იზრუნეთ იმისთვის, რომ შვილები ღვთის შიშში აღზარდოთ, შეაგონოთ მართლმადიდებლური სწავლება და კეთილგანმზრახველი მოძღვრებებით შემოზღუდოთ მართლმადიდებელი ეკლესიისთვის უცხო ცნებებისგან... საუკუნეებით დამტკიცებული გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ჯვრის ნიშანს დიდი ძალა აქვს ადამიანის ნებისმიერი მოქმედებისას, მთელი მისი ცხოვრების მანძილზე. ამიტომ აუცილებელია იზრუნოთ, რომ ბავშვებმა შეითვისონ პირჯვრის ხშირად გამოსახვის ჩვეულება, განსაკუთრებით – საჭმელ- სასმელის მიღების წინ, ძილად მისვლისას და ლოგინიდან ადგომისას, გამგზავრებისას, სადმე შესვლისას და გამოსვლისას, და რომ ბავშვებმა პირჯვარი გამოისახონ არა დაუდევრად ან მოდურად, არამედ ზუსტად, შუბლიდან მკერდამდე და ორივე მხარზე, ისე რომ
სიწმინდე და უბიწოება ფრიად დაიცავი და დაუკვირდი, რა შეეწევა მათ. პირველი: ნაკლები ჭამე და სვი, მარხვა შეიყვარე. მეორე: ნურასოდეს იქნები უქმად, ყოველთვის აკეთე რაიმე. მესამე: მუდმივად გახსოვდეს, რომ ღვთის წინაშე ხარ, ის ყველგან გხედავს და უყურებს შენს საქმეებს, სიტყვებსა და აზრებს. როგორ გაბედავ ღვთის წინაშე შესცოდო და თავი შეიბილწო? გაფრთხილდი, არა მხოლოდ საქმით, არამედ აზრითაც არ შესცოდო. დედ- მამის წინაშე ვერ ბედავ ცოდვის ჩადენას, უზენაესი ღმერთის წინაშე როგორღა შესცოდებ? მეოთხე: როგორც კი ცუდი აზრი მოვა, იმწამსვე განდევნე და ილოცე: უფალო იესო ქრისტე, შემეწიე მე ცოდვილს. მეხუთე: ხშირად ილოცე და შესთხოვე ქრისტეს: უფალო, მომანიჭე სიმდაბლე, უბიწოება და სხვა სათნოებები
წმ. იოანე კრონშტადტელი საუბარი წმიდა ლიტურგიის შესახებ ჩემო ძვირფასებო! ახლა მე თქვენ გიამბობთ საღმრთო ლიტურგიის შესახებ. მთელი მსოფლიოს ძვირფასეულობა რომ შეაგროვოთ და სასწორის ერთ მხარეს დააწყოთ, მეორე მხარეს კი ლიტურგია დადოთ, საღმრთო ლიტურგიის მხარე გადაწონის. ოღონდ ადამიანს, სანამ არ წაერთმევა ეს ბედნიერება, არ ესმის, რა განძის მფლობელი იყო. სამწუხაროდ, კაცი არ აფასებს არც მზეს, არც ჰაერს და არც სინათლეს. დადგება ბნელი, წაერთმევა ჰაერი და ვეღარაფრით შეძლებს სუნთქვას. მაშინღა შეიგნებს და მაშინღა დააფასებს ადამიანი იმას, რასაც ფლობდა და რაც დაკარგა. ის, ვისაც საშუალება აქვს დაესწროს საღმრთო ლიტურგიას – წირვაზე არ დადის, ვინც დადის – ისიც უყურადღებოდ დგას, გაფანტ
დედამიწა ბრძნულად მოწყობილი სახლია, რომელიც კაცთმოყვარე უფალმა ჩვენთვის შექმნა ღმერთი ბუნებაში წუთით წარმოვიდგინოთ, რომ დედამიწას ცის კამარაზე მოციმციმე რომელიმე ვარსკვლავიდან, ხელოვნური თანამგზავრიდან ან კოსმოსური ხომალდიდან დავყურებთ. ამ უკიდეგანო სივრცეში, უზარმაზარი, კაშკაშა ციური სხეულების ფონზე იგი პაწაწინა, უფერულ, თითქმის შეუმჩნეველ სფეროდ წარმოდგვიდგება. მაგრამ ყოვლისშემძლე შემოქმედმა როდი დაივიწყა სამყაროში ქვიშის მარცვალივით ჩაკარგული ჩვენი პლანეტა - სიბრძნითა და მამობრივი მზრუნველობით სწორედ აქ შექმნა მან სიცოცხლისათვის შესაფერისი გარემო, ადამიანის მოთხოვნილებებს მიუსადაგა და მის სამსახურში ჩააყენა მცენარეები, ცხოველები და ფრინველები. მანძილი, რომელიც
თანამედროვე მეცნიერება და ღვთის რწმენა უკანასკნელი ასწლეულის ერთ-ერთი უდიდესი მეცნიერი, 1918 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი ფიზიკის დარგში მაქს პლანკი ამბობს: „რელიგია და მეცნიერება სულაც არ გამორიცხავენ ერთმანეთს, როგორც ადრე ფიქრობდნენ და რისაც მრავალ ჩვენს თანამედროვეს ეშინია; პირიქით, ისინი ეთანხმებიან და ავსებენ ერთიმეორეს“. ამავე აზრს ადასტურებს ცნობილი ამერიკელი მეცნიერი, ნიუ-იორკის მეცნიერებათა აკადემიის ყოფილი თავმჯდომარე ა. კრეს მორისონი თავის ბრწყინვალე სტატიაში „შვიდი მიზეზი, რომლებიც ხსნის, თუ რატომ მწამს ღმერთი“. მცირედი შემოკლებით გთავაზობთ ამ წერილს. .: I :. მათემატიკური ანალიზი წარმოიდგინეთ, რომ ტომარაში ათი მონეტა გდია, ღირებულების მიხედვით
არსებობდა თუ არა ნოეს კიდობანი ათეისტები დიდხანს ამტკიცებდნენ, რომ მსოფლიო წარღვნა და ნოეს ისტორია მხოლოდ მითია, რომელსაც რეალობასთან არანაირი საერთო არა აქვს. ცოტა ხნის წინ გაიხსნა სამხედრო დაზვერვის საიდუმლო მასალები, სადაც მითითებულია, რომ 40-იან წლებში არარატზე გადაფრენილი თვითმფრინავის მფრინავმა მაღალ მთაში შეამჩნია ტბაში გაყინული უზარმაზარი ხომალდის ნამსხვრევები. რა ვიცით ნოეს კიდობანზე? ადამისა და ევას შთამომავლობა სწრაფად გამრავლდა. სეითის შვილები ღვთისმოსავნი და კეთილნი იყვნენ. ბიბლია მათ ღმერთის შვილებს უწოდებს, კაენის შვილები კი უწმინდურნი და ბოროტნი - ბიბლიის მიხედვით „ძენი კაცისანი“. კაენისა და სეითის ერთამენთში აღრეული შთამომავლები გარყვნილნი და უწმი
ვინც მიყვარს, მასთან სიამოვნებით ვსაუბრობ. დიდი ხნით საუბარიც კი მოკლედ მეჩვენება და შეუმჩნევლად გადის დრო. ლოცვაზე კი გაჭირვებით ვდგები, ძალდატანებით და მისი რამდენიმე წუთი წელიწადად მეჩვენება. სურვილი მიჩნდება სასწრაფოდ მივატოვო ის და ყოველდღიური საქმეების კეთებით დავკავდე. საბაბსაც ვეძებ, რომ ჩქარა დავამთავრო ლოცვა, ამიტომაც მე ვხედავ, რომ ღმერთი არ მიყვარს, წინააღმდეგ შემთხვევაში სურვილი მექნებოდა ყოველთვის მესაუბრა მასთან, მეფიქრა მასზე. ვინც მიყვარს, მასთან შეხვედრა მსურს. ტაძარში კი გულგრილად, უხალისოდ მივდივარ; ვერ ვგრძნობ ღვთის სახლში უფლის ყოფნას. ესე იგი მე ღმერთი არ მიყვარს, თვით ლოცვის დროსაც კი არ ვფიქრობ ღმერთზე, არამედ რაღაც განყენებულზე და ზოგჯერ,
აღსარებასთან დაკავშირებით არის კიდევ ერთი მხარე, რომელსაც აუცილებელია, გაესვას ხაზი. ზოგჯერ ფიგურირებს ასეთი აზრი, რა საჭიროა სასულიერო პირი, მასთან ცოდვების მონანიება, მის გარეშეც ხომ შეიძლება გაკეთდეს ეს. უფალს თავად მივმართავ ამისთვის და შუამავალი სულაც არ მჭირდება. თუ სინანულს განვიცდი, ვთხოვ ღმერთს ცოდვების, შეცდომების მოტევებას, განა იგი საკმარისი არ არის მისთვის. ასეთი მიდგომა არასწორია და მცდარი. ღვთისათვის თავისთავად სათნოა ჩვენი სინანული, მაგრამ იმისთვის რომ ამ სინანულმა საბოლოო შედეგი გამოიღოს, მოხდეს ჩვენთვის ცოდვების მიტევება, მათგან განწმენდა, აუცილებელია სასულიერო პირთან აღსარების დროსაც ითქვას ეს. სახარებაში ვკითხულობთ: მიმართა მაცხოვარმა მოციქულებ
ჩვენი არსებობის მიზანი ბევრს, სამწუხაროდ, არ ესმის, თუ რა არის ამქვეყნად ადამიანის მოვლინების უმთავრესი მიზანი, რა დანიშნულება აქვს მის არსებობას. როგორც წესი, ამ თემაზე იშვიათად ფიქრობენ, ისე არიან ამქვეყნიურ ორომტრიალში ჩართულნი, მიწიერი პრობლემებით დაკავებულნი, რომ რატომღაც არ სურთ სერიოზულად იმსჯელონ: მაინც რა აზრი აქვს ჩვენს ყოფას? როდესღაც, ცხოვრების რაღაც წუთებში ალბათ ყველას გაჰკრავს გულში ამაზე ფიქრი, მაგრამ ეს იმდენად იშვიათად ხდება, ეპიზოდურ ხასიათს ატარებს, რომ არც არის სათვალავში მისაღები. ასეთ მოკლე ხანში პასუხსაც ვერ იპოვნი და თან ვინ ინტერესდება გაიგოს, თუ რა შეხედულებები არსებობს ამ საკითხთან დაკავშირებით. რა დროს ეს არის! მისთვის თავის შეწუხება, რ
რაც დაიბადეთ,მას შემდეგ გევედრებით–მოდით ჩემთან.მინდა რომ გულში ჩაგიკრათ,მოგიალერსოთ,ტკივი ლები დაგიამოთ,ცრემლები მოგწმინდოთ ,სევდა და დარდი განგიქარვოთ,დაგამშვიდოთ,გაგ ახაროთ და გაგაბედნიეროთ.თქვენ კი ხელს მკრავთ,ახლოს არ მიკარებთ.არ გესმით ჩემი.ვერ მხედავთ და ვერ მგრძნობთ.მე კი სულ გელოდებით,ცრემლიანი თვალებით შემოგცქერით და გელოდებით,როდის მომაქცევთ მზერას,როდის მომისმენთ,როდის შემომიშვებთ გულში,როდის მიიღებთ ჩემს უსაზღვრო სიყვარულს. ეჰ,რომ იცოდეთ,რა ძლიერ მიყვარხართ.თქვენ არ იცით ეს რა არის,ადამიანებს ასეთი სიყვარული არ შეგიძლიათ.მხოლოდ მე მიყვარხართ ასე უსაზღვროდ,ასე არაადამიანურად.ჩემი სისხლი და ხორცი შემოვწირე ამ სიყვარულს,ყველაზე მეტად დავიმდაბლე თავი,ყველ
Показать ещё