კვერცხი
4
მარგარინი
250 გ
შაქარი
1 3/4 ჭ
არაჟანი
1/2 ჭ
სოდა
1 ჩ.კ
ფქვილი
2.5-3 ჭ
გულსართისთვის
ატამი
1.5 კგ
შაქარი
2/3 ჭ
წყალი
1/2 ჭ
სიმინდის სახამებელი
1 ს.კ თავმობმული
კარამელი
ქოქოსის ფანტელი
ტაბულა
ატამი გავფცქვნათ, დავჭრათ, დავაყაროთ შაქარი და მოვშუშოთ ცეცხლზე. როცა დარბილდება, დავასხათ ცივ წყალში გახსნილი სახამებელი და ერთხელ წამოვადუღოთ.
კვერცხის ცილა კარგად გავთქვიფოთ. ცალკე გავთქვიფოთ შაქარი და დარბილებული მარგარინი, დავუმატოთ კვერცხის გულები, სოდაარეული არაჟანი, ვანილი, ფქვილი და ბოლოს ფრთხილად შევურიოთ გათქვეფილი ცილა. ფორმას წავუსვათ ცხიმი ან გამოვიყენოთ ტეფლონის ზედაპირიანი ფორმა, რომ არ მიიკროს. ფორმაში მოვათავსოთ ატამი, შემდეგ ცომი და გამოვაცხოთ საშუალოდ გახურებულ ღუმელში. გაგრილებული ღვეზელი ამოვატრიალოთ და დავჭრათ. მოვრთოთ კარამელითა და ქოქოსის ფანტელებით. კარამელი–მასალა 100 გრ, შაქარი, 40 გრ. კარაქი, 200 გრ. ნაღები, 2–3 მწიკვი მარილი. შაქარი დაყარე მშრალ ტაფაზე და დაბალ ცეცხლზე გაადნე. არ მოურიო, მხოლოდ ტაფა შეარხიე პერიოდულად. შაქარი რომ გადნება, დაამატე ცხელი ნაღები. ურიე ხის კოვზით. კარამელი ნელ–ნელა შესქელებას დაიწყებს. როცა გაერთგვაროვნდება, დაუმატე კარაქი და მარილი. შეინახე ოთახის ტემპერეტურაზე მინის ქილაში. თუ ძალიან ცხელა, მაცივარში. თუ შესქელდა, გაათბე ორთქლზე
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев