თამამად შეიძლება ითქვას რომ ნოემბრის თვეში მომხდარი ეს ტრაედიები ყველაზე საშინელი დასასრულია წლისა. ეჰ ჩემო საქართველო როგორ მტკივა გული რომ ვერაფრით გშველი, გულზე ცეცხლი მეკიდება როცა მემის შენი შვილები როგორ სწირავენ ერთმანეთს, განა არსებობს ამაზე დიდი უბედურება რაც შეიძლება დაგვატყდეს თავს. უბედურება მართლაც დიდია მაგრამ უბედურებაზე დიდი უბედურება ისაა სკოლაში რომ გზავნი შვილს და რომ ელოდები შინ დაბრუნებული ცოდნას რომ მოიტანს და ამ დროს ცოდვით რომ გიბრუნდება სახლში ვერავინ იტყვის რომელი უფრო ცოდოა მშობელი რომელსაც შვილი მოუკლეს თუ ის ვისმა შვილმაც მოკლა. ღმერთმა მოგცეთ ძალა და გამძლეობა რათა გადაითანოთ ეს უდიდესი ტანჯვა. მკლავს ის ფაქტი არაფრით შემიძლია ვანუგეშო მათი მშობლები სიტყვების მოძებნა ისედაც გვიძნელდება ადამიანებს და ახლა მითუმეტეს, ვერ ვხვდები რა უნდა დავწერო ისეთი რითაც სულ მცირედ შვრბას მაინც ვაგრძნობინებ მათ ტკივილს, ან რომ დავწერო წაიკითხავენ თუუუ. ჩემთვის უცნობი ადამიანები ჩემთვის უცნიბი ოჯახებიდან მაგრამ ტკივილი ისეთი როგორც საკუთარი ნეტავ არსებობდეს წამალი რომელიც ჩემ საქართველოს ტკივილს შეუმსუბუქებს გადახსნილ ჭრილობებზე წამლად დაედება. ''ლოცვა'' ჰო უნდა ვილოცოთ. მხოლოდ ლოცვა გადაგვარჩენს განსაცდელის ჟამს ლოცვა თუ გვიხსნის. ღმერთს უნდა შევთხოვოთ წყალობა მოიღოს ჩვენზე. ღვთისმშობელო მოწყალეო მოხედე შენს წილხვედრ ქვეყანას და მოგვმადლე მშვიდობა და აგვარიდე ყოველი განსაცდელი. ღმერთმა მოათმენინოს ყოველ ოჯახს ეს ტკივილი. ღმერთს ებარებოდეთ ქართველებო
Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев