565246829168

У Д

Leqsebi
mao.o.maia.zvii

mao o

...უფალო... ____________ მიჩვენე უფალო გზა შენსკენ სავალი ბრმადა ვარ ქცეული, ტვირთი მაქვს სატარი.... სიყვარულს ვემონე და აქაც დავეცი იღბალი ვეძებო?--- იღბალი სად არის. უფალო - მე შენთვის მრავალი თხოვნა მაქვს, მაგრამ უფლება განა კი მეძლევა, ამქვეყნად სიყვარულს ვედექი დარაჯად, მაგრამ ეს ღირსებაც ნელნელა მელევა. გამიღე უფალო კარი და მივხვდები, მივხვდები, რომ მეტი მჭირდება სიმდაბლე, რამდენჯერ გავექეც უღირსი ცოდვებს და... რამდენჯერ დავეცი, ვიგრძენი სიყალბე. მიჩვენე უფალო გზა შენსკენ სავალი იქნები დასრულდეს ჩემს გულში ავდარი... სიყვარულს ვემონე და არვინ ვყოფილვარ, დავდივარ ვით გვამი, - სხეული სად არის?!... სულ ყველა ღირსება წამართვა მზაკვარმა, ვეღარ ვგრძნობ უფალო თუ მქვია მე ქალი გამიღე უფალ
550496103316

marina xuchua

საოცრად გვიანი წუთები, ცრემლებად ნადენი გრძნობებით დავმალე, ქალი ვარ, ვერ ვძლიე სისუსტეს, წარსულის დღეები გაშლილი მოლბერტით, მარცვლებად დუდუნი ტკივილებს მიყუჩებს. მოხვედი, ნაკლული ვიგრძენი ნიავი, არ იყო ჩვეული ჩურჩულით ალერსი, დაისი, საღამო საოცრად გვიანი შემომრჩა ჩამავალ მზესავით თვალებში. მარინა ხუჭუა 25 08 2016
550496103316

marina xuchua

რაც ჯერ ვერ გითხარ.... ჩემო სამშობლოვ, ის იწამე რაც ჯერ ვერ გითხარ, ფუნჯზე რაც დამრჩა საღებავი რაც ვერ დაგხატე, ვერ შემოგწირე შესაწირი, სიდიდით, ვით ხარ, ვერ დაგიფარე , რით გიწოდო ჩემი სახატე. ჩემში უთქმელი მეტია და ასე გიწამე, რამეთუ, სიტყვით მოქარგულით, ვერა გიწამლე, გულს გამიგრილებს სალოცავი შენი მიწა მე, ეს უთქმელობის სიყვარულიც შენით ვიწამე. ჩემო სამშობლოვ, ის იწამე, რაც ჯერ ვერ გითხარ, ამ ჭრილობებით გულს ნაჭდევი ნაიარევით, მწირი არს სიტყვა შესამკობად რაოდენ მიხარ და ამიტომაც ჯერ უთქმელით დავიარები, მარინა ხუჭუა 12 07 2016
Показать ещё