__რომელი ჩემი დაქალი ხარ, რომ გადამიშალე გული, ფულის მეტი რა გქონდათ ,,კომუნისტემის'' დროს, თუმცა მეზობელს კი არა დედმამშვილსაც არ ასესხებდი, ,,ოქროს საწმისს'' კი მთლიანად ,,აჩუქე''... დაგავიწყდა ხომ! რა წუწურაქიც ხარ.
__ არ მეგონა თუ ასე იყავი ჩემზე დაბოღმილი.
__ეგ კი არა და ხმასაც არავინ უნდა გცემდეს, იმის ღირსი ხარ შენ.
__რავა ისე მეჩხუბები თითქოს შენთვის ქმარი ან ფულიანი საყვარელი წამერთვას!
__საყვარელიო?.. ვის ჰყავს ქალო საყვარელი, თხუთმეტი წელია კაცთან ვცხოვრობ, საყვარელია?
__ერთი მე დავატოვებიე გურამის ცოლ-შვილი და მეორე შენ!
__რა ჩემი ბრალია თუ ერთმანეთს ვერ შეეწყვნენ...
__რას შეეწყობოდნენ შენს ხელში, მოაკუდიანე კაცი...
__ვის უბედავ შენ ამას!
__გიბედავ თუ არა ვარგიხარ ქალად...ერთხანს ინგულის ბონდოსაც აუბნიე თავგზა, მაგრამ იმ ქალმა როგორმე შეინარჩუნა ოჯახი, შენ კი უსარგებლო მჩვარივით მოგისროლეს. მერე გურამი გამოიჭირე ჩიტივით, სხვასთან რამდენიც გინდა იტრაბახე, ჩემთან ეს არ გაგივა...წადი, ახლა მომშორდი კიდევ არაფერი წამომცდეს...
ასე დალანძღეს მეძობლებმა ერთმანეთი, ამ წუთისოფლის სახეც ესაა: ზოგნი მტრობენ, ზოგნი მეგობრო-
ბენ, ცხოვრების მღვრიე მდინარე კი მიედინება თავის კალაპოტში, ხან მდორედ, ხანაც ადიდებული,
განრისხებული და წალეკვით ემუქრება ქვეყანას...გამჭრიახ გონების თვალს არ გაუჭირდება ბრუნდის და
მართალის გარჩევა, ვისაც ეს არ ძალუძს, თავად არის ბოროტების მოთავე...
მიუხედავად ზოგიერთების არაკეთილგანწყობისა, ინგული, ცარო და ლელა ერთმანეთს ჭირსა და
ლხინში გვერდიდან არ ცილდებიან, მათი მეგობრობა კიდევ უფრო განამტკიცა ცაროსთან სტუმრად
ჩამოსულმა ნათესავმა მარინემ, იგი ოცდათხუთმეტი წლისაა და ოჯახი ჯერ კიდევ არ შეუქმნია,
წერს ლექსებსა და მოთხრობებს, არის უკეთილშობილესი პიროვნება და რაც მთავარია ზედმიწევნით
განათლებული. მის საუბარს მონუსხულივით ისმენს ყველა, ცაროს ერთი სული აქვს რაც შეიძლება მალე
გააცნოს დაქალებს ეს საინტერესო სტუმარი...და აი, დადგა ეს ნანატრი დღეც...
მარინემ ცაროს დაქალებთან კონტაქტში შესვლა მათში რწმენის განმტკიცებითა და მართლმადიდებლო-
ბის უკეთ შესწავლის აუცილებლობით სცადა და არც შემცდარა, ისინი საინტერესო მსმენელები აღმოჩნდნენ.
__ ხშირად, ბევრ ადამიანს მოსვლია თავში ასეთი კითხვა: ,,რა არის სიკვდილი'', სიცოცხლის დასასრული
თუ პირიქით, კიდევ არის ისეთი რამ რისი მოაზრებაც ჩვენს ძალებს აღემატება...დიახ, არის და შედარები-
სათვის გეტყვით რომ: მიწაში ჩაფლული თესლი თუ არ მოკვდა, ისე ახალი არ აღმოცენდება. თუ წმიდა
წიგნით, ბიბლიით ვიმსჯელებთ, სიკვდილი სასჯელია, რომელიც შთამომავლობით გადმოგვეცა.
,,ამიტომ, როგორც ერთი ადამიანის მიერ ცოდვა შემოვიდა წუთისოფელში, ხოლო ცოდვის მიერ_ სიკვდი-
ლი,ასევე სიკვდილი გადავიდა ყველა ადამიანში,რადგან ყველამ შესცოდა''(რომ.5/12).
,,მიწა ხარ და მიწად მიიქცევი''__უთხრა ადამს ღმერთმა,მისადმი დაუმორჩილებლობის გამო.
მრავალი საუკუნის მანძილზე ადამიანების ცნობიერება ამ სიტყვების უფრო ღრმა ანალიზს ეძებდა, იგივემეორდება დღესაც. თუ ისევ ბიბლიით ვიმსჯელებთ, გვაქვს საუკუნო ნეტარების იმედი უფალ იესოში ,,ვინაიდან ერთია ღმერთი დაერთია ღმერთსა და კაცთა შორის შუამავალი__ ქრისტე იესო''(1ტიმ.2/5)
ჩვენ, მოკვდავთ ისღა დაგვრჩენია, ვადიდოთ უფალი, ვიყოთ შემწყნარებელნი,მომთმენნი,ლმობიერნი და
ვილოცოთ ერთად:,,შემიწყალე ღმერთო, შემიწყალე, რადგან შენ მოგენდო ჩემი სული და შენი ფრთების
ჩრდილქვეშ შევაფარებ თავს''(ფს.56.1).
__ გვეუბნებოდა ცარო, ძალიან საინტერესო მოსაუბრეაო და არც შემცდარა, უაღრესად ნიჭიერი ბრძანდებით.
__ ქება რა საჭიროა, ჩემთვის დიდი პატივია თუ თქვენი დაინტერესება შევძელი. სანამ წავალ რამდენიმე
მოთხრობას წაგიკითხავთ ჩემი შემოქმედებიდან...
Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев