Предыдущая публикация
ტვინი და გული ... !
ორივე ფენომენი დიამეტრულად განსხვავდებულ დატვირთვას ატარებს, თუმცა, ერთმანეთზე არიან მიჯაჭვულნი, უერთმანეთოდ არსებობა არ შეუძლიათ, მაგრამ ერთმანეთს ებრძვიან.
ტვინი, ეს არის აზრი, ფიქრი, ოცნება, ანალიზი ...
გული _ სიყვარული, სითბო, შური, სიკეთე ...
ტვინი _ მკაცრი და მომთხოვნი ... !
გული _ ნაზი და დამთმობი ... !
უტვინოდ სიცოცხლე შეიძლება ! ...
უგულოდ _ არა !
უპირატესობა მაინც გულს ენიჭება ! ....
Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 2
და მოგიძღვნით ულამაზეს რითმებს,
განა მართლა შეგამჩნიეთ დაღლა,
მე უბრალოდ გული აღარ მითმენს !
მე ისეთი ღიმილი მაქვს თქვენთვის
ჯერ არავის არ უნახავს ალბათ,
საუცხოო გულისცემა გესმით?
მე ასეთი გულისცემა დამყვა...
მომაწოდეთ თქვენი ხელი,სწრაფად!
ნახეთ, იგრძნო,გაორმაგდა ფეთქვა..
სულ მოასწრებთ ასე თავის დახრას,
ახლა იქნებ ორი სიტყვა გეთქვათ...
ეს ასეა..ადგებით და წახვალთ..
გული ისევ გააგრძელებს მღერას,
ჩემს მომავალ სიამაყეს გავხართ
რომ მოპარავს ჩემს ღიმილებს ყველას ..
შემომხედეთ,არა,როგორ,მორცხვობთ?
და მამაკაცს არ შეშვენის ასე,
ეს წყლის წვეთი,თან ზომაზე მომცრო
სინანულით ჩამოგვარდათ თვალზე.
თქვენ რა,ტირით?რა მდიდრულად თანაც,
და გასაქანს ხომ არ აძლევთ ფიქრებს?
მე უბრალოდ გაგაჩერებთ კვლავაც
და მოგიძღვნით ულამაზეს რითმებს..
გულში აკრძალული გრძნობა ახმაურდა,დადის,დათარეშობს,
არ მსურს ავემგზავრო ამინდს ქარბორბალა-ქარიშხლიანს.
ჩუმად გავუყვები ბილიკს ნაწვიმარს და საცალფეხოს.
ისე უჩვეულოდ ფერხასხასა გახდა ამინდები,
მინდა ოცნებები ჩუმად მოვაგროვო სადმე გადავმალო,
თორემ მარტია და მის გასვლამდე მე შენ ვერ გენდობი,
იქნებ ამინდივით დამაბნიო,მერე გადამკარგო.
აპრილს დაველოდოთ,როცა აყვავდება ფერად ყვავილებად,
მერე წვიმის შემდეგ თბილი მზის სხივების გულში დავმშვიდდები,
მარტს შენ რას გაუგებ,უცებ დათბება და მერე გადაყინავს,
გულს ვერ მოგაბარებ,სანამ არ ჩაივლის ცივი ამინდები.