შემოდი, ზუსტად ახლა ვალაგებდი ცხოვრებას.
იყავი, არ წახვიდე, ხელს არ შემიშლი.
ეს... კისერზე? არაფერია, პატარა დაბრკოლებას წამოვკარი ფეხი და...
მოვიტეხე, მითხრეს მალე მოგირჩებაო, ჯერ პატარა ხარ და საშიში არააო.
მეტის ღირსი ვარ, სიარულისას წინ არასოდეს ვიხედები, არადა ჩვენთან ასე არავინ დადის...
მოდი, აი ამ პატარა გაუგებრობაზე ჩამოჯექი, მეც ახლავე მოვრჩები,
თაროზე შემოწყობილი რამოდენიმე დამტვერილი მოგონებაღა დამრჩა გასაწმენდი,
სკივრში ჩალაგებულ ფიქრებსაც გავამზეურებ და ეგაა..."
დრო მიდის, ტოვებს უჩუმრად ნაკვალევს,
შენს ლამაზ სიტყვებს მე დრო ვერ წამართმევს,
შენ დროის უდიდეს მეგობარს დაგარქმევ და
ამით ყოველთვის ყველასგან გაგარჩევ....
Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев