"Fci.ge" კი გთავაზობთ ფრანგი სპეციალისტის საკმაოდ ვრცელ და უაღრესად საინტერესო საუბარს.
გუშინდელი თამაშის შესახებ: "მე ვგრძონბდი, რომ გუნდმა პირველ ტაიმში სრულყოფილად ითამაშა, მანამ, სანამ არ გააკეთა ის, რისი გაკეთებაც გვინდოდა. მეორე ტაიმში უფრო გუნდურად ვითამაშეთ და მესამე გოლიც საჭირო დროს შევაგდეთ. მიუხედავად იმისა, რომ ბურთის ფლობის პროცენტული მაჩვენებელი უფრო ნაკლები გვქონდა, ორგანიზაცია და საბრძოლო სულისკვეთება არ დაგვიკარგავს. გუნდი კარგად იცავდა თავს და ეფექტურად მოქმედებდა შეტევაში. პირველი ტაიმი კი ჩინებული გამოდგა".
ინგლისის პრემიერ ლიგის ახალ სეზონზე: "დღევანდელი(გუშინდელი) გამარჯვების შემდეგ გუნდი პოზიტიური განწყობით მოემზადება ახალი სეზონისათვის. თუმცა ინგლისის პრემიერ ლიგა მალე დაიწყება, ჩვენ აუცილებლად კარგად უნდა დავიწყოთ, რადგან ვთამაშობთ შინ და ვთამაშობთ დერბის("არსენალი" პირველ ტურში ემირიათსზე მიიღებს "კრისტალ პალასს"). თანაც ეს გუნდი საკმაოდ არაკომფორტული მოწინააღმდეგეა ჩვენთვის. რათქმაუნდა ის იქნება სულ სხვა ტიპის თამაში და აუცილებელია კარგად მოვემზადოთ, მაგრამ დღევანდელი(გუშინდელი) გამარჯვებაც მნიშვნელოვანია".
ინგლისის სუპერთასის მნიშვნელობაზე: "შენ აუცილებლად უნდა იფიქრო გამარჯვებაზე და საკუთარი გუნდის თამაშის ხარისზე. მე ვფიქრობ, რომ ეს იყო მნიშვნელოვანი ჩვენი თავდაჯერებულობისათვის, მაგრამ კიდევ უფრო მეტი მნიშვნელობა ჰქონდა თამაშს, რომელიც ვაჩვენეთ. ჩემთვის უდიდესი კომფორტია, როდესაც საკუთარი გუნდი იყენებს მთელ მოედანს და თამაშობს მომხიბვლელ ფეხბურთს".
ოთხეულის წევრის დამარცხებაზე: "სწორედ ამიტომ იყო ამ თამაშის არწაგება მნიშვნელოვანი ჩვენთვის. ყველამ კარგად ნახა, რომ გასულ სეზონში ჩვენ ადვილად გავუმკლავდით ექვეულის მიღმა მყოფ გუნდებს, სამაგიეროდ ვერ ვეთამაშეთ სათანადოდ ტოპგუნდებს, იმის წინა სეზონში კი ყველაფერი პირიქით იყო. იმედი მაქვს, რომ ამჯერად ორივე ფრონტზე წარმატებით გამოვალთ".
კალუმ ჩემბერსის დაცვის ცენტრში დაყენებაზე: "მე ის მაშინ დავინახე ამ პოზიციაზე, როდესაც ვიყიდე და სწორედ აქ დავაყენე. 19 წლის მოთამაშის კვალობაზე, მან არანორმალური თამაში აჩვენა. მისი თამაში "მან.სიტის" წინააღდეგ უფრო მეტად გვაიმედებს. ეს ნამდვილად შთამბეჭდავია, რადგან მას არ ჰქონია დაცვის ცენტრში თამაშის გამოცდილება, ჩემბერსი მარჯვენა მცველი იყო, როდესაც ჩვენთან მოვიდა. თუმცა მიმაჩნია, რომ თუ ყველაფერს სწორად გავაკეთებთ, მას დიდებული კარიერა შეექმნება".
ჩემბერსზე, როგორც მერტესაკერის კონკურენტზე: "მას შეუძლია, რომ ორივე ცენტრალურ მცველს გაუწიოს კონკურენცია. ვერავინ, ვერასოდეს ითამაშებს ორი ცენტრალური მცველით მთელი სეზონის მანძილზე, შესაბამისად კალუმ ჩემბერსს აუცილებლად მიეცემა დრო. თქვენ ასევე დაინახეთ ნაჩო მონრეალი ცენტრალური მცველის პოზიციაზე და მანაც კარგად წარმოაჩინა თავი".
ჩემბერსის მოსვლაზე და ვერმალენის მალევე წასვლაზე: "მე ტომას ვერმალენს წასვლა გასული სეზონის დასრულებისთანავე ვურჩიე, რადგან ის არ თამაშობდა რეგულარულად. ის მთელი სეზონის განმავლობაში ღირსეულად იქცეოდა. მაღალი დონის მოთამაშისათვის ყოველთვის რთულია მენტალურად, როდესაც არ უწევს სტაბილურად თამაში. მე მისი ნამდვილად მადლიერი ვარ და ყველაფერ საუკეთესოს ვუსურვებ, ტომასი ღირსეულად იქცეოდა, მიუხედავად იმისა, რომ არ თამაშობდა".
ზოგადად ჩემბერსზე: "მე მისი დაყენება ყველგან შემიძლია, ის არის ცენტრალური მცველი, მარჯვენა მცველი და ცენტრალური ნახევარმცველი".
ვერმალენის შეცვლაზე: "პირველი, რომლის სახელიც მომდის თავში არის - ჩემბერსი. კალუმი მშვენიერი იყო დაცვის ცენტრში ანუ გამოდის, რომ გვყავს სამი ცენტრალური მცველი. თუკი მე ვიპოვი კიდევ ერთს, მაშინ აუცილებლად შევიძენ. თუმცა მისი დონის კიდევ ერთი მოთამაშის ნახვა, ნამდვილად არ იქნება იოლი. ვერმალენმა დაგვტოვა და ჰქონდა არჩევანი ორ უდიდეს გუნდს შორის. ეს კი იმას ნიშნავს, რომ კლუბები აკვირდებიან უამრავ მოთამაშეს, მაგრამ იმ ერთი საჭიროს პოვნა რთულია".
მეოთხე ცენტრალური მცველის შეძენაზე: "მე ვერანაერად ვერ გეტყვით ეხლა რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული. თუმცა ჩემი აზრით ფეხბურთელი, რომელსაც ოთხ ან სამ სხვადასხვა პოზიციაზე შეუძლია თამაში, უფრო გამოგვადგება".
დებუშის და ალექსისის თამაშზე: "დებუში იდეალური იყო, ალექსისი კი ენერგიული, ის არ არის ფიზიკურად ბოლომდე მზად, მაგრამ მაინც მიმზიდველი იყო. ის ყოველთვის სახიფათოა, მზად არის გასატანად და უდავოდ უფრო ეფექტურს ხდის ჩვენს კონტრშეტევებს".
ალექსისის პოზიციაზე: "მას შეუძია ორივე ფლანგზე თამაში".
თუ ვინ იქნება გუნდის კაპიტანი: "1 - არტეტა, 2 - მერტესაკერი".
ჯეკ უილშირზე: "ჯეკი მზად არის".
კირონ გიბსზე: "ისიც მზად არის. მან დღეს(გუშინ) მშვენიერი თამაში ჩაატარა, პირადად მე არასოდეს დამავიწყდება მისი მოქმედებები, ჩემთვის გიბსი შეუდარებელი იყო".
შეტევის ხაზში არსებულ ვარიანტებზე: "დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ ეხლა უფრო მეტი ვარიანტი მაქვს თავდასხმის ხაზში, ვიდრე ბოლო რამოდენიმე წლის განმავლობაში. სამი, ოთხი, ხუთი წელი ჩვენ ფაქტიურად ყოველი სეზონის შემდეგ ვკარგავდით დიდ ფეხბურთელს. ბოლო ორი სეზონის წინ კი დავიმატეთ ისეთი ფეხბურთელი, როგორიც არის იოზილი და სანჩესი, შესაბამისად გუნდი რათქმაუნდა გაძლიერებულია. რაღათქმაუნდა ამბიციური მწვრთნელი ვარ, მაგრამ ყოველთვის ფრთხილად ვმოქმედებ, რადგან მაქვს დიდი გამოცდილება. მე ვიყურები ირგვლივ და ვხედავ, რომ სხვა კლუბებიც ძლიერდებიან, ამიტომ ინგლისის პრემიერ ლიგის ყურება ძალიან საინტერესო იქნება. ჩემპიონატში ყველა ტოპგუნდი იქნება ძალიან ძლიერი".
85 დღეში ორი ტიტულის მოგებაზე: "მე უფრო მომეწონება, ყოველ კვირას ერთი, რომ მოვიგო, მაგრამ ეს შეუძლებელია. მოდი უბრალოდ მოვიგოთ შემდეგი თამაში".
Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев