დეკემბერი - უთოვლო და საოცარი.
სულში ზარი, სიხარულით დანარეკი
და თვალები, ორი დიდი სალოცავი.
მახსოვს ფიქრი, ლამაზი და ჩუმჩუმელა,
ჩემს სუსტ ხელზე შენი ცხელი ხელისგული...
რანაირი სიჯიუტით ჩურჩულებდა,
ბჟუტურებდა სიყვარულზე, ჩემი გული.
მერე სიტყვა, მძიმე, როგორც მარტოობა
და ღაწვებზე ღადარივით მწველი ცრემლი...
თუმცა ისევ მედიდურად ბატონობდა
ფრინველივით მოცახცახე ხელზე, ხელი.
მერე დარდი... სარკმელი და უშენობა...
მიმოფენდა ხეთა ჩრდილებს ქარი წყებად.
მთვარის შუქი მოსდებოდა ქუჩებს ობად,
მაქეზებდა მთვარე სევდის დავიწყებად.
კვლავ თენდება... გაუმკრთალდა ზეცას ფერი,
ბედმა ძველის გახსენება მამყოფინა.
იქნებ მართლა დამესიზმრა ყველაფერი
და ის ღამე არასოდეს არ ყოფილა ? —
მარიამ კოზმანიშვილი
Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев