პერმისა და სოლიკამსკის მიტპოპოლიტი მეფოდიი წმ. ნიკოლოზის ბაზილიკაში იყო ჩვეულებრივი ბერის სამოსით შემოსილი,
შორიდან ჩანდა რომ "ვიღაც" დიდი იყო, მაგრამ რატომ ასე?...
ლოცვად დადგა... შემდეგ გვესაუბრა, მე და კორნელია დაგვლოცა, დაგვასაჩუქრა... მიწამლა, მიმკურნალა, დაძაბულობა მომიხსნა, სითამამე, დამაჯერებლობა, რწმენა მომცა, ამამსუბუქა...
შემთხვევით ტაძრის სურათი მქონდა, ვაჩუქე, მოკლედ ვუამბე ამ სურათთან დაკავშირებული ამბავი. იგი გადაღებულია სამხედრო სასწავლო- საწვრთნელი ფრენების დროს ვერთმფრენიდან...ეს სრული სურათი არაა.
სრული სურათის სახელია:
ზეცაში წვრთნა და ბრძოლები,
მიწაზე ცეკვა- თამაში.
ეს გრძელი დიდი ამბავია . მოკლედ მხოლოდ ის შემიძლია ვთქვა, რომ ეს ამბავი წმ. სერაპიონ ზარზმელის ტრიუმფია მართლმადიდებელი საქართველოსთვის ბრძოლაში და რუსი სამხედროების, მფრინავების ნამდვილი ადამიანური რუსული სიმამაცის შედეგია...
მიტროპოლიტ მეფოდიიმ თქვა, რომ ჩვენი ხალხები თავის სიტყვას იტყვიანო, ჩვენი მეგობრობა არ მოიშლება, ჩვენ ხომ მართლმადიდებელი ერები ვართო.
დაშორების შემდეგ გამოვერკვიე, გული დამწყდა ფოტო რომ არ გადავიღეთ მასთან ერთად. შინ მისულმა ინტერნეტში ვნახე მისი სურათი და ვიცანი.
კორნელიასაც გაუკვირდა ეს სასწაულიაო ამხელა მოღვაწე და ასე უბრალოდ, ,არც არავინ ახლდა, მხოლოდ ერთი და ისიც სამოქალაქოშიო... http://mirolub-ru.1gb.ru/blog/mitropolit-mefodii-pribyl-v-perm ციცინო.
ციცინო-საქართველო
ჩვენი სამშობლო და ჩვენი სამყარო.
ბარი. წმ. ნიკოლოზის ბაზილიკა.
იტალია. 2012
Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев