Предыдущая публикация
არ კვდები, მაგრამ ის აღარ ხარ რაც იყავი, სხვანაირად რეაგირებ ყველაფერზე, სხვანაირად ფიქრობ, სხვანაირად იქცევი და ღიმილიც კი სხვანაირი გიხდება.PK PK PKKKK
Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 4
მიჰვებოდა ცრუ ჭორების ხოშკაკალი,
მიაპობდა ქუჩას გესლით დანათოვარს,
რა უნდოდათ,რას ერჩოდნენ განათხოვარს?!-
თუ არავის შეახედებს მის წალკოტებს,
არ გეგონოთ ,მას სატრფოზე არ აბოდებს.
მერე რა,რომ არვინ ჰყავს და მარტო არი,
არ გეგონოთ მოფერების მათხოვარი!
მიდიოდა ,მიდიოდა კოხტა ქალი,
მიჰყვებოდა მითქმა-მოთქმის ხოშკაკალი..
ნუ გგონიათ,რომ თამაშობს უკარებას,-
ბავშვობიდან დედა ამას უბარებდა!
როცა ღამე რუხ გულისპირს შემოიფხრეწს,
მხოლოდ მაშინ მოგონებებს შემოიძვრენს,
დაფიქრდება მრავალ წელთა ცრუ ლოდინზე,
მარტოსული ღამეების ცივ ლოგინზე!
კაეშანის და ტკივილის ტოვებს დღიურს,
განუკურნელ სევდას ებრძვის ყოველდღიურს,
ის არასდროს არ შეავსებს ამქრის ტირაჟს,
არასოდეს არ იწამე...Ещёმიდიოდა,მიდიოდა კოხტა ქალი,
მიჰვებოდა ცრუ ჭორების ხოშკაკალი,
მიაპობდა ქუჩას გესლით დანათოვარს,
რა უნდოდათ,რას ერჩოდნენ განათხოვარს?!-
თუ არავის შეახედებს მის წალკოტებს,
არ გეგონოთ ,მას სატრფოზე არ აბოდებს.
მერე რა,რომ არვინ ჰყავს და მარტო არი,
არ გეგონოთ მოფერების მათხოვარი!
მიდიოდა ,მიდიოდა კოხტა ქალი,
მიჰყვებოდა მითქმა-მოთქმის ხოშკაკალი..
ნუ გგონიათ,რომ თამაშობს უკარებას,-
ბავშვობიდან დედა ამას უბარებდა!
როცა ღამე რუხ გულისპირს შემოიფხრეწს,
მხოლოდ მაშინ მოგონებებს შემოიძვრენს,
დაფიქრდება მრავალ წელთა ცრუ ლოდინზე,
მარტოსული ღამეების ცივ ლოგინზე!
კაეშანის და ტკივილის ტოვებს დღიურს,
განუკურნელ სევდას ებრძვის ყოველდღიურს,
ის არასდროს არ შეავსებს ამქრის ტირაჟს,
არასოდეს არ იწამებს სიძვის მირაჟს!.
მაგრამ თუკი შეუყვარდა ,ფიქრებს გარყვნის,
არ ექნება შიში რისხვის,ჭორთა წარღვნის!..-
დაივიწყებს,დედა ,რასაც უბარებდა,
სულ ახლახან როგორ იყო უკარება!
ალმოდებულ გულის ფეთქვას თუ ვერ დათმობს.
ქალია და მის ნაბიჯებს ნუღარ დაგმობთ!
ახლა მას კი აკანკალებს ციებიანს,
ღმერთმა იცის,დარდით აღარ სძინებია,
მას ისედაც ზღაპრის ხიბლი დაჰკარგვია,
სამწუხაროდ არავისი აღარ ჰქვია!
ცრემლთან ერთად ცოტა სასმელს გადაყლურწავს,
ჩვეულებრივ მარტოსულ დღეს გადაფურცლავს!
დაღლილ თვალებს ძილი აღარ ეკარებათ,
ქალია და სიყვარული ენატრება!...
მიდიოდა ,მიდიოდა კოხტა ქალი,
თავს ესხმოდა მითქმა-მოთქმის ხოშკაკალი!
ხან მტაცებელს ადარებდნენ,ხან მათხოვარს..
ან რა უნდათ!რას ერჩიან განათხოვარს!
და მოგიძღვნით ულამაზეს რითმებს,
განა მართლა შეგამჩნიეთ დაღლა,
მე უბრალოდ გული აღარ მითმენს !
მე ისეთი ღიმილი მაქვს თქვენთვის
ჯერ არავის არ უნახავს ალბათ,
საუცხოო გულისცემა გესმით?
მე ასეთი გულისცემა დამყვა...
მომაწოდეთ თქვენი ხელი,სწრაფად!
ნახეთ, იგრძნო,გაორმაგდა ფეთქვა..
სულ მოასწრებთ ასე თავის დახრას,
ახლა იქნებ ორი სიტყვა გეთქვათ...
ეს ასეა..ადგებით და წახვალთ..
გული ისევ გააგრძელებს მღერას,
ჩემს მომავალ სიამაყეს გავხართ
რომ მოპარავს ჩემს ღიმილებს ყველას ..
შემომხედეთ,არა,როგორ,მორცხვობთ?
და მამაკაცს არ შეშვენის ასე,
ეს წყლის წვეთი,თან ზომაზე მომცრო
სინანულით ჩამოგვარდათ თვალზე.
თქვენ რა,ტირით?რა მდიდრულად თანაც,
და გასაქანს ხომ არ აძლევთ ფიქრებს?
მე უბრალოდ გაგაჩერებთ კვლავაც
და მოგიძღვნით ულამაზეს რითმებს..