დედა შენს თვალებში სხივი,
მართლა მზეზე მეტი მოჩანს.
ლექსში გულამოსკვნით ვჭყივი,
ბევრი დღეს მიწოდებს ყოჩაღს.
შენ ხარ ერთადერთი ქალი,
ვისზეც არ მეშლება ნერვი.
მხოლოდ დედასა გაქვს ბრალი-
ლექსი რომ დავწერე ბევრი.
რადგან მე ყოველდღეს მითმობ,
ღამით მეწერები დედი.
შენზე ისე უნდა ვრითმო,
ლექსით შეგიცვალო ბედი.
/პაატა სურმანიძე/
დედას ვფიცავარ
დედას ვფიცავარ-დედაზე ფიცით
მე დიდ სიყვარულს ვამჟღავნებ იცით?!
კაცობრიობის დედამიწახარ
მეც ერთი ბელტი დედა მიწა ვარ.
დედას ვფიცავარ-შენით მიხარის,
რომ ნაბოლარა ბიჭიც გამზარდე.
რატომ მადიდებ ასე მითხარი?
რომ ახლა ჩემთვის საჭმელს ამზადებ.
დედას ვფიცავარ-ვტყუი თოფი ვარ
და ეს რითმები ფუჭი საფანტი?!
ჩემი ლექსი ხარ-მე კი სტროფი ვარ
და პოეზია ჩვენი ფანატი.
დედას ვფიცავარ-თითი გავიჭერ-
და ვაი დედა სიტყვა ვაფრინე,
რომ არ გიჯერო კარგს ვერ დავიჭერ
და ცუდზე შენი ფრთებით მაფრინე.
დედას ვფიცავარ-ჩემი სუნთქვა ხარ
და ჩემზე მეტად ფილტვებს უყვარხარ
ჩემში პირველი გრძნობის სიტყვა ხარ,
ამიტომ ჩემზე მეტად მიყვარხარ.
/პაატა სურმანიძე/
გრაციები ლექსით (ნანა კეკელიძეს)
სამანი არ აქვს, რადგან სიკეთეს,
ლექსად უნდა ვთქვა, მე ეს ამბავი.
დედა როდესაც ნემსებს იკეთებს,
კეთრი არ მიდის დასალანძავი.
დედაზე მკითხა ქალმა ფეისით,
როგორ წერ ამდენ ლექსებს დედაზე?
და მეც გავხსენი დიდი კეისი-
და ვესაუბრე დედის სევდაზე.
რაც დავიბადე იმის მერეა,
რომ დედაჩემი გამიხდა ავად.
ვაჟკაცს თვალებზე ცრემლი მერევა,
რადგან ექიმად ვერ ვიქეც თავად.
ამ ამბის მერე ქალბატონ ნანამ,
მითხრა რომ მჩუქნის უებარ წამალს.
ვხედავ სიტყვებშიც მალამო ჩანა.
მითხარი რითი მოგიხდი ამაგს?
ვხდები სიკეთე ყველგან არი და
სული გამითბა აღარ მაციებს.
წამალს მიგზავნით ქალაქ ბარიდან
და მე ლექსითაც გეტყვი გრაციებს.
/პაატა სურმანიძე/
დედისფერი სონეტი
შენ თუ ხარ დედა ამისათვის უმადლე დედას-
-ერთი მხარე აქვს შვილისათვის და ორი მედალს,
მხოლოდ დედაა ,შენს იქით რომ,არაფერს ხედავს
და გივლის როგორც საქართველო რუსთველის დედანს.
ქორწილის მერე აკრუხებას ვურჩევდი დედალს
და ქართლის დედა ატარებდა უბეთი ქედანს.
ყველა წვრილმანზე,სატკივარზე იძახი დედი
იცხოვრე ისე ,სამოთხეში დედასთან შედი.
კავკასიონი ქართლის დედას მოუხრის ქედებს,
მრავალშვილობა ელოსფერი მომავალ დედებს.
დედის საფლავზე ყვავილები მუხლმოყრით დადეთ,
და მეც დამჩემდა მოფერებით სიტყვა დედა დეთ.
დედის სიყვარულს ქარს არაფერს გავატან მე და
დე გაუმარჯოს ვისაც ჰქვია პაატას დედა.
/პაატა სურმანიძე/
ემიგრანტი დედის ვედრება.
ღმერთო ისმინე დედის ვედრება,
შვილზე ფიქრები ღამეს მათენებს.
თვალზე ამინდი აღარ მედრება ,
უამინდობა ყინვებს მაჩვენებს.
