============================
ქოლგის ქვეშ კოცნას სხვა გემო აქვს ჩემო მომენდე,
სიყვარულით ხარ გადამთვრალი ბოლო დონემდე...
წარმოიდგინე ციდან ცრემლის წვეთები ცვივა,
შენ კი მეკრობი, მეხუტები ძალიან გცივა.
უკეთეს რამეს ვერც ვინატრებ მინდა გაწვიმდეს,
მერე გრძნობების ალიონზე ქარი აწივლდეს,
ძლიერი სეტყვა წამოვიდეს ციდან კოხებით,
მე კი ჩემ გულში შეგიფარებ თბილი ოცნებით!
სხვა არაფერი მაბადია ამ ქვეყნად ტკბილო,
ერთი გული მაქვს და ცოტ-ცოტა მინდა გავიყოთ...
თოვლად წამოსვლაც, რომ დამჭირდეს გჯეროდეს თბილო!
მე მაინც მოვალ, რომ გულის ხმის ძალა გავიგოთ...
ქოლგის ქვეშ კოცნას სხვა გემო აქვს ჩემო მომენდე,
რომ აღარ ფიქრობ, ეს როდიდან ან და როდემდე...
სიყვარულისთვის მოვევლინე ამ ქვეყნად მჯერა,
და სიყვარულით დავასრულებ ლექსსაც ამჯერად!
/დ. ფხაკაძე/
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев