ესმე დაიბადა 1895 წელს .ძალიან ცოტა რამაა ცნობილი მისი ადრინდელი ცხოვრების შესახებ.იგი ცხოვრობდა კოლუმბუსში,ოჰაიოში.ის და კარლაილ კალენი პირველად ერთმანეთს შეხვდნენ,როცა ესმემ ფეხი მოიტეხა,როცა ხეზე ძვრებოდა ამ დროს ესმე 16 წლის იყო.
კარლაილი ამ შემთხვევის შემდეგ მალე გადავიდა ქალაქიდან,მაგრამ ესმეს ის არ დავიწყებია.ესმეს გადაწყვეტილი ჰქონდა რომ გადასახლებულიყო დასავლეთში და გამხდარიყო მასწავლებელი,მაგრამ სამწუხაროდ მისმა მშობლებმა აიძულეს ქალაქში დარჩენა და გათხოვება.ის გათხოვდა 22 წლის ასაკში და ცოლად გაჰყვა ჩარლზ ივენსონს.ესმემ გადაწყვიტა რომ მშობლების გამო ყოფილიყო ბედნიერი.მაგრამ მან მალევე გააცნობიერა რომ მისი ქმარი ცუდი ადამიანი იყო.მან ამას იგნორირება გაუკეთა და სცადა ყოფილიყო კარგი ცოლი.მისი მშობლები ეუბნებოდნენ ესმეს რომ ის წყნარად უნდა ყოფილიყო.
ესმემ შვება იგრძნო როდესაც თავისი ქმარი პირველ მსოფლიო ომში საბრძოლველად გაიწვიეს.ესმე თავს ბედნიერად გრძნობდა როცა ჩარლზი სხვაგან იყო,მაგრამ მისმა ბედნიერებამ დიდხანს არ გასტანა ჩარლზი სახლში 1920 წელს დაბრუნდა.ესმე იბრძოდა თავისუფლებისთვის და საბოლოოდ მან შეძლო გაქცევა,მაგრამ რამოდენიმე დღის შემდეგ აღმოაჩინა რომ ფეხმძიმედ იყო ბიჭზე ,რომელი 1921 წელს გაჩნდა.მაგრამ რამოდენიმე დღის შემდეგ გარდაიცვალა ფილტვების ინფექციისგან.ვაჟის სიკვდილის შემდეგ ესმემ იფიქრა რომ მას სხვა არანაირი მიზეზი აღარ ჰქონდა სიცოცხლეს და თავის მოკვლა გადაწყვიტა.ის კლდიდან გადმოხტა.ესმე მკვდად სცნეს და მორგში წაიყვანეს.მისი გული ამ დროს ჯერ კიდევ სუსტად ფეთქავდა.ექიმი კარლაილი ამ დროს ამ არეალში მუშაობდა და როცა ესმე დაინახა ის ბედნიერი გოგონა გაახსენდაქ რომელიც 10 წლის წინ ნახა და გადაწყვიტა იგი ვამპირად გადაექცია.როზალიმ ერთხელ თქვა რომ იგი თითქმის ისეთივე სუფთაა როგორც კარლაილი,და რომ იგი უფრო სუფთაა ვიდრე ესმე,ეს იმიტომ თქვა რომ ესმემ რამოდენჯერმე თავის წყურვილზე კონტროლი დაკარგა.
Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев