მათ ეკითხებოდნენ სექსუალურ ძალადობაზე და ზომბებს ეძახდნენ – არ შეიძლება ბავშვებთან ასე მოქცევა – მარინა კაჭარავა
ფსიქოლოგმა მარინა კაჭარავამ გადაცემა “იმედი”-ს ფაქტორში სტუმრობისას ნინოწმინდის პანსიონის შესახებ ისაუბრა და მეუფე სპირიდონი დადებით ადამიანად დაახასიათა. მან ასევე ისაუბრა ცალკეული მედიასაშუალებების წარმომადგენლების მხრიდან ბავშვების მიმართ დამოკიდებულებასა და გაშუქების სტილზე.
“მეუფე სპირიდონი უკეთილესი ადამიანია, რომელმაც მთელი ცხოვრება დაუთმო ამ ბავშვების გაზრდასა და აღზრდას
ბავშვები აღმოჩნდნენ შტურმის ქვეშ; მათ ეკითხებოდნენ სექსუალურ ძალადობაზე და ზომბებს ეძახდნენ – არ შეიძლება ბავშვებთან ასე მოქცევა
მაქვს განცდა, რომ ესაა ეკლესიისა და სახელმწიფოს წინააღმდეგ შტურმი
ბავშვს მანიპულირება მშვენივრად შეუძლია – ასეთი დაკითხვისმაგვარ პირობებში, თუ ადამიანი მოინდომებს, რასაც გინდა, იმას ათქმევინებ ბავშვს”- განაცხადა მარინა კაჭარავამ
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев