(განმარტება
რომაულ კათოლიკური ერესის შესახებ)
---------------------
ღმერთი-სიტყვის განკაცების დოგმატს უაღრესად
მჭიდროდ უკავშირდება ორი დოგმატი ღვთისმშობლის
შესახებ, ესენია: ღვთისმშობლის მარადისქალწულობა
და
მისი ღვთისმშობლად სახელდება.
--
ისინი უშუალოდ გამომდინარეობენ უფლის ჰიპოსტასური
ერთიანობის დოგმატის, უფრო ზუსტად საღვთო
ჰიპოსტასის განხორციელების დოგმატიდან.
--
ღვთისმშობლის მარადისქალწულობა
--
უფალ იესო ქრისტეს ქალწულისაგან დაბადებას
ჩინებულად და პირდაპირ ადასტურებს ორი მახარებელი:
მათე და ლუკა. ეს დოგმატი შეტანილია პირველი
მსოფლიო კრების სარწმუნოების სიმბოლოში, სადაც
ვკითხულობთ: „ჩვენთგს, კაცთათჳს და ჩუენისა
ცხოვრებისათჳს გარდამოხდა ზეცით და ხორცნი შეისხნა
სულიწმიდისაგან და მარიამისაგან ქალწულისაგან
განკაცნა“. ღვთისმშობლის მარადისქალწულობა
სახარებაში მოყვანილი მისივე სიტყვებით მტკიცდება,
მათში ჩანს, რომ მარიამს შეგნებული აქვს საკუთარი
რჩეულობის განუზომელი სიდიადე და სიმაღლე:
„ადიდებს სული ჩემი უფალსა... რამეთუ აჰა ესერა
ამიერითგან მნატრიდნენ მე ყოველნი ნათესავნი,
რამეთუ ყო ჩემ თანა დიდებული ძლიერმან“ (ლკ.
1,46-49). ყოვლადწმიდა ქალწული გულსა და გონებაში
იმარხავდა გაბრიელ მთავარანგელოზის მოკითხვასა თუ
მართალი ელისაბედის მონახულებისას მის შთაგონებულ
ნათქვამს: „და ვინაჲ ჩემდა ესე, რაჲთა მოვიდეს დედაჲ
უფლისა ჩემისაჲ ჩემდა“ (ლკ. 1,43); ახსოვდა ტაძარში
მისვლისას მოსმენილი მართალი სვიმეონის სიტყვები
ყრმა იესოსადმი და იმავდროულად მართალი ანას
წინასწარმეტყველება. მახარებლი გადმოგვცემს
ბეთლემის მწყემსთა მონათხრობს მათთვის ანგელოზის
ნათქვამისა და ანგელოზთა დიდებისმეტყველების
შესახებ, თანაც დასძენს: „ხოლო მარიამს დაემარხნეს
სიტყუანი ესე და დაედვა გულსა შინა თვსსა“ (ლკ. 2,19).
იგივე მახარებელი მოგვითხრობს დედაღვითსას
საუბარზე თორმეტი წლის ყმაწვილ იესოსთან, პასექის
დღესასწაულზე, იერუსალიმში ყოფნის შემდგომ დ
დასძენს: „ხოლო დედასა მისსა დაემარხნეს ყოველნი
ესე სიტყუანი გულსა თვსსა“ (ლკ. 2,51). მახარებლები
აგრეთვე გვამცნობენ, თუ როგორ ესმოდა მარიამის ამა
სოფლად მსახურების სიდიადე მის ქმრად წოდებულ
მართალ იოსებს, რომლის ქმედებანიც არაერთხელ
წარმართა ანგელოზმა.
--
ერეტიკოსნი და მკრეხელნი უარს აცხადებენ, აღიარონ
ღვთისმშობლის მარადისქალწულობა იმ მოტივით, რომ
სახარებაში ნახსენებია იესოს „ძმები და დები“. ამას
თუნდაც სახარებიდან შემდეგი მონაცემების
ურთიერთშეჯერება განაქარწყლებს:
'--
ა. მახარებლები ასახელებენ ოთხ „ძმას“: იაკობს, ოსიას,
სიმონსა და იუდას, აგრეთვე, სულ მცირე, სამ „დას“,
როგორც შემდეგი სიტყვებიდან დასტურდება: „დანი
მისნი არა ყოველნი ჩუენ შორის არიანა?“ (მთ 13,56);
--
ბ. თორმეტი წლის ყმაწვილი იესოს იერუსალიმში
მოგზაურობის შესახებ ნაამბობში მახარებლები
ახსენებენ „ნათესავთა და მეცნიერთა“, რომელთა
შორისაც ეძებდნენ მას. აქვე ვიგებთ, რომ მარიამი დ
იოსები შორეული გალილეადან ყოველწლიურად
დადიოდნენ იერუსალიმში, რაც გვაფიქრებინებს, რომ
მარიამს სხვა, უმცროსი შვილები არ ჰყავდა. ასე განვლო
უფლის დედამიწაზე ცხოვრების პირველმა თორმეტმა
წელიწადმა;
--
გ. და აღნიშნული მოგზაურობიდან ოცი წლის შემდეგ
უფლის ჯვარცმასთან მდგომი მარიამი მარტო აღმოჩნდა.
ძე ღმერთმა დედა იოანე ღვთისმეტყველს ჩააბარა. „და
მიერითგან წარიყვანა იგი მოწაფემან მან თჳსთა
თანა“ (ინ. 19,27). ცხადია, და ასეც ესმოდათ ძველ
ქრისტიანებს, რომ მახარებლები გადმოგვცემენ იესო
ქრისტეს „ნახევარ“ და-ძმებზე ან ბიძაშვილებზე.
--
ყოვლადწმიდა ქალწული მარიამი ღვთისმშობელია
--'
ყოვლადწმიდა ქალწულ მარიამის ღვთისმშობლად
სახელდება უაღრესად მჭიდროდ უკაკშირდება ძე
ღვთისას განკაცების დოგმატს. ამ წოდებით ეკლესია
ადასტურებს, რომ სწამს ღმერთი-სიტყვის ჭეშმარიტი და
არა მოჩვენებიოი განკაცება. აღიარებს, რომ უფალ იესო
ქრისტეში ღმერთი შეუერთღა ადამიანს ქალწულ
მარიამის წიაღში მისი ჩასახვისთანავე, მიიჩნევს, რომ
იესო ქრისტე სრული ადამიანი და სრული ღმერთია.
--
გარდა ამისა, ქალწულ მარიამის განსადიდებლად და
საქებრად ყველაზე მეტად შესაფერისია მისი
ღვთისმშობლად სახელდება.
--
სახელი „ღვთისმშობელი“ უშუალოდ წმიდა წერილიდან
წარმოდგება. პავლე მოციქული წერს: „ხოლო ოდეს
მოიწია აღსასრული ჟამთაჲ, მოავლინა ღმერთმან ძე
თჳსი, შობილი დედაკაცისაგან“ (გალ. 4,4), ანუ გვაუწყებს
ჭეშმარიტებას, რომ დედაკაცმა შვა ძე ღვთისა. „ღმერთი
გამოჩნდა ხორცითა“ (I ტიმ. 4,16), სხვაგვარად -
ღმერთმა-
სიტყვამ ხორცი ყოვლადწმიდა ქალწულ მარიამისაგან
შეისხა.
--
ხარების შემდგომ ქალწული მარიამი შეხვდა მართალ
ელისაბედს, რომელიც „აღივსო სულითა წმიდითა... და
ჴმა-ყო ჴმითა დიდითა და თქუა: კურთხეულ ხარ შენ
დედათა შორის და კურთხეულ არს ნაყოფი მუცლისა
შენისაჲ! და ვინაჲ ჩემდა ესე, რაჲთა მოვიდეს დედაჲ
უფლისა ჩემისაჲ ჩემდა?... და ნეტარ არს, რომელსა
ჰრწმენეს, რამეთუ იყოს აღსრულებაჲ თქმულთაჲ მათ
მისა მიმართ უფლისა მიერ“ (ლკ. 1,41-43,45). ამრიგად,
სულიწმიდით აღვსილი ელისაბედი მარიამს ზეციური
უფალი ღმერთის დედად მოიხსენიებს. ელისაბედი რომ
უფალში ზეციურ ღმერთს გულისხმობს, შემდეგი
სიტყვებიდან დასტურდება: „ჰრწმენეს... თქმულთაჲ მათ
მისა მიმართ უფლისა მიერ“ (ლკ. 1,45).
--
ქალწულისაგან ღმერთის შობის შესახებ ძველი აღთქმის
წმიდა წერილიც იუწყება:
--
იეზეკიელ წინასწარმეტყველი მოგვითხრობს თავის
ხილვას: „და თქუა ჩემდამო უფალმან: ბჭე ესე დაჴშულ
იყოს, არა განეღოს და არცა ერთი ვინ არა განვიდეს მის
მიერ, რამეთუ უფალი ღმერთი ისრაილისა შევდეს მის
მიერ და იყოს დაჴშულ“ (იეზ. 44,2).
--
ესაია წინასწარმეტყველი გვაუწყებს: „აჰა ქალწული
მიუდგეს და შვეს ძე, უწოდიან სახელი მისი ემმანუელ,
რომელ არს თარგმანებით: ჩუენ თანა ღმერთი... რამეთუ
ყრმა იშვა ჩუენდა ძე, და მოგუეცა ჩუენ, რომლისა
მთავრობაჲ იქმნა მჴარსა ზედა მისსა და ჰრქვან სახელი
მისი - დიდისა განზრახვისა ანგელოზი, საკვირველი
თანაგანმზრახი, ღმერთი ძლიერი, ჴელმწიფე, მთავარი
მშვიდობისა, მამა მერმეთა საუკუნოსა“ (მთ. 1,23; ეს.
7,14;
9,6).
--
ქრისტეს ეკლესიის პირველ საუკუნეებში ქალწულ
მარიამისაგან ღმერთი-სიტყკის განხორციელებისა და
შობის ჭეშმარიტება ქრისტიანული კათოლიკე
სარწმუნოების ქვაკუთხედი გახდა. ამიტომ ამბობენ
მოციქულთა მოწაფენი: „ღმერთი ჩვენი იესო ქრისტე
მარიამის წიაღში იყო“: „ღმერთმა ხორცი ქალწულ
მარიამისაგან მიიღო“ (წმ. ეგნატე ღმერთშემოსილი,
ირინეოს ლიონელი). ამავე აზრს ავითარებენ წმ.
დიონისე ალექსანდრიელი და ალექსანდრე
ალექსანდრიელი (III-IV სს.); ხოლო IV საუკუნის მამანი:
წმ. ათანასე დიდი, ღირსი ეფრემ ასური, წმ. კირილე
იერუსალიმელი, წმ. გრიგოლ ნოსელი ყოვლადწმიდა
ქალწულს ღვთისმშობლად მოისხენიებენ.
--
V საუკუნეში III მსოფლიო კრებაზე ეკლესიამ საზეიმოდ
გამოაცხადა ყოვლადწმიდა ქალწული ღვთისმშობლად.
ამასთან ნესტორის ერესთან დაკავშირებით მიიღო და
დაადასტურა წმ. კირილე ალექსანდრიელის შემდეგი
სიტყვები:
--
„ვინც არ აღიარებს, რომ ემანუილი არის ჭეშმარიტი
ღმერთი და ყოვლადწმიდა ქალწული - ღვთისმშობელი,
რადგანაც მან ხორციელად შვა განხორციელებული
სიტყვა ღვთისა - შეჩვენებულ იქნას!“
--
ნეტარი თეოდორიტე, რომელსაც ნესტორთან
თავდაპირველად მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა,
შემდგომში გმობდა მის ერეტიკულ ახირებას და წერდა:
„ნესტორის მიერ სიახლეთა შემოტანის პირველი
საფეხური იყო აზრი, თითქოს წმიდა ქალწული,
რომლისგანაც მიიღო ხორცი და იშვა ხორციელად
ღმერთი-სიტყვა, არ უნდა ვაღიაროთ ღვთისმშობლად,
არამედ ქრისტესმშობლად. ეს მაშინ, როცა ჭეშმარიტი
სარწმუნოების ძველი და ძველთაძველი მაუწყებლები
ასწავლიდნენ: სამოციქულო გადმოცემის თანახმად დედა
ღვთისა ღვთისმშობლად მოიხსენიონ და აღიარონ“.
--
რომის ეკლესიის მიერ ღვთისმშობლის უბიწოდ
ჩასახვისა და ხორციელად ამაღლების დოგმატთა
აღიარების შესახებ
--
უბიწოდ ჩასახვის დოგმატი აღიარა პაპმა პიუს IX 1854
წელს გამოცემულ ბულაში. დოგმატის განმარტებით,
ყოვლადწმიდა ქალწული მარიამი ჩასახვისთანავე
განიწმინდა პირველმშობელთა ცოდვისაგან. დოგმატი
პირდაპირი შედეგია პირველქმნილ ცოდვაზე რომის
სწავლებისა, რომლის მიხედვით, პირველმშობელთა
ცოდვის შედეგად კაცობრიობას წაერთვა
მადლმოსილების ზებუნებრივი ნიჭი. მაგრამ აქვე
ჩნდებოდა საღვთისმეტყველო ხასიათის კითხვა: თუ
მთელმა კაცობრიობამ დაკარგა მადლმოსილება, მაშინ
როგორღა გავიგოთ მთავარანგელოზ-მახარებლის
სიტყვები მარიამისადმი: „გიხაროდენ, მიმადლებულო!
უფალი შენთანა, კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის...
ჰპოვე მადლი წინაშე ღმრთისა“ (ლკ. 1,28,30). მაშინ
იძულებულნი გახდნენ, განემარტათ, რომ ყოვლადწმიდა
ქალწული მარიამი „მადლმოსილების დაკარგვის“
საერთო კანონიდან გამონაკლისს წარმოადგენდა და
ადამის ცოდვის დანაშაული მასზე არ გავრცელებულა; და
რადგანაც იგი დაბადებიდანვე უბიწოდ ცხოვრობდა,
მაშასადამე, მან, როგორც გამონაკლისმა, ზებუნებრივი
ნიჭი, სიწმიდის მადლი დაბადებამდე, უფრო ზუსტად
ჩასახვისთანავე მიიღო. ასე დაასკვნეს ლათინმა
ღვთისმეტყველებმა და ამ გამონაკლისს ღვთისმშობლის
„პრივილეგია“ დაარქვეს.
--
აღსანიშნავია, რომ ამ დოგმატის აღიარებას დასავლეთში
წინ უძღოდა საღვთისძეტყველო ბრძოლის ხანგრძლივი
პერიოდი, რომელიც დაიწყო XII საუკუნიდან (სწავლების
გაჩენიდან) და გაგრძელდა XVII საუკუნემდე, როცა
იეზუიტებმა ის რომაულ-კათოლიკურ სამყაროში
გაავრცელეს.
--
„საიუბილეო“, 1950 წელს, რომის პაპმა პიუს XII-მ
საზეიმოდ გამოაცხადა მეორე დოგმატი - ღვთისმშობლის
ხორციელად ზეცად ამაღლების ძესახებ. დოგმატური
თვალსაზრისით იგი რომაულ ღვთისმეტყველებამი
მიღებულ უბიწოდ ჩასახვის დოგმატს ეფუძნება და
პირველქმნილ ცოდვაზე რომაული სწავლებიდან
გამომდინარე ლოგიკურ დასკვნას წარმოადგენს. ამ
დოგმატის მიხედვით, ღვთისმშობელს, როგორც
პირველქმნილი ცოდვის საერთო კანონიდან
გამონაკლისს, ჩასახვისთანავე მიეცა ზებუნებრივი
ნიჭები,
რომლებიც ცოდვით დაცემამდე ჰქონდათ
პირველმშობლებს: სიმართლე და უკვდავება. ასე რომ,
ღვთისმშობელი არ უნდა დაქვემდებარებოდა სხეულით
სიკვდილის კანონს. და, თუ იგი მაინც აღსრულდა,
რომაელ ღვთისმეტყველთა მსჯელობით, მხოლოდ
იმიტომ, რომ მან თავისი ძის მსგავსად, სიკვდილი
კეთილნებობით მიიღო. მაგრამ სიკვდილმა მასზე ვერ
იბატონა.
--
ორივე დოგმატის გამოცხადება „დოგმატთა
განვითარების“ რომაული თეორიის შესაბამისად მოხდა.
მართლმადიდებელი ეკლესია არ იღებს პირველქმნილ
ცოდვაზე ლათინთა მსჯელობის სისტემას: იგი აღიარებს
პიროვნულად სრულად უბიწო და სრულად წმიდა
ღვთისმშობელს, - რომელიც უფალმა იესო ქრისტემ
თავისი შობით ღირს-ქმნა, ყოფილიყო ქერუბიმებზე
უპატიოსნესი და უზაესთაეს სერაბიმებზე აღმატებული.
ამასთან, მართლმადიდებელი ეკლესია უსაფუძვლოდ
მიიჩნევდა და მიიჩნევს რომაული კათოლიციზმის
განმარტებებით დადგენილი უბიწოდ ჩასახვის დოგმატის
მიღებას. მაგრამ პატივს მიაგებს ღვთისმშობლის
ჩასახვას, ისე როგორც პატიოსანი წინასწარმეტყველისა
და ნათლისმცემელისა - იოანესი. ერთი მხრივ, ვხედავთ,
რომ ღმერთს ცოდვით დაცემის შემდგომაც არ
წაურთმევია კაცობრიობისათვის მადლმოსილი ნიჭები,
როგორც ამას 50-ე და 70-ე ფსალმუნები გადმოგვცემენ:
„სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან... სულითა
მთავრობისაჲთა დამამტკიცე მე“ (ფს. 50,13,14); „შენდამი
განვმტკიცენ საშოჲთგან, დედის მუცლით ჩემითგან შენ
ხარ ძე ჩემი მფარველი, შენდამი არს გალობაჲ ჩემი
მარადის“ (ფს. 70,6). მეორე მხრივ, წმიდა წერილის
სწავლების თანახმად, ადამში მთელმა კაცობრიობამ
იგემა აკრძალული ნაყოფი: მისი სახით „ყოველთა
შესცოდეს“ (რომ. 5,12). მხოლოდ ღმერთკაც ქრისტეთი
იწყება ახალი კაცობრიობა, მან გაათავისუფლა ადამიანი
ადამის ცოდვისაგან. ამიტომ ეწოდა მას „პირმშო
მრავალთა შორის ძმათა“ (რომ. 8,29), ანუ კაცთა
მოდგმაში პირველი, ახალი ადამი. „ყოვლადწმიდა
ღვთისმშობელი დაიბადა, როგორც ყველა, ადამის
ცოდვის თანაზიარად და კაცთა მოდგმასთან ერთად
გაინაწილა გამოსყიდვის აუცილებლობა“4.
მთავარანგელოზის ხარებამდე ქალწულ მარიამის უბიწო,
წმიდა ცხოვრება და პირადი უცოდველობა იყო ნაყოფი
მისი სულიერი შრომისა და მასზე უხვად გარდამოსული
მადლისა: „ჰპოვე მადლი წინაშე ღმრთისა“ (ლკ. 1,30) -
ეუბნება მას მთავარანგელოზი მოკითხვისას („ჰპოვე“ -
ანუ მიაღწიე, მოიპოვე, დაიმსახურე). ყოვლადწმიდა
ქალწული მარიამი კაცობრიობის საუკეთესო ნაწილმა
განამზადა, როგორც ღირსეული ჭურჭელი ღმერთი-
სიტყვის დედამიწაზე მოსასვლელად. სულიწმიდის
გარდამოსვლამ („სული წმიდაჲ მოვიღეს შენ ზედა“ - ლკ.
1,35) სრულად განწმინდა ქალწულ მარიამის წიაღი
ღმერთ-სიტყვის მისაღებად.
--
უნდა ვაღიაროთ, რომ თავად წინასწარი „პრივილეგიის“
პრინციპი როგორღაც არ ეთანადება ქრისტიანული
აზროვნების წესს, რადგან „არა არს თუალთღებაჲ
ღმრთისა თანა“ (რომ. 2,11).
--
რაც შეეხება ღვთისმშობლის დასაფლავების შემდგომ
მისი სხეულებრივად ამაღლების შესახებ გადმოცემას,
მისდამი რწმენა არსებობს მართლმადიდებელ
ეკლესიაში და გამოხატულია ღვთისმშობლის მიძინების
სადღესასწაულო მსახურებაში. აგრეთვე, აღმოსავლეთის
პატრიარქთა 1672 წლის იერუსალიმის კრების
აღსარებაში. ღირსი იოანე დამასკელი მიძინების
შესახებ
მე-2 სიტყვაში მოგვითხრობს, რომ როდესაც
იმპერატორმა დედოფალმა პულხერიამ (V ს.) ააგო
ტაძარი კონსტანტინოპოლში, სთხოვა იერუსალიმის
პატრიარქს, ქალკედონის კრების მონაწილე იუბენალს,
მისთვის ებოძებინა ყოვლადწმიდა ქალწულ მარიამის
ნაწილები ტაძარში დასაბრძანებლად. მაგრამ იუბენალმა
უპასუხა, რომ ძველი გადმოცემით ღვთისმშობელი
მარიამის სხეული აყვანილ იქნა ზეცად და თან დაურთო
ცნობილი ამბავი, თუ როგორ სასწაულებრივად
შეიკრიბნენ მოციქულები ღვთისმშობლის დაკრძალვაზე;
როგორ გაიხსნა საფლავი თომა მოციქულის მოსვლის
შემდგომ და მასში სხეული არ აღმოჩნდა; და როგორ
დაადგინეს მოციქულებმა, რომ მისი სხეული ზეცად
ამაღლდა. საეკლესიო წერილობითი მოწმობანი
მოცემულ
საკითხზე, შედარებით გვიანი დროით თარიღდება (არა
უადრეს VI ს.) და მართლმადიდებელი ეკლესია მათდამი
მთელი თავისი პატივისცემის მიუხედავად დოგმატური
ხასიათის წყაროდ არ მიიჩნევს. ეკლესიამ მიიღო
გადმოცემა ღვთისმშობლის ხორციელი ამაღლების
შესახებ, მაგრამ არ მიაკუთვნა და არც აკუთვნებს ამ
კეთილწესიერ გადმოცემას ქრისტიანული სარწმუნოების
ძირითად ჭეშმარიტებებს - დოგმატებს.
-------------------
პროტოპრესვიტერი მიქაელ პომაზანსკი - დოგმატური
ღვთისმეტყველება
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев