დრო მიდის, არ თქვა არასდროს "არა",
არ უნდა ამ ნათქვამს ამდენი დავა.
დრო მიდის, მიცურავს და კვლავაც წავა,
დროც არის უკვე , რომ თავად თქვას კმარა!!!
დრო მიდის, მიცურავს. წყდება წამებიც,
სისხლისფრად ივსება ცივი თვალებიც.
ცხოვრება არის მრავალი დრამის და
ირონიის მიერ შექმნილი ფანდები.
რომელი საათია???-ვგონებ ვიძირები...
დროის მორევში, რომელიც უკვდავია.
ზოგჯერ წინ გადადგმული ნაბიჯი,
უკნიდან ნათავაზები წიხლის შედეგია.
დრო მიდის, მიფრინავს...
არ გვიცდის და მიცურავს.
ვიღაც იბადება, ვიღაც ბერდება,
და ბევრიც უსასრულობითაც კი კვდება.
საათის წიკწიკის ხმა მესმის ყურში,
მთელი სამყარო მეტევა მუჭში,
დრო მიდის, საათს კვლავაც აკლდება წუთები,
სული კი... სუნთქვა მეკვრის და მგონი ვიხუთები.
Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев