Предыдущая публикация
არჩევნები მოსულა
აბა ვნახოთ ამ სპეკლტაკლში
რა სცენები დადგმულა.
ამ ერთადერთ თეატრში
მარტო ერთი დადგმაა,
მსახიობი თუ იცვლება,
ეს მართლაც პარადოგმაა.
მათ ყოველთვის დებიუტი აქვთ,
ყოველ ჯერზე პირველი,
ჟანრი - მუდამ კომედია,
ხალხს სადღა აქვს ნერვები.
ამდელ სიცილ-ხარხარში
უკვე წლები გასულა,
საქართველოს უღალატა
ბევრი ქალის ასულმა.
ჩამოწია მძიმე ხმალი
ქართლის დედამ დაღლილად,
თვალს გვახვევენ იმ ნაჭერს
მას რომ ჰქონდა მანდილად.
ნარიყალა რა ხანია
უცხო ხალხის ფეხქვეშ წვება.
ვინმეს ხელი გვირევია?
ციხე ხომ შიგნიდან ტყდება.
Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев