შემადგენლობა და სასარგებლო თვისებები
ხორბლის მარცვლის ჩანასახის ზეთი შეიცავს შეუცვლელ, ადამიანის ორგანიზმის მიერ არასინთეზირებად ამინომჟავებს (ტრიპტოფანს,მეთიონინს,ლეიცინს,ვალინს,იზოლეიცინს და ას.შ), ნახევრადნაჯერ უმაღლეს ცხიმოვან მჟავებს, ცხიმში ხსნად ვიტამინებს (E,A,D,B1,B3,B5,B6,B9,P,F,PP) ,ანთების საწინააღმდეგო მოქმედების მქონე ნივთიერებას ალლანტოინს, ძლიერ ანტიოქსიდანტური აქტივობის მქონე – სქვალენს, ანტიოქსიდანტ – ოქტაკოზანოლს, აგრეთვე მიახლოებით 20 სხვადასხვა მაკრო და მიკრო ელემენტს (კალიუმი,კალციუმი,ფოსფორი,მარგანეცი,რკინა, თუთია,სელენი,სპილენძი,გოგირდი,იოდი და ას.შ). ხორბლის ზეთი, სხვა მცენარეული ზეთებისგან გამოირჩევა ცხიმოვანი მჟავების ომეგა–6 (45%–დან 60%–მდე); ომეგა–3 (11%);ომეგა–9 (12%–30%) მაღალი და საკმაოდ ბალანსირებული შემადგენლობით;
ნახევრადნაჯერი მჟავები ომეგა–3 და ომეგა–6, რომელსაც შეიცავს ხორბლის ზეთი აძლიერებენ ორგანიზმის წინააღმდეგობას იმფექციურ დაავადებების მიმართ, ხელს უწყობენ ორგანიზმს ზედმეტი ქოლესტერინის გამოყოფაში, ასუფთავებენ სისხლძარღვებს, ათხელებენ სისხლს და ამით აღკვეთენ თრობის წარმოქმნას..
ეს ზეთი სხვა ზეთებთან შედარებით შეიცავს ახალგაზრდობის ვიტამინ E–ს (ტოკოფეროლის) რეკორდულ რაოდენობას. ამ უძლიერესი ბუნებრივი ანტოქსიდანტის რაოდენობა აღწევს 1200 მგ %. ვიტამინ E საგრძნობლად აუმჯობესებს ადამიანის გულსისხლძარღვთა სისტემის მუშაობას (ამცირებს ტრომბების წარმოქმნის რისკს, დაბლა წევს ქოლესტერინის დონეს სისხლში, ხელს უშლის მათ სისხლძარღვთა კედლებზე განლაგებას, ხელს უწყობს არტერიული წნევის დაწევას). მისი როლი დიდია ქალისა და მამაკაცის რეპროდუქციული სისტემის ფუნქციონირებაში, აძლიერებს კუნთოვანი სისტემის მუშაობას, ანელებს ანთებითი პრცესების განვითარებას, ხელს უწყობს მავნე ნივთიერებების გამოყოფას ორგანიზმიდან, და არის კარგი იმუნოსტიმულატორი.
ხორბლის ზეთი აგრეთვე მდიდარია D ვიტამინით,რომელიც ასრულებს მთავარ როლს ორგანიზმის მიერ მინერალების, კალციუმისა და ფოსფორის შეთვისებაში. ამ ორი მინერალის დეფიციტი იწვევს ადამიანის კბილების, ძვლებისა და სახსრების დაზიანებას. ფარისებრი ჯირკვლის ნორმალური მუშაობისთვის აუცილებელია D ვიტამინი, ამავე დროს აძლიერებს იმუნიტეტს, აგრეთვე საკმაოდ დაბლა წევს კანის , გულსისხლძარღვთა და ონკოლოგიურ დაავადებათა რისკს.
ბეტა კაროტინი, რომელიც ხორბლის მარცვლის ჩანასახის ზეთის შემადგენლობაშია, ადამიანის ორგანიზმში გარდაიქმნება ვიტამინ A, რომელიც აქტიურად უწყობს ხელს იმუნიტეტის ამაღლებას. A ვიტამინი დადებითად მოქმედებს კანზე, ლორწოვან გარსზე და საგრძნობლად აუმჯობესებს მხედველობითი ორგანოს მუშაობას.
ხორბლის ზეთი არის B–ჯგუფის ვიტამინების საუკეთესო წყარო. B–ჯგუფის ვიტამინი აუცილებელია თავის ტვინისა და ნერვული სისტემების სრული მუშაობისათვის, პასუხისმგებელია მხედველობითი ორგანოს, კანის თმის და ფრჩხილების კარგ მდგომარეობაზე, , სასქესო ჰორმონების წარმოქმნაზე და ემბრიონეგენზზე, ღებულობს აქტიურ მონაწილეობას სისხლის უჯრედების წარმოქმნის პროცესში, არეგულირებს გულ–სისხლძარღვთა სისტემის, საჭმლი მომნელებელი ორგანოს და კუნთოვანი სისტემის მუშაობას.
თუთია თამაშობს ცენტრალურ როლს მამაკაცის ორგანიზმში ტესტოსტერონის გამომუშავებაზე, ზრდის მამაკაცის სექსუალურ ენერგიას, საკმაოდ აუმჯობესებს ერექციას და აწესრიგებს სპერმის გამომუშავების პროცესს. თუთია საგრძნობლად ამცირებს წინამდებარე ჯირკვლის ადენომის განვითარების რისკს.
სელენი, რომელსაც შეიცავს ხორბლის ზეთი, როგორც თუთია, ხელს უწყობს სექსუალური აქტივობის გაზრდას , დადებითად მოქმედებს სპერმატოგენეზზე. სელენი აქტიურად მონაწილეობს ინსულინის ბუნებრივ სინთეზში, აძლიერებს იმუნიტეტს და საიმედოდ იცავს სისხლძარღვთა კედლებს ქოლესტერინის ჩალაგებისაგან.
ძლიერი ბუნებრივი ანტიოქსიდანტი–სქვალენი, ხასიათდება გამოხატული იმუნომასტიმურილებელი, ჭრილობის შემხორცებელი, ბაქტერიოციდული, სოკოს საწინააღმდეგო, სიმსივნის საწინააღმდეგო თვისებებით. ადამიანს სქვალენი ჭირდება, როგორც ანტიკონცეროგენული, ანტიმიკრობული და ფუნგიციდური საშვალება. ადამინის ოგანიზმისთვის ჟანგბადის წყაროს ყველაზე გავრცელებულ საშვალებას წარმოადგენს წყალი. სქვალენი ადვილად შედის მასთან რეაქციაში და ათავიუფლებს ჟანგბადს, რითაც ის ამარაგებს ორგანიზმსა და ქსოვილებს.
მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ სწორედ ჟანგბადის დეფიციტი და უჯრედის ჟანგვითი დაზიანებები წარმოადგენს ორგანიზმის დაბერების , ასევე სიმსივნეების წარმოქმნისა და განვითარების მიზეზს.
ორგანიზმში მოხვედრილი სქვალენი აახალგაზრდავებს უჯრედებს, აფერხებს ავთვისებიანი წარმონაქმნების ზრდას და გავრცელებას. ამასთან ერთად სქვალენი რამოდენიმეჯერ აძლიერებს იმუნურ სისტემას და ზრდის ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარს სახვადასხვა დაავადებათა მიმართ.
სწორედ ასეთი მდიდარი შემადგენლობა განაპირობებს ხორბლის მარცვლის ჩანასახის ზეთის, ადამიანზე მოქმედების ფართო დადებით სპექტრს.
ხორბლის მარცვლის ჩანასახის ზეთის სამკურნალო–პროფილაქტიკური თვისებები
საგრძნობლად აუმჯობესებს გულსისძარღვთა მუშაობას და სისხლის შემადგენლობას.
აძლიერებს სისხლძარღვთა კედლებს, არეგულირებს არტერიულ წნევას, დაბლა წევს ქოლესტერინის დონეს სისხლში;
ეწინააღმდეგება სისხლძარღვთა კედელზე საშიში ათეროსკლეროზული წარმონაქმნების, ასევე თრომბების წარმოქმნას.
აფერხებს ანთებითი პროცესების წარმოქმნას გულსისხლძარღვთა სისტემაში, იცავს გულს და სისხლძარღვებს თავისუფალი რადიკალების დამანგრეველი მოქმედებისგან.
სასარგებლოა ფეხმძიმობის და ძუძუთი კვების დროს, აუმჯობესებს ლაქტაციას და აუმჯობესებს დედის რძის შემადგენლობის ხარისხს. ამ ზეთის რეგულარული წასმა მუცელზე, ფეხმძიმეობის პერიოდში და მშობიარობის შემდეგ, აფერხებს სტრიების წარმოქმნას.
სასარგებლოა შაქრიანი დიაბეტით დაავადებულთათვის. შეიცავს ისეთ ნივთიერებებს, რომლებიც აუცილებელია კუჭქვეშა ჯირკვლის მიერ ინსულინის გამომუშავებისათვის. ეს ზეთი რეკომენდირებულია მე–2 ტიპის შაქრის დიაბეტით დაავადებულთათვის.
აქრობს გულძმარვას, შეკრულობას, აწესრიგებს ნაწლავების მიკროფლორას, ძველი დროიდან გამოიყენება, კუჭისა და ტორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის, გასტრიტის, გასტროდუოდენიტის, ეზოფაგიტის, დისბაქტერიოზის, კოლიტის, ენტეროკოლიტის, ქოლეცისტიტის, გეპატიტის, როგორც პროფილაქტიკური, ასევე კომპლექსური მკურნალობის დროს.
ხორბლის მარცვლის ჩანასახის ზეთი დაავადებათა წინააღმდეგ
ხორბლის ზეთის რეგულარული მიღება რეკომენდირებულია
იმუნიტეტის გასაძლიერებლად და ნაადრევი დაბერების საწინააღმდეგოდ.
ენდოკრინული დაავადებების დროს.
ცენტრალური ნერვული სისტემის და პერიფერიული ნერვული სისტემის დაავადებათა მკურნალობის დროს, აძლიერებს ორგანიზმის ამტანობას სტრესისადმი,გამოიყენება უძილობის დროს.
ზედმეტი წონის მკურნალობის კომპლექსურ პროგრამაში.
მძიმე დაავადებებისა და გადატანილი ოპერაციების შემდეგ რეაბილიტაციის პერიოში.
ქიმიოთერაპიის და სხივური თერაპიის შემდგომ რეაბილიტაციის პერიოდში.
ალკოჰოლის სისტემური მიღების შემთხვევაში, მწვავე ალკოჰოლური მოწამვლის დროს.
ორგანიზმის შლაკებისა და ტოქსინებისაგან გაწმენდის კომპლექსურ პროგრამაში.ასევე ხორბლის ზეთის რეგულარული მიღება მისცემს შვებას მათ
ვინც დაკავებული სპორტით და ფიტნესით, რადგან აძლიერებს კუნთოვან მასას და ფიზიკურ ამტანობას.
რეკომენდირებულია მათვის, ვინც ცხოვრობს ეკოლოგიურად არაჯანსაღ რეგიონებში.ვისი
პროფესიონალური შემოქმედება დაკავშირებულია ისეთ მავნე ფაქტორებთან, როგორიცაა ხმაური, ვიბრაცია, რადიაცია, ტოქსიური ნივთიერებების მოქმედება.
სამკურნალო–პროფილაქტიკური მიზნით ხორბლის ზეთის მიღება საჭიროა ჭამამდე 30 წუთით ადრე დღეში 2– ჯერ თითო ჩაის კოვზით.
ხორბლის ზეთის გარეგანი გამოყენება მიზანშეწონილია:
კანისა და თმის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად (ეს ზეთი კარგი მკვებავია მშრალი და დაბერებული კანისათვის).
ტრავმებისა და კანის დაავადებათა დროს, რადგან ხორბლის ზეთს აქვს ანთების საწინააღმდეგო თვისება, არის კარგი ჭრილობის შემხორცებელი, ხელს უწყობს დაზიანებული კანის ნაწილების აქტიურ გრანულაციას და ეპითელიზაციას.
ის წარმატებულად გამოიყენება ჭრილობების, დამწვრობების, ეგზემის, ნეიროდერმიტის, ფსორიაზის,აკნეს კომპლექსურ მკურნალობაში.
გადატანილი პლასტიკური ოპერაციების, ასევე მოშვებული კანის, რომელიც წარმოიქმნება წონის სწრაფი დაკლების, მშობიარობის შემდგომი სტრიების და ტონუსის დაკარგვის შემთხვევაში.
ამცირებს ტკივილს ართრიტების დროს.
იდეალურად კვებავს თვალის ირგვლივ კანს და ასწორებს ნაოჭებს.
გამომშრალი ტუჩებისათვის.
თმის გაყოფილი ბოლოების დროს რეკომენდირებულია ზეთის შეზელვა.გამოიყენება,როგორც აღმდგენი, დამატენიალებელი, კანის დამჭიმავი საშვალება.
ხელის გულისა და ტუჩის კუთხეების ნახეთქების დროს.
მიღების წესი
სამკურნალო–პროფილაქტიკური მიზნით ხორბლის ზეთი უნდა მიიღოთ 1 ჩაის კოვზი ორჯერ დღეში, 30 წუთით ადრე ჭამამდე (ოპტიმალური მიღების კურსი 1–2 თვე) ასევე შეიძლება ამ ზეთის დამატება სხვა და სხვა კულინარიულ საჭმელებში (სალათები, ფაფები, გარნირები) კულინარიული გამოყენების შემთხვევაში ხორბლის ზეთის თერმული დამუშავება არ შეიძლება (60 გრადუსზე ზემოთ), რადგან ამ დროს იკარგება ზეთის საკვები და ბიოლოგიური თვისებები.
კუჭის წყლულის და თორმეტგოჯა ნაწლავის პროფილაკტიკისათვის საჭიროა მივიღოთ უზმოზე 1 ჩაის კოვზი ერთხელ დღეში.
გასტრიტისა და კოლიტის პროფილაქტიკისათვის საჭიროა 1 ჩაის კოვზის მიღება ვახშმამდე 1 საათით ადრე.
5–15 წლამე ბავშვებმა, ფეხმძიმეებმა და მეძუძურმა დედებმა ხორბლის ზეთი უნდა მიიღონ 0,5 ჩაის კოვზი ორჯერ დღეში (კურსი 2 კვირა).
გახსნილი ჭრილობების და დამწვრობების შესახორცებლად საჭიროა ზეთი შევათბოთ 30 გრადუსამდე და ფრთხილად წავუსვათ დაზიანებულ კანს. (ან დავადოთ მარლის სახვევი, ზეთით გაჟღენთილი).
ართრიტების დროს ტკივილის შესამსუბუქებლად საჭიროა 40–50 გრადუსამდე შემთბარი ზეთით სახსრის მასაჟი.
Нет комментариев