უკვე რამდენი წელია,
აღარ გვყავს ჟენო ბებია ,
რომ მასთან ერთად ჩაის სმა,
სამოვრით მოგვნატრებია.
მისი ცხოვრების გზა იყო,
ძალიან რთული და ძნელი,
როცა დაკარგა მან დედა,
ერთადერთი ძმა და დები.
რომ გაიზარდა დაქალდა,
ხელს უმართავდა ბიძაშვილს,
ჯერ იმის შვილებს ასწავლა,
მერე უზრდიდა გივის შვილს.
ყველას ჟენიამ დაარქვა,
შესაფერისი სახელი,
სუყველა ისეთ ნიჭს აფრქვევს,
რომ მე არავარ მნახველი.
მიშა ნინო და გიორგი,
ფარმაცევტები არიან,
ერთმანეთს გვერდში უდგანან,
ერთ სამსახურში დადიან.
ვასილი გიჟ-პოეტაა,
და ყველა საკითხს ეხება,
ისეთ ლექსებს წერს ხანდახან,
სულ რომ არააქვს შეხება.
შენ იყავ ძვირფასი ქალი ,
ჩვენო ჟენია ბებია,
ყოველ წელს სიზმრებში გხედავ,
ეს არის ჩემი ბედია.
14/04/2021 წელი ვ.მოსიძე
Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев