-----------------------------------------------------------------
რატომა რჩეობ უცხო ქვეყანას,
ამბობ, ცხოვრება ბევრად კარგია,
მაგრამ ის, დედა არ არის შენი,
დედინაცვალი შენ რას გარგია.
კი, გეთანხმები, ცხოვრების დონე,
ვიცი ჩვენსაზე, რომ არის კარგი,
მე ისიც ვიცი დედინაცვლისთვის,
გერი, რომ არის ყოველთვის „ბარგი“.
გარკვეულ დროით დარჩი, იცხოვრე,
ისწავლე, ნახე, მათი წესები,
მაგრამ ნუ გასცვლი სამშობლოს მასზე,
არ ამოძირკვო შენი ფესვები.
სიახლეებით თავბრუდახვეულს,
ყოველი კარგად მოგეჩვენება,
ეიფორია რომ გადაგივლის,
შენ იქ არავინ მოგეფერება...
როცა მოიწყენ და ნოსტალგია,
შენი ქვეყნისა მოგეძალება,
და მოგინდება საქართველოს ცა,
კიდევ იხილოს შენმა თვალებმა...
მაშ „იავნანა“ იღვიძებს შენში,
თუკი სიზმრებშიც სამშობლოს ხედავ,
„დედინაცვლიდან“ გამოიქეცი,
უთხარ, დავბრუნდი! შენი ვარ დედავ!.
ავტორი ანნა ზაკალაშვილი
07.05.2015.წ
Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев