრძოლებ შენთვის და იმ გათენებისთვის, სიბნელის ჯინაზე მაინც რომ თენდება, ვიბრძოლებ იქამდე სანამდეც ჩემს ლექსებს დღე ღამის ნათებად რომ დაათენდება. ამოსვლას მზისა და სამყაროს საწყისის, მოტანილ ფოთლებად უხეში წამიდან , არ მინდა სიცოცხლე თუ იგი ფუჭია, არ მინდა სამყარო ცრემლების ნამიდან. დასალევს წავალ და მე მაინც მოვძებნი, საკუთარ დარდთან და ფიქრებთან დავთვრები, განვდევნი ბოროტის ყოველგვარ მისიებს, და მერე მზის ჩასვლასთან ერთად გავქრები. წავიღებ ყველაფერს რაც კი რომ ცუდია, ვხვდები რომ ზოგჯერ მე ეშმაკსაც ვერევი, წავიღებ ყველაფერს რასაც მე ვერ ვწვდები, წავიღებ ყველაფერს რასაც ვერ ვერევი. გავცდები ჰორიზონტს არსად რომ მთავრდება, სირბილით გავივლი დანაღმულ ადგილებს, ვიცი რომ რაც უნდა იყოს ყოველთვის, იქნება ვიღაცა ვინც რომ შემაგინებს. ცხოვრება თამაშად ყოფილა შექმნილი,მაცადეთ პაუზა წარსულში ვეხები, გაზაფხულს, მაცადეთ ვაცადო შრიალი, მაცადეთ ყურება ბებერი ვერხვების. თვალების დახუჭვად ღირს ამაოება, სიბნელის სიწმინდეს დიახ რომ ვერ ვწვდები, სიღრმეა უკიდეგანო და ფერები… არ არის და ნდობით მივდივარ … ვეშვები. სიბნელეს ჩავყვები, სადღაც და უფსკრულში, ვენდობი სიმაღლის სიღრმეს და სიშორეს, ჰაერთან სიცივეს ჩავკიდებ ხელებს და ვერასდროს, ვერასდროს ვეღარ მომიშორებს. გავყვები ყველაფერს სიცოცხლის იმედად, ვენდობი და ვიცი მოვიმკი იარებს, რა სასაცილოა ტკივილი ჭრილობის, როდესაც სიცოცხლე, ჩვენს თვალწინ ტრიალებს, გავხდები ჰაერი შენს წარმოსახვაში, როდესაც უჩემოდ მზე აღარ ამოვა, და შენი გულისთვის, თუნდ დამარცხებული, მეორე სიცოცხლეს ავანსად ჩამოვალ ! გავიღებ ყოველგვარ ტანჯვას და წამებას, ჯიუტად გავიტან ამ სტროფებს მითამდე, გპირდები ვიცოცხლებ სიცოცხლის ბოლომდე, გპირდები ვიცოცხლებ იმ ბოლო ფიცამდე. სადაც რომ დავიწყეთ პირველი გრძობები, სიჩუმის მუსიკის ფონზე რომ ვცეკვავდით, იქ სადაც პირველად გითხარი მიყვარხარ, იქ სადაც ჩვენ პირველ მომავალს ვხედავდით. ღამე არ მთავრდება სადაც რომ მდინარე, რწმენის და იმედის ტაძარს რომ ეხება, მე მჯერა ფიცი რომ სიცოცხლეს ერია, მე მჯერა ფიცი რომ, სიცოცხლის ფერია ! ჩემია გრძნობა და არ მოვკლავ ეჭვებში, გავთელავ ყველაფერს რაც რომ დღეს მიბნელებს, მე მჯერა ღმერთის და მისივთვე ახელილ ნათელი თვალებით ვაჯობებ სიბნელეს.ვიბრძოლებ იქამდე სადამდეც არ ძალმიძს, და წარმოდგენაშიც რომ არ გამივლია, ვფიქრდები რამდენი მქონია ვარამი, ვფიქრდები ცხოვრება როგორ გამივლია. დრო დგება როდესაც ცხოვრების ფიქრებით სარკეში რომ ვხედავ ჩემს სახეს დაზაფრულს, დრო დგება როდესაც ვფეთქდები ისე რომ ვითარცა კვირტები აფეთქებს გაზაფხულს. როდესაც ამ სიტყვებს ამბობენ თვალები, როდესაც ვხვდები რომ ზუსტად ის ერთია, ღამით რომ ვფიქრდები და დილით რომ ვხვდები, დიახ სიყვარული თავად რომ ღმერთია. და არს უკვდავება მე მჯერა ამის და ის ერთადერთია ცხოვრების წესდებით, გპირდები დროის სვლას მე არ დავნებდები მე და სიყვარული არ დაგიბერდებით. აი, მემტერება ძალა ჩაბურული, შუშის თვალებით რომ მელაპარაკება, სული საოცარი ადამიანური, მხოლოდ ჩემი არა სხვისიც მებრალება,დღეს ღამით ყველაფერს გადავდებ ხვალისთვის, ფეხებზე მკიდია რა უნდათ არაბებს, ამ ღამით ძილის წინ არ მოვწევ სიგარეტს, და დილის გარიჟრაჟს გავუღებ დარაბებს. მოვძებნი ყველაფერს რაც არის წარსული, ბავშვობის კამფეტით კიბეზე დავჯდები,მეზობლის ბაღჩაში მოვწყვიტავ ყვალილებს, და შენს ფანჯარასთან წვიმაში დავდგები. ღამესაც გავტეხავ ამ ლექსის წერაში, გულს ამოვიღებ და სტროფებში გაგიხსნი, თუნდაც რომ ვკვდებოდე ხვალამდე გავძლებ და, სანამდე მოვკვდები სიყვარულს აგიხსნი ! არადა ცხოვრება როდესაც კი შესძლებს, მომიქნევს წიხლებს და მუშტს ცხვირში ამომკრავს, ღამით საფეთქელთან მომიტანს იარაღს, მე კი არასდროს სასხლეტს არ გამოვკრავ. და დგება ის წუთი როდესაც ვხვდები რომ, სამყაროს სიდიდე ფეხებზე მკიდია! ეს არის ის წუთი როდესაც ვხვდები რომ, ეს გრძნობა ამ ქვეყნად ყველაზე დიდია… ამ სტროფებს ფუნჯებით ავიტან ღმერთამდე, შევღებავ ზეცას და ვერ წაშლის ვერა დრო… ხვალ თუ მოგიკვდები ნუ ეტყვი ნურავის, ამ პოეტს ლექსებზე უყვარდი მეტად რომ…
    0 комментариев
    1 класс
    "ამიერიდან შენი სახელია არაბული ბედაური, შენი ყველა ღირსება შენს ფაფარში მოექცევა, მეგობრად გჩუქნი პატრონს და გაჯილდოვებ დიადი ნიჭით - იფრინო ფრთების გარეშე ნიშნად გექნება თეთრი ვარსკვლავი შუბლზე." (ბედუინი .ნეფერტარი)
    0 комментариев
    1 класс
    მთვარის ნათლით განედლებულ უდაბნოს ღამეში არაბული ბედაური მოაბიჯებდა...უნაკლო ცხოველი თითქოს საჰარას ღამეს ჩამოსტეხოდა თავისი ანკარა სიშავით. გლუვად მოციალე სხეული მთვარეს ირეკლავდა.თეთრი, წვრილი კოჭები აბეზარ ქვიშაში ეფლობოდა და ფეხებს ველური გრაციოზულობით უნაცვლებდა ერთმანეთს. შეშინებულს ჰგავდა. ჰაერს მთელი ძალით ყნოსავდა. მაღალ, მშვილდივით მოდრეკილ კისერზე არტერია ისე გადაწოლილიყო, რომ ძარღვზე თითების და ტუჩების ჩაყოლება ერთად მოგინდებოდა. გაგანიერებულ თვალებს აცეცებდა, თეთრი სკლერა შუქით პირდაპირ მთვარეს ერწყმოდა. შავი ჩანჩქერივით ჩამოშლილი ძუა მიწას ეფინებოდა და მისივე ფეხების მოძრაობით ატეხილ ნიავზე აბრეშუმის ძაფებად იშლებოდა. ქალის თმასავით ნაზი ფაფარი მუხლამდე სცემდა. შუბლზე თეთრი ნიშ
    0 комментариев
    1 класс
    ძველი დროიდან არაბეთში არსებობს მოარული ლეგენდა ჯადოსნურ ცხენებზე, რომელიც გვიამბობს, რომ ისინი ქვიშიდან, ღამის ციდან და თავისუფალი ქარებიდან იბადებიან, უსაზღვრო უდაბნოს შუაგულში ბინადრობენ და მათთან შეხვედრა მოკვდავისთვის დიდი გამართლებაა...მაგრამ ისინი არავის იკარებენ... მათი სახლი - უდაბნოა, მათი ბედისწერა – თავისუფლება.
    0 комментариев
    1 класс
    უდაბნოს მზეო, უდაბნო ჩემი შენს უდაბნოზე ბევრად დიდია, როგორც გრიგალთან მებრძოლი გემი სიკვდილ-სიცოცხლეს შორის ჰკიდია.
    0 комментариев
    0 классов
    საჰარა თავის ნამდვილ სახეს ჩადრმოხდილი ქალივით უშურველად მაჩვენებდა. ყველაფერი ძალზე ნატიფად იყო მიხატული დედამიწაზე. უდაბნოს თეთრი და უდაბნოს ყვითელი - ყველაზე ლამაზ ფერებად მეჩვენებოდა, დიუნების მოხაზულობა, ყველაზე ნარნარ ხაზებად, მათ კალთებზე შლილი ქვიშის მომცრო ტალღები უნაზესი ლივლივით გადადიოდნენ ერთმანეთში და უსასრულობაში იკარგებოდნენ. ცისფერი ცა ლურჯდებოდა. საჰარას ქვიშისფერი მზე ჩემს წინ ეკიდა. სიხარულის და ბედნიერების განცდა ყელში ამომაჯდა. უნებურად ცრემლები წამომივიდა, ბედნიერებისგან უხმოდ ვტიროდი. ნაცნობ ჰორიზონტებს ზემოდან დავცქეროდი. მე ახლა ახალი და უცნობი ჰორიზონტები მქონდა, ზეციდან დანახული ჰორიზონტები. ქარი ჩემს სხეულზე სრიალებდა, ძალიან მსიამოვნებდა, მე ხომ სიცოცხლეში
    0 комментариев
    0 классов
    "უდაბნოს მწველი მზე ბეჭზე აგეწება, სული აგიყეფა რაიტამ ჰამადის, სანამ შებინდდება მღვრიე სისხლისფერად, ნილნა, ესროლე ჯადარს ქამანდი..(ბედუინი)
    0 комментариев
    0 классов
    უდაბნოს მდორე სიჩუმე მჭახე ხმამ შუაზე გადახსნა. ექო ჰამადის კლდეებში მეხივით გაიგრაგნა და უდაბნოს გრგვინვით გადაუარა. ერთდროულად ახმიანებულ მილიარდ ხმაში სრულიად დაყრუებულიც კი გავარჩევდი ამ ხმას. ეს ცხენის ჭიხვინი იყო. "ხმას ხომ მირაჟი არ აქვს"! - გამიელვა გონებაში, ამ ფიქრზე უცბად გამოვერკვიე და წამოვჯექი. ეს უფლის ნამდვილი სასწაული იყო თუ, მისი გამოგზავნილი ანგელოზი, უკვე სულერთი იყო... მღვრიე სისხლისფერი მზის ფონზე უფრთებოდ მოფრინავდა შავი არაბული ბედაური. (ბედუინი)

Показать ещё