ფერიამ სიყვარული ფრთხილად გააღვიძა, მიიხედ-მოიხედა,ვერავინ დაინახა, წამოდგა.... და ცოტა გაიარა, მინდორში ლამაზი პეპელა დაინახა, მიუალერსა.... და ხელში აიყვანა. სიყვარულს პეპელა უცებ შეუყვარდა. იარა სიყვარულმა,წყარო დაინახა, უყურა,უყურა და ისიც შეუყვარდა, ცაში აიხედა,მზე ანათებდა, სიყვარულს მოეწონა და უხმოდ შეუყვარდა. სიყვარულს გაუხარდა-ქალი დაინახა, ლამაზი ქმნილება გულში ჩაუვარდა. მიიხედ-მოიხედა,წალკოტი დაინახა, სიყვარულს იმ დღიდან სამყაროც შეუყვარდა. ნ.ჯ
Мы используем cookie-файлы, чтобы улучшить сервисы для вас. Если ваш возраст менее 13 лет, настроить cookie-файлы должен ваш законный представитель. Больше информации
Комментарии 10
მინდა ვიცხოვრო ისეთ ქალაქში,
სადაც მუდმივად მზე იკაშკაშებს,
სადაც ბოროტს და შურით აღსავსეს
მუდამ ღვთიური მადლი ამარცხებს.
მინდა ვიცხოვრო ისეთ ქალაქში,
სადაც სიძულვილს სიკეთე შეცვლის,
გასხივოსნებულ სიყვარულის მზეს
მუდამ ატარებს ოცნების ეტლი...
მინდა ვიცხოვრო ღამის ქალაქში
და შენთან ერთად ვალსი ვიცეკვო...
უმისამართო ქუჩის ძებნაში,
როგორც ოდესღაც...ცოტა ვიცელქო!... ნ.ჯ.
ფერიამ სიყვარული ფრთხილად გააღვიძა,
მიიხედ-მოიხედა,ვერავინ დაინახა,
წამოდგა....
და ცოტა გაიარა,
მინდორში ლამაზი პეპელა დაინახა,
მიუალერსა....
და ხელში აიყვანა.
სიყვარულს პეპელა უცებ შეუყვარდა.
იარა სიყვარულმა,წყარო დაინახა,
უყურა,უყურა და ისიც შეუყვარდა,
ცაში აიხედა,მზე ანათებდა,
სიყვარულს მოეწონა და უხმოდ შეუყვარდა.
სიყვარულს გაუხარდა-ქალი დაინახა,
ლამაზი ქმნილება გულში ჩაუვარდა.
მიიხედ-მოიხედა,წალკოტი დაინახა,
სიყვარულს იმ დღიდან
სამყაროც შეუყვარდა. ნ.ჯ
სადღაც ახლა ,იასამნის სურნელს,
სადღაც ახლა, გაზაფხულის წვიმას,
სადღაც ახლოს საღამოა მშვიდი,
სადღაც ახლა, საათია შვიდი.
სადღაც ახლოს მონატრება ტირის,
სადღაც ახლა, როიალი მღერის,
სადღაც ახლა, დამათენდა ლამის,
სადღაც ახლა ,მიგატოვე წამით.
სადღაც ახლა ,ახალგაზრდა პოეტს
სადღაც ახლოს დაეკარგვია ლექსი,
სადღაც ახლა, პოეზია მეფობს,
სადღაც ახლოს გავარდნილა მეხი.ნ.ჯ
dzalian kargi leqsebia
gaixare soso madloba....jokhadzeebs ragac gvaqvs poeturi genshi aa???
ki namdvilad, martali xart
მიწა ხავსით დაფარულა,
სიყვარულის ფერებია,
ჩემი ქვეყნის ყველა კუთხე
სამოთხე და ედემია.
ცისა ფერი და ზღვის ფერი,
მწვანე ფერი ,მდელოს ფერი,
ხავსაც მწვანე მოხდენია
ფოთოლცველით დაფენილი.
მიწა ხავსით დაფარულა
ნაზად არხევს სიო ფოთოლს,
მზის სხივები სიყვარულით ანათებს
და ანთებს კოცონს.
ვეძებე და ვერსად ვპოვე
ცისა ფერი ცის სადარი
ზღვისა ფერი ზღვის სადარი,
ვერსად ვნახე სილამაზე
ჩემი ქვეყნის შესადარი.
აქ მიწაც კი ლამაზია ,
მწვანე ხავსით დაფენილი,
სილამაზით ,სიყვარულით,
ნაზად არის დაკემსი...Ещёმიწა ხავსით დაფარულა,
სიყვარულის ფერებია,
ჩემი ქვეყნის ყველა კუთხე
სამოთხე და ედემია.
ცისა ფერი და ზღვის ფერი,
მწვანე ფერი ,მდელოს ფერი,
ხავსაც მწვანე მოხდენია
ფოთოლცველით დაფენილი.
მიწა ხავსით დაფარულა
ნაზად არხევს სიო ფოთოლს,
მზის სხივები სიყვარულით ანათებს
და ანთებს კოცონს.
ვეძებე და ვერსად ვპოვე
ცისა ფერი ცის სადარი
ზღვისა ფერი ზღვის სადარი,
ვერსად ვნახე სილამაზე
ჩემი ქვეყნის შესადარი.
აქ მიწაც კი ლამაზია ,
მწვანე ხავსით დაფენილი,
სილამაზით ,სიყვარულით,
ნაზად არის დაკემსილი. ნ.ჯსაუკუნეა თითქმის თავს დასტრიალებს ბაღჩას,
საათი ისევ ბრუნავს თავიდან იწყებს ათვლას,
უფალს მშვიდობას შესთხოვს ,მიესალმება აისს,
უხარია რომ ისევ ,ისევ შეხვდება მაისს.
უკვე ჭარმაგსს და თმათეთრს ,კვლავ ელოდება ბაღჩა,სარეველა კი ყვავილს შემოხვევია სადღაც,
ფრთხილად გადადგავს ნაბიჯს,ჩაიმუხლება იქვე,
დაკოჟრილ ხელით დარგულს მიესალმება იებს,
გააფხვიერებს მიწას,თითქოს უმღერებს ნანას,გახალისდება ბაღჩაც მიაგებებენ ღიმილს...
თეთრ მაგნოლიას ისევ არა შორდება ფიქრით,
ქრიზანთემები მორცხვად ეფერებიან მზის სხივს,და კმაყოფილი პაპა ისევ სახლისკენ მიდის...ნ.ჯ.
შემოდგომაა,ცვივა ფოთლები,
არაყს უზომოდ სვამენ ლოთები,
ქუჩის ბოლოში ყრია ბოთლები,
ეჩხუბებიან ლოთებს ცოლები.
შემოდგომაა,ცვივა ფოთლები,
ებარებიან მიწას ლოთები,
სასაფლაოზე ხსოვნას სვამენ და
მიაცილებენ ერთურთს გოდებით.
შემოდგომაა,გაყვითლებულან
ჩვენს ხეივანში მწვანე ფოთლები,
არას ფიქრობენ,არას დარდობენ,
დაბარბაცებენ გარეთ ლოთები.
ჭიქას ერთმანეთს უჭახუნებენ,
სახეს ქვაფენილს უხათქუნებენ,
დაეცემიან და წამოდგომას
ლოთები სწრაფად არც კი ცდილობენ.
შემოდგომაა,ცვივა ფოთლები,
დაბარბაცებენ მთვრალი ლოთები,
ქუჩაში ,სახლში,ეზოში,ბაღში,
ულევად ყრია არყის ბოთლები. ნ.ჯ.
ქალი–ფიქრია,
ქალი–ოცნება,
ქალი–მდუმარე,
ქალი–ქმნილება,
ქალი ვარდი და სურნელებაა.
ქალი –დედაა,
ქალი–დარდია,
ქალი ვარდი და სიყვარულია.
ქალი –მაცდური,
ქალი–ცბიერი,
ქალი წვიმა და თოვლის ფიფქია.
ქალი–ცხოვრება,
ქალი–სურვილი,
ქალი–წარსული,მომავალია,
ქალი ვარდია სურნელოვანი.
ქალი მთვარეა,
ქალი მზე არის.
ქალი ვარსკვლავია ცისკრის...
ბედნიერია ალბათ ის კაცი,
ვინც ქალის ფასი იცის.