478242502205

maxuna maxo

როგორ იწყება სიცოცხლე, იცით? პირველად, ალბათ, დედის ძუძუთი... ჯერ სიხარულით, მერე ტკივილით, მზით, ვარსკვლავებით, სეტყვით, ბურუსით... როგორ გრძელდება სიცოცხლე იცით? ავის შეცნობით, კარგის დანახვით... და მიდის, მიდის, სიცოცხლე მიდის, ხან სიყვარულით, ხანაც ღალატით... როგორ მთავრდება სიცოცხლე, იცით? პოეტებისთვის ის არ მთავრდება, პოეტების გზა სიცოცხლის იქით, უკვდავებისკენ მიემართება! უკვდავებისკენ, უკვდავებისკენ, მარადის ქროდნენ მათი მერნები; იქ მაინც ბრწყინავს მათი ნატვრისხე, იქ აწვიმთ, ალბათ, დედის ცრემლებიც!!! მაგრამ ჯერ სანამ მოვა სიკვდილი, წინ ალბათ გრძელი გოლგოთის გზაა... ბრუნავს დოლაბი, სუნთქავს წისქვილი, და ყოველივე ღმერთის ნებაა!
Показать ещё