ბელორუსია შენ მედგრად დგახარ, ზეცამდე იწევ, სუნთქავ სიმშვიდით ბელარუსია! მე მიხარია რომ შენს  ძარღვებში სიკეთე  სუფევს და ნამუსია. ვეღარ გატეხა შენი მკლავები მტარვალი მტერის  შავმა ხელებმა .შენი უდრეკი ხალხის გმირობა მე ქართველ პოეტს მესახელება. ხარ სიკეთის და ძმობის მსურველი, შენგან  სიცოცხლის-მზის ფუსფუსია. მეძმობილები რადგან უფლის ხელს რწმენით  თვალები რომ აუვსია! ,                                         თ.რუხელი                                          20.09.19.
  • Класс
...მომილოცნია! ვინ არ დაწერა ღამეზე ლექსი, ვის დაეზარა მთვარის სონეტი. მოუხიბლიხარ? კვირტების ფეთქვას კითხვას ნუ დასვამ- რისთვის მოხვედი! თეთრ ღრუბლებზე ხომ გინავარდია, მთა აზიდული ცამდე გინახავს... მთაწმინდის რიჟრაჟს შეგებებიხარ დაფიქრებულხარ რა ხარ,ვინა ხარ? ხომ ჩაგივლია ერთხელ მეტეხთან, სიონის კართან ხომ გილოცია! დაბადებულხარ ადამიანად და ქართველობაც მომილოცნია. თ.რუხელი. 15.03.19.
  • Класс
...თუ გინდ მთაში ჩავიკარგო! ...თვალს გავახელ,თვალს დავხუჭავ, ვნებას ჩავკლავ...ბოლობოლო! სიამაყეს შევეშვები,-- ჩემს დარდებთან დავრჩე მხოლოდ. ხანჯლის ნალეს პირზე ვივლი, დრო არ მინდა უქმედ ვფლანგო! მარტოსულსა შენ გამიგებ- არ დამტოვო,არ დამკარგო! ვივლი ასე,სანამ ამ მთის მაკისრია ასასვლელი. აღარ მინდა იოლი გზით სირთულიდან გასასვლელი. ვივლი ასე...მაინც ვივლი, თავს თუ არა სხვას არ ვავნო. სხვა მიზანი აღარა მაქვს... თუ გინდ მთაში ჩავიკარგო! თ.რუხელი.
+მარგალეფი ქუგალეთი, მიჩქუ ბასკეთის რეთ! სახეს ხოლო გიგოხენა თექ ჯგვეჯგურო ქოyოფეთ. ჩქი თაქ მუთუნი ვამიჭირა, დო'ლარცალო ქუვორეთ. ჭიჭეს იბამცალუთ მარა კუჩხის ხოლო ქიგვორეთ. ვაპირენთო აშო მულას, ქეშმეკითხით ღირნო დორთი. დაპირითდა თქვანი იyუაფ მარტვილი,სენაკი,ხობი დო ფოთი. თ.რუხელი. 28.01.19. მერამდენედ არ დაზოგეს ცხელი ტყვია, შენ გესროლეს...და რომ დაგჭრეს მეც მატყვია. მაინც დგახარ ქედუხრელი, გულზვიადი სანამ შენ ხარ არ გაქრება კავკასია. თ.რუხელი. 03.02.19. რა გითხრა,რით გაგახარო... სიზმრებში დავეხეტები. შენ მაღლა ცაზე დაფრინავ ჩემს მხარეს  არც იხედები. ღმერთი ფრთიანს რომ ძერწავდა მისცა მას ფრენის უფლება. ფრთა არ მეღირსა მე მაგრამ სურვილი მეც მეუფლება. აღმაფრენაში მენახე მარტო სიზმრებში კი არა
გაუმარჯოს მუდამ ზე'სვლას! საქართველოს სიდიადეს, მის  მთებსა და კლდის ნაპრალებს, უფლის თვალი დარაჯობს და მუდამ რწმენა აელვარებს. ჩვენს ცასა და მწვანე მდელოს, წიწვნარებს და მუხის ჩეროს, ცად აზიდულ თეთრ მწვერვალებს, თერგის ღრიალს, სასიმღეროს, საქრთველოს ძვალ-ხერხემალს, ჯილაგსა და ლერწმის ღეროს, ვინც ბერობს და ვინც კი ერობს, ვისაც უყვარს საქართველო მისთვის გულში მუდამ  დღეობს. არწივივით ვინც ნავარდობს ვინც არასდროს გაიძვერობს, ვისაც გული მკერდში უძგერს, ზვიადობს და აღარ ღრეობს, ვინც ხვალისთვის ხნავს და თესავს, იმედის თესლს ხალხში ლესავს, არიგებს და არვის არ რყვნის, არასდროს არ დაიკვნესავს. საქართველოს გაუმარჯოს! გაუმარჯოს მუდამ ზე'სვლას! ვისაც ასე აღარ აწყობს ის მომავლის იმედს გესლავს. საქართვე
აქაც ყვავის,სკდება ატმის კვირტი. ჩემი ფიქრი შენს ფეხთა ქვეშ იდო, ვერ ამჩნევდი, ფეხიც დააბიჯე. მონატრება შენსკენ მაგელვებდა ადექი და მასაც გაემიჯნე. რა ლამაზად თოვდა შარშან გახსოვს?! წელს ფანტელებს მოერია  წვიმა. ქარბუქია,- მე ფანჯრიდან ვამჩნევ, ვატყობ სულში დარდად შემომივა. შენთან ალბათ მზე მზესავით მზეობს, განებივრებს მთვარე, ღამის ვნებით. გახსოვს? შარშან როგორ გავაღრმავეთ სიყვარული თბილი მოფერებით. ...მე ავიტან აქაურ სუსხს,თოვლჭყაპს. აქაც ყვავის, სკდება ატმის კვირტი. მთავარია არ დავნებდე გრიგალს ამიტომაც სიცოცხლისკენ ვილტვი! თ.რუხელი. 18.01.19.
  • Класс
კარი გაუღე იმედს ნუ მიეცემი სევდას, კარი გაუღე იმედს. დღეს შეეგებე  ისე სიცოცხლე სითბოს გგვრიდეს. გულში ახარე კვირტად- სიყვარული და რწმენა. უფალს მიენდე...მან ხომ შენ დაგანახა თმენა. იხარე ...დადგა წელი, ახალი იმედები. გწამდეს ხვალ უკეთესად დღეისზე უკეთ ხდები გამოიზამთრე...იგრძნობ, ავდარს შეგიცვლის დარი. მთები შეგასხამს ფრთებს და წყლულს მოგიშუშებს ბარი. თ.რუხელი. 02.01.19.
ჩემი ლექსები ღარიბია ვით ჩემი ჯიბე, მაგრამ რას ვიზამ აღარ მეკვრის ბოღმა, წუწუნი. ზოგჯერ ფილტრიან სიგარეტსაც ვერ ავუდივარ, მაგრამ რას ვიზამ მუდამ გვერდით მიდევს თუთუნი. იგი პოეტობს ვინც სადაა... ხელმისაწვდომი, ვინც კეთილია ბოროტება აღარ აცხია. ვისაც ფრაკისთვის საყიდელად ფული არ ყოფნის და მამაპაპის გაცვეთილი ჩოხა აცვია. პოეტის ლექსი ლავა არის, გადმომდინარე, თვით პოეტი კი ფუძიამა, ჩაუქრობელი. ირგვლივ ბუნება მისი გულის ტოკვის საბაბი, მიწის სურნელი შთაგონების დედამშობელი. პოეტი ზეცის გზავნილია ცოდვილ მიწაზე, ხმა მიაწვდინოს, წინ აღუდგეს მანკიერ ძალებს. მონად უდგანან მშობელ მამულს, საყვარელ მიწას... მუდამ უმღერენ მზეთუნახავ, ფარშევანგ  ქალებს. ''ჩემი მამული დიდების ღირსი..
მარად შენში ვარ! *(....)* -მარად შენში ვარ! -''როგორ?.. ან,რაში?''-- -შენი სიცოცხლის აღმაფრენაში: ღამის ზმანების ვნებით ოხვრაში, დილით სინათლედ გადაქცევაში; შენი თვალების შუქთა ბრიალში; ტანო--ტატანოს ზე'ცად ბზრიალში; შენს გულის ფერდზე ვნებად, ნიავში; თეთრ თუთარჩელად, ღამის წყვდიადში; შენსკენ მტოლველი ვით თეთრი რაში, სირინოზების,ბულბულის ხმაში; შენს ტუჩებზე და ოქროსფერ თმაში, მუდამ შენთან ვარ! შემიგრძნობ მათში, აგიტაცებ და აგაფრენ ცაში, რომ იკისკისო ვით თოთო ბავშვი. გულს დაგინამავ ვარსკლავთა თვლაში. ჩაგაჯენ ნოეს გამოთლილ ნავში, რომ გზა ვიპოვოთ უკვდავებაში. არასდროს,არასდროს არ გაგცვლი სხვაში! .... ...მე შენ მიყვარხარ,მშვენიერებავ! და ბრალს ნუ დამდებ სიმართლის თქმაში. თ.რუხელი.
Показать ещё