"ეს ჩემს კარიერაში დიდი ნაბიჯია, მე ჩამოვედი რათა გუნდს მივცე ყოველივე საუკეთესო. კარლომ ჩემი შესაძლებლობები იცის, მე მისი სიტყვებით ვსარგებლობ. გალიანი ამბობს, რომ მე ყველაზე ძლიერი მეკარე ვარ მსოფლიოში? შევამოწმოთ ეს მოედანზე, მოხარუი ვარ აქ ყოფნით. მე მოვედი იტალიის და მსოფლიოს საუკეთესო კლუბში, ჩემთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი არის. ტიტული? ბრძოლით ჩვენ შეგვიძლია იტალიაში გამარჯვება. ყველანი ერთად ვიშრომებთ ბევრს და იმედი მაქვს, რომ ვითამაშებთ კარგად და ვაიხარჯებით მოედანზე ბოლომდე, პირადად მე არ მისაუბრია ინძაგისთან. უახლოეს დღეებში გავიცნობ მას. ვიცნობ აბიატის და ბალოტელის. ჩვენ გვყავს დიდი გუნდი, ძალიან ბედნიერი ვარ აქ ყოფნით. ანჩელოტი? მან და უილიამ ვეჩიმ მესაუბრეს ამ დიდ კლუბზე, მინდა მადლობა გადავუხადო მათ. "მილანი" მსოფლიოს გუნდია. მადრიდი? არ ვარ გაბრაზებული, ბედნიერი ვარ, რომ აქ ვარ ახალი გამოცდილებისთვის. მიზნები? სკუდეტოს მოგება და ევრო სარბიელზე დაბრუნება. მადლობა კლუბს, რომ მომცა ეს შესაძლებლობა, ძალიან ბედნიერი ვარ. ეს არის დიდი კლუბი, სადაც ყველას სურს თამაში. მინდა ვიმუშაო ყოველდღე, რათა გუნდს ყველაფერი საუკეთესო მივცე."
Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев