ფრიდრიხ ენგელსი
ვლადიმირ ლენინი
იოსებ სტალინი
მარქსიზმი
ლენინიზმი
ბოლშევიზმი
სტალინიზმი
სოციალიზმი
კომუნიზმი
მარქსიზმი არის მეცნიერება ბუნებისა და საზოგადოების განვითარების შესახებ, მეცნიერება ჩაგრული და ექსპლუატირებული მასების რევოლუციის შესახებ, მეცნიერება მსოფლიოს ყველა ქვეყანაში სოციალიზმისა და კომუნიზმის გამარჯვების შესახებ, მეცნიერება კომუნისტური საზოგადოების მშენებლობის შესახებ.
ლენინიზმი არის მარქსიზმი იმპერიალიზმისა და პროლეტარული რევოლუციის ეპოქაში. უფრო ზუსტად: ლენინიზმი არის პროლეტარული რევოლუციის თეორია და ტაქტიკა ზოგადად და პროლეტარიატის დიქტატურის თეორია და პრაქტიკა.
ბოლშევიზმი არის რევოლუციური პროლეტარული მოძრაობის და კაპიტალისტური საზოგადოების კომუნისტურ საზოგადოებად გარდაქმნის თეორია და ტაქტიკა, რომელიც შეიმუშავა ვლადიმირ ლენინმა; ემყარება რუსეთისა და საერთაშორისო მუშათა კლასის ბრძოლის გამოცდილებას.
მარქსიზმის ლენინიზმის სტალინიზმის სოციალიზმის კომუნიზმის გამტარებელი ყველა მათი კანონების წესების დამცველი აღმსრულებელი ძალა.
სტალინიზმი არის მარქსიზმ ლენინიზმი ერთ ქვეყანაში სოციალიზმის გამარჯვებიდან მთელ მსოფლიოში სოციალიზმის გამარჯვებაზე გადასვლის პერიოდი ზოგადად, და ერთ ქვეყანაში სოციალიზმიდან ამავე ქვეყანაში კომუნიზმზე გადასვლის პერიოდი.
სოციალიზმი არის იდეოლოგია, რომელიც ითვალისწინებს სოციალური თანასწორობის პრინციპებზე დამყარებული საზოგადოების მშენებლობას. ასევე საზოგადოებრივი სისტემა, რომელიც ასეთ პრინციპებს ემყარება; პოლიტიკური მიმართულება; საზოგადოებრივი ეკონომიკური ფორმაცია, რომელშიც წარმოების საშუალებები კომუნისტური საზოგადოებრივის საკუთრებაშია. სოციალიზმი ქადაგებს ადამიანის მიერ სხვა ადამიანის ექსპლუატაციის ყველა ფორმის ლიკვიდაციას. სოციალისტური კომუნისტური საზოგადოებაში მიხწეულია სრული სახალხო მმართველობა, სოციალური თანასწორობა, მაქსიმალურად მინიმუმამდეა დაყვანილი ეკონომიკური დიფერენციაცია; გარანტირებულია ადამიანის უფლებები და თავისუფლება.
კომუნისტური იდეოლოგია ესაა კლასობრივი საზოგადოების გაუქმების იდეოლოგია, უკლასო საზოგადოების იდეოლოგია.
კომუნისტური იდეოლოგია შექმნა მარქსმა და ენგელსმა.
ლენინმა და სტალინმა და ხელი შეუწყეს სოციალისტური კომუნისტური იდეოლოგიის შემდგომ განვითარებას.
სოციალიზმის კომუნიზმის იდეოლოგია შედგება მარქსიზმ ლენინიზმის მარქსის, ენგელსის, ლენინისა და სტალინის მოძღვრებისგან:
მარქსიზმ ლენინიზმი როგორც მარქსