567645956694

never 77

ერთხელ მაინც, მოითხოვე პატიება. გაიარე ეკლიანი ბილიკებით. ცხოვრება ხომ დრამაა და ხელოვნება. თავისივე ღიმილით და ტკივილებით. ერთხელ მაინც, მათხოვრულად გადაიცვი. და გაიგე, მისი სულის ტკივილები. სათნოება, სისხლის ნაცვლად გადაისხი. და სიყვარულს, დაუკრიფე გვირილები. რომ გაიგო, როგორია წამოდგომა. ჯერ დაეცი, მაგრამ სულით არასოდეს. როგორ მიყვარს, ფოთლიანი შემოდგომა. სიყვარულის, იმედის და ღმერთის გწამდეს. მე მიყვარხარ შენ სიცოცხლე, ჩემგან ცამდის. და ამისთვის მიზეზები არ მელევა. სიყვარული მაინც სხვაა, მისი გწამდეს. სიყვარულით, შშხამიც აფლად დამელევა. ცხოვრებაში, ერთხელ მაინც უნდა შეცდე. ერთხელ მაინც, უნდა შეძლო აღმავლენა. რომ, ცხოვრება ისწავლო და დააფასო, რომ, უფრთოთაც შეძლო ზეცის გადაფრენა.
Показать ещё