ყველა წამები ტანჯვას მიმატებს,
რომ ჩემი სული სახლში ტრიალებს.
ვერ შევეჩვიე უცხო კლიმატებს,
რომ ყველა წვიმა დარდებს მიალებს.
ახლა შორიდან ოჯახს ვდარაჯობ,
ახლოს რომ ვიყო, ალბათ არა სჯობს,
რადგან აქ ორი თეთრი ვიშოვო,
რომ მერე სახლში ცისფრად ვითოვო.
ცამდე ვედრება, რომ ამეყვანა,
ღამის ლოცვებით დღეებს ვათენებ.
ისე გეცხოვროს ჩემო ქვეყანავ,
დედა სამშობლოს. არა ათენებს.(ათენი,სტამბული.სალონიკი და ა,შ.)
/პაატა სურმანიძე/
გახსენება
წელი ორიათას ერთი,
მარტმა მეცამმეტედ მთარსა.
დედა კვდებოდა და ღმერთი,
თითქოს არა სჩანდა არსად.
სისხლი დედდებოდა რადგან-
დედას მოემატა თრომბი.
ქარი გამთენიას ჩადგა,
მაგრამ მომიტანა ბომბი.
შიშმა დამიარა ტანში,
ცრემლებს თვალებიდან ვისვრი.
მიჯნა შუა ჰქონდა ხანში,
საათს ვაძალებდი ისრის-
ტრიალს დედაჩემის ირგვლივ.
მედდა მეზობლადა მოდის,
დედა კვდებოდა და მივლის,
მკითხა დაიძინებ როდის?
მთხოვა შენს ოთახში შედი,
ვხედავ არ გვიღიმის ბედი.
სიტყვა უწმაწური დედის...
არ თქვა ბოლო თხოვნა დედის.
ჩუმად ავეტუზე ფარდას,
ვიტყვი არასოდეს ვფიცავ.
ახლა დიდი ბიჭი ვარ და
დედა მაგ პირობას ვიცავ.
დედას პაწაწინა ვყავდი,
სიმწრით გაზაფხულზე ვთოვდი.
ოთახს ლოცვის ცრემლით ვრწყავდი
და ღმერთს გადარჩენავს ვთხოვდი.
კარი შემოაღო მედდამ,
ნემსი გაუკეთა ერთი,
ჩემთვის გაიღიმა დედამ,
იმ დღეს დავიჯერე ღმერთის.
/პაატა სურმანიძე/
დედას
წამსაც მე უშენოდ ვერ ვძლებ,
წუთში შენზე ლექსებს ვქარგავ.
ლექსში დიდ სიყვარულს ვეძებ,
ოღონდ შენ იყავი კარგად.
სულში ჩამდუდუნებს ფიქრი-
შენზე გონებასაც ვკარგავ.
ლოცვა დაგადევნე კვირის,
ოღონდ შენ იყავი კარგად.
სიტყვებს ვაკოწიწებ ნორჩად,
რითმა უდედოდ არ ვარგა.
ჩემი წუწუნები მორჩა,
ოღონდ შენ იყავი კარგად.
შენით პოეზიას ვწამობ,
წერა გადამექცა დარგად.
დედა სიცოცხლესაც დავთმობ,
ოღონდ შენ იყავი კარგად.
/პაატა სურმანიძე/
მიყვარხარ დედა შენ
დაკარგოს მშვენება უდედოთ ედემმა
ასი წლის მერეც არ იტირონ გედებმა,
უდედოთ სამყაროს ქაოსი ედება
იცოცხლონ ჩემი მტრის გამზრდელმა დედებმაც.
ვიმოკლოთ დედასთან შვილებმა ენები
ვატირებთ ბირჟაზე გინების ხსენებით,
ჩვენ მათი სისხლი გვაქცს იცოდეთ ვენებში
არის და იქნება ჩვენს შვილთა გენებშიც.
მილოცვა მომინდა ამ ლექსით დედაზე
სიხარულს გაუცვლი დედაჩემს სევდაზე,
მახარებს რადგანაც ვარსებობთ მე და შენ
იცი მე რას გეტყვი? მიყვარხარ დედა შენ.
/პაატა სურმანიძე/
დედაზე წერეთ
დედაზე წერეთ პოეტებო ასე აჯობებს,
წერეთ დილიდან-საღამომდე-გათენებამდე.
არ მეწყინება ვინც დედაზე წერით მაჯობებს,
დედის სიხშირე დაიჭირეთ ანტენებამდე.
დედამ ნიჭით და სიყვარულით დამაზიანა,
დედაა მარტო ვინც არასდროს რომ არ მირინგებს.
დედას ერთადერთ დაუვიწყარ ადამიანად-
ასე შიფრავენ ამოტვიფრულ გულზე სვირინგებს.
დედა სარკეა-სიყვარულის-მასში იჭვრიტეთ,
იგი მზეცაა შეციებულს, როცა გიჭყიტებს.
დედის თვალებით მიტირია ჩემი თავი და
დედაზე წერეთ ამიტომაც მე ვთქვი თავიდან.
/პაატა სურმანიძე/
პოეტი დედა
მინდა მოგიძღვნა უჩვეულო სონეტი მე და
შენა ხარ სათნო ,საყვარელი,პოეტი დედა.
რითმა დავკვანძე,უკდავებას ლამობს ბაწარი
და შვილებია ყველა დედის ნამოღვაწარი.
ჩემთვის ხატია დედაჩემო შენი სურათი
და გადღეგრძელებ ჭინჭილათი და ხან კულათი.
მალე გამოვა გეფიცები პატას კრებული
დე მახსოვს შენთან ყველა წუთი გატარებული.
შენი ტკივილი, გაჭირვება მე მომე დედა,
სიხლით ნაწერი სტრიქონები შემომედედა.
სხვა სიყვარულზე მე გაცვლელი არა ვარ დედის
დედამ დამადგა პოეზიის შარავანდედი.
მინდა გაღმერთო ,გიპოეტო ჩემო დედია,
დედა პოეტი-თვით პოეტის შემოქმედია.
/პაატა სურმანიძე/
დედაშვილობა
მზეა სხივების მიწაზე მფენი,
არწევს აკვანს და ხედავს ჩვილობას.
ღვთისმშობელი და უფალი ჩვენი-
სამაგალითო დედაშვილობა.
ახლა გავიგე მხატვრის პალიტრას
რად აწვალებდა ფერაშლილობა,
რა საწყაული ანდა რა ლიტრა-
მოითავსებდა დედაშვილობას?
მას არ ეყოფა ვფიცავ საზომი.
შვილია დედის ღია ჭრილობა,
რომ არ დამთავრდეს ქვეყნის წამზომი,
ხელი არ ახლოთ დედაშვილობას.
უკვე მომბეზრდა არამზადების
დაჯილდოება მედალინობა,
და ვინც სიყვარულს არ ამზადებდით,
დაგვიწყებიათ დედაშვილობა.
მზეა სხივების მიწაზე მფენი,
არწევს აკვანს და ხედავს ჩვილობას.
ღვთისმშობელი და უფალი ჩვენი-
სამაგალითო დედაშვილობა
/პაატა სურმანიძე/
ჯარისკაცის დედა(ლექსი ეძღვნება დედის საფლავზე ვერ მისულ ჯარისკაცს, ჩემს თანამებრძოლს და ჩემს ძმაკაცს )
მე ყოველი წამი
შენთან ყოფნის მახსოვს,
და ჩემს ტკივილს ახლა
ლექსში ცრემლით ვაქსოვ.
მახსოვს დედა-ენას
მასწავლიდი როცა...
დაილია ნახვის
მოთმინების ბოცა.
არ მიყვარდა შავი
მე სულ მეცვა თეთრი,
ერთ დღესაც გავიგეთ
შეგეყარა კეთრი.
ექიმები ამ სენს
ეძახიან სკლეროზს
უშენობა დედა
ძლიერ მირყევს ნევროზს.
ექვსი წელი იყავ
მოწყვეტილი ავად,
და ბოლო სამი თვე
მე გივლიდი თავად-
მე გიხვევდი წყლულებს
ზედ გადებდი საფენს,
ყოველ დღეს გკითხავდი
როგორა ხარ?რაფერ?
მახსოვს შენთან ყოფნის
მე ყოველი წამი
დღითიდღე ვხდებოდი
გელეოდა ჟამი.
ხუთშაბათ დღე და
სექტემბერი ექვსი
ჭიქით წყალი დედა
შენ ბოლოჯერ შესვი.
ჩაგიკარი გულში
არ მსურს სული დალიო,
ღამე იყო მაშინ
ვერ მოესწარ ალიონს.
მიყვარხარო დედა
მე ეს უნდა მეთქვა,
და ჩემს თქმამდე უცებ
გაგიჩერდა ფეთქვა.
ვგიჟდებოდი მაშინ
შეიშალა სახლიც,
მომენატრე დედა
კედელს მუშტებს ვახლი.
ჩვენს ეზოში მაშინ
ირეოდა ხალხი,
ყველა ტიროდა და
მზესაც ეცვა თალხი.
უშენობამ დედა
ჩემში დარდი დაფლა,
მიძნელდება ახლა
მოგაკითხო საფლავს.
შენთან მოვალ დედა
წვიმაში და ქარშიც
ვიცი, მელი... მოვალ...
ახლა მე ვალ ჯარში
/პაატა სურმანიძე/
ჯარისკაცის დედას
ჯარისკაცი წერილს წერდა
მონატრებულ დედას,
მონატრებაც დაუბერდა
თვალწინ დედა ედგა.
ოც ოქტომბერს მან აიღო
ჯარისკაცის სტარტი
და მას დედამ დააბარა,
რომ არ იყოს მარტი.
მას უყვარდა მისი დედა
სამყაროზე მეტად,
დედა ღმერთს ევედრებოდა
დამიბრუნე ნეტა.
შემოდგომა გადასულა
ფოთოლცვენა ხეთა,
დედაშვილის სიყვარულზე
ლოცულობდა მცხეთა.
/პაატა სურმანიძე/
8 მარტი (დედას)
რა კარგი დღეა,დღეს რვა მარტია
მინდა მოლოცვა ასე მარტივად,
ირგვლივ მდინარე, როცა მარტყია
ხან მეხიდები,ხან კი ხარ ტივად.
თითქოს არ მყოფნის რითმის მარაგი,
შენით ვიპოვე მისი ალაგი.
შემოგეპარა წლები ჭარმაგი
მე შენი ლოცვით დღესაც ვარ მაგით.
გულით მიყვარდე ღირსი ხარ მაგის
და სიყვარულით გიხდი ჯამაგირს,
სულის მწყემსი ხარ ვიცი რამდენის
სადაც სიკეთე მეც იქ ჩამდენი.
ჩემში ეს გრძნობა ისე გამეფდა
რა პოეტი ვარ ლექსად არ მეთქვა,
სიოდ რომ მიქცევ ყველა ქარაშოტს,
ახლოს იქნები დედა- არა შორს.
/პაატა სურმანიძე/
დედისკენ
დედა სულ სიყვარულს მახლიდა,
სითბოს სროლილობდა ტყვიებით.
და მას გავეპარე სახლიდან,
რათა მომეძებნა იები.
მინდორს მივურბინე ტერფებით,
ცასაც გაულურჯდა იერი.
ციდან მეძახიან ელფები,
დედა პლანეტაა ციერი,-
დედა სიყვარულით გიბურჯებს,
ცქერას ნუ დავიწყებ სხვებისკენ.
იებს დაუკრიფე სილურჯე,
ჩქარა გავეშურე დედისკენ.
/პაატა სურმანიძე/
მათხოვარი
გინდ მიწოდეთ მათხოვარი,
მე მაქვს ერთი სათხოვარი,
რომ გიყვარდეთ როგორც ღმერთი-
დედა არის ისე ერთი.
დედას არ წუხს მხოლოდ მაშინ,
როცა კარგად არის ბავშვი.
და დედაზე უფრო კარგი,
ვინ გყავს მითხარ კითხვა დავსვი?
დედა გაჭმევს , დედა გივლის.
შენც იყავი ურჩი ბავშვი.
და დედაზე უფრო თბილი,
ვინ გყავს მითხარ კითხვა დავსვი?
დედა გდარდობს და მას სტკივა,
რომ გაგზარდოს კარგი ბავშვი.
როცა სულში მაგრად გცივა,
ვინ გაგათბობს კითხვა დავსვი?
გინდ მიწოდეთ მათხოვარი,
მე მაქვს ერთი სათხოვარი-
გაუბრთხილდით ფერეთ დედა,
რომ შენს იქით-შენ რომ გხედავს.
/პაატა სურმანიძე/
ემიგრანტი მტრედები
ბედი თოკით დაბმული,
ჯანდაბას და დოზანას.
ზოგი ძიძა სტამბულის,
ზოგი ვაჭრობს ლოზანას.
რამ შეგცვალა სამყარო?
რომ შვილს დედა გაყარო.
კიდით- კიდე ედებით,
ემიგრანტი დედები.
წერას ბევრს არ ვუნდები,
სიცოცხლე მსურს დედების
და მოკითხვა ხუნდების ,
ემიგრანტი მტრედების.
/პაატა სურმანიძე/
დედის შვილი
ცხრა თვე უბით მატარე და
მღერით მირწე აკვანი.
იავნანა მაყვარე და
ლექსით გეცი თაყვანი.
და პაატა დედის შვილი,
რიგით ბოლო მეხუთე.
მინდა შენი მე ღიმილი
და ამ ლექსით გეხუტე.
/პაატა სურმანიძე/
დამპირდი
ჩემი ფიქრი და კრედო,
აბედნიერე ბედო.
შენ ხარ ფუტკრების დედო,
მარად იფრინე მხნედო.
მუდამ იქნები მზედო,
მინდა სხივებით მხედნო.
ხოდა დამპირდი მითხარ,
რომ შენ იცოცხლებ დიდხანს.
/პაატა სურმანიძე/
ელოზე
აყვავილდა ენძელა,
მინდორზე და მდელოზე.
უშენობა მეძნელა,
ვწუხვარ საქართველოზე.
ღვინო ხომ არ დაძმარდა,
ცოტა ფიქრობს ლელოზე...
გმირი გვყავდა ცხრა ძმა და
დღეს ვლოცულობ ელოზე.
/პაატა სურმანიძე/
ტროპარი დედას
ღმერთო მიცოცხლე ასი წლის მერეც,
როცა ცოცხალი აღარ ვიქნები.
დედაზე ფიქრით ლოცვები ვწერე,
შენზე ილოცებს კვირის ფიქრები.
და დედა-ენა სიტყვა ქართული,
შენი ენითა ჩემში ჩართული.
ახლა ღამეა ლოცვით გართული,
და ჩვენ გვაშორებს ერთი სართული.
წმინდა ტროპარი სანთელით ვწერე,
დედას გადიდებ ყველა მიგნებით.
ვლოცულობ შენზე - ვიძინებ მერე,
ჩემთვის დედაზე მეტიც იქნები.
/პაატა სურმანიძე/
ქართლის დედა
მტერს რომ მტრულად ხვდები და
მოყვარეს კი მოყვრულად.
გვლოცავ წმინდა მთებიდან,
მტერს კი მტრულად მოკრულავ.
როცა დარდმა იალა,
მოგვაწოდე ფიალა.
ქართლის დედა ქალია?
რომ ამარცხებს ხმალიანს.
ქართლის დედა გმირია,
მწყნეთელია მაია.
პალინდრომი მწირია?
ა ი აი აია.
გაიტაცეს მედეა,
აწამებდნენ ქეთევანს.
ქართლი იქცა ედემად,
ევას გორში ეთევა.
მომავალი დედაა,
მოქცეული ალყაში,
იუნკერთა მედდაა,
ვტირი მარო მაყაშვილს.
ქართლის დედას ვაღმერთებ,
მარიამი გვკამარობს.
დედას შვილით ვაერთებ...
ცაში დედა გვთამარობს.
/პაატა სურმანიძე/
დედა ტერეზა
თვალზე ცრემლის მომდენი,
გაგიხსენებს მერეზაც...
მონაზონთა ორდენი,
გნათლავს დედა ტერეზად.
ისე კარგად იდედა,
მისცეს ჯილდო ნობელის.
დედაცა და დიდედაც,
ლექსისაც და მთხრობელის.
მოწყალება გაეცით,
არ გადადოთ მერეზა.
სულით თუ არ დაეცით,
ბაძეთ დედა ტერეზას.
/პაატა სურმანიძე/
დედის დღეა
წუთად გაწელილი წამი,
სულში მიფრთხიალებს მტრედად.
დღეს რომ დედის დღეა მამი,
ერთად გავახაროთ დედა.
ხელზე გაჭირვება მიზის,
და ლხინს სიზმარშიც ვერ ვხედავ.
მალე გადავლახავ კრიზისს,
რომ შენ გინმკურნალო დედა.
ალბათ მე უსხივო მზე ვარ,
რადგან ვერ გაგათბე ვხედავ.
ღამე გარდაცვლილი დღე ვარ,
ღმერთო მომირჩინე დედა.
მაშინ მიხარია ბედი,
როცა დედაჩემი მხნედა.
ლექსით მოგიხარე ქედი,
სხვა რა შემიძლია დედა.
სახეს აუკრძალე ღიმი,
ცრემლი გადამეკრა ღვედად.
გულს თუ არ გაუწყდა სიმი,
გული სულ იდარდებს დედას.
/პაატა სურმანიძე/
3 მარტი
იმ გზას ვაღმერთებ სადაც დადიხარ,
ჩემს ვიწრო სავალს,ლოცვით ადიდებ.
დედა მუზების დედად მწადიხარ,
პოეზიაში ერთად წავიდეთ.
გაზაფხულია - მარტი მესამე,
იამ უჩუმრად ლურჯად ილოცა.
ჩემი სიცოცხლის დედა მესამედს-
ოცდამეხუთე ლექსით გილოცავ.
/პაატა სურმანიძე/
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 2