ვინმესთან დამეკავშირებინა,
მინდოდა, ყოველ წუთს
თავისუფალი ვყოფილიყავი
შენთვის. სადღაც, სულის
სიღრმეში, ცნობიერების ბნელ
ხვეულებში ისევ ცოცხლობდა
ბავშვობის შორეული ოცნება–
იქნებ კვლავ მიგეხმე თუნდაც
ერთი საათით, და ამ
ერთადერთი საათისათვის
ზურგს ვაქცევდი ყველაფერს,
ოღონდ თავისუფალი
ვყოფილიყავი, რათა
მოვსულიყავი შენთან პირველი
დაძახებისთანავე...
...მთელი ჩემი ცხოვრება
მუდმივი ცდა იყო შენი, შენს
ძახილს უცდიდა მთელი ჩემი
არსება იმ მომენტიდან, როცა
ჩემში ქალმა გაიღვიძა და
ბავშვობა დამთავრდა...
...მგონია, სასიკვდილო
სარეცლიდან რომ გამოგეხმე,
მაინც ძალას მოვიკრებდი,
ავდგებოდი და შენთან
მოვიდოდი...
...ყველა მანებივრებდა, ყველა
კეთილი იყო ჩემდამი, მხოლოდ
შენ, მხოლოდ შენ დამივიწყე,
მხოლოდ შენ , მხოლოდ შენ
ერთმა ვერასოდეს შეძელი ჩემი
ცნობა.!


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев