Предыдущая публикация
შენი თვალები სასწაულიადა ჩემი გრძნობის თავშესაფარი, ნეტავ რა გითხრა ამ შიშორიდან, მწუხარე გულით რა შემიძლია? ყველაფერს დავთმობ ამ ქვეყნად, მაგრამ უშენოდ ყოფნა არ შემიძლია. შენ თუ ოდესმე მოგენატრები და უჩემობას სიგიჟე ახლავს, შორს ნუ მომძებნი, ცაში თუ გზაში,გულში მომძებნე, შენ მე იქ მნახავ. ლამის სიცოცხლე დავთმო შენს გამო, ერთხელ გნახო და ხელი შეგეხო. ლამაზ სიზმრებად მოდიხარ მარტო, შენ არც კი იცი მე როგორ გნატრობ!
Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 5
და ზღვა სიყვარულის, თითქოს გაირინდა,
ბოლო ამოსუნთქვა შენთან მოვიტანე,
როცა, გადაქანცულს, ბრძოლა გამიჭირდა,
მე შენ, შენით სავსე, გული რომ გაჩუქე,
სწორედ მაშინ, მივხვდი, რომ ის არ გიღირდა,
გული მეტკინა და მსურდა გაგქცეოდი,
მაგრამ უშენობის, მართლა, შემეშინდა,
ვეღარც წავედი და ვეღარც ჩაგეხუტე
მზერა რომ ამემღვრა, ფიქრი ამიტირდა,
თითქოს დავტიროდი, აუხდენელ ნატვრას,
რომლის მოლოდინშიც, გული გამიცივდა,
თმებში რომ ჩამაწნა ნატვრამ სინანული,
მივხვდი უშენობა უკვე არ მიჭირდა,
მერე დაგიტოვე კართან გაზაფხული
და ის სიყვარული შენ რომ არ გიღირდა...