Предыдущая публикация
““
ქალი უნდა მორჩილებდეს კაცს
და ბრძანებაშეუსრულოს მას,
ასე უთქვამთ ფილოსოფოსს ბევრს,
ქალის ყადრი არ იციან დღეს.
რატომ უნდა მორჩილებდნონ კაცებს?!
მორჩილება სიამაყეს მატებთ
და ჰგონიათ დგანან სხვებზე მაღლა,
არ უნდათ რომ დაიხედონ დაბლა.
სწორედ ქალი ბადებს ქვეყნად კაცებს,
და სამყაროს ის სიცოცხლეს მატებს.
სწორედ ქალი ბადებს ქვეყნად შვილებს
და სამშობლოს იგი უზრდის გმირებს.
ამბობენ ქალები ყველაფერს ჩივიან,
სუსტები არიან,ყოველთვის ყვირიან,
ჩივიან,ყვირიან, ქალებს დასცინიან
მაშინ კაცები რატომ ტირიან?!
დღეს ამ დროში ქალი უნდა იდგეს მყარად,
რომ თავისი უფლებებით ისარგებლოს მარად.
მოიხადოს მხოლოდ თავის ვალი
და თამამად აღიაროს
მე ვა ქალი!
Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 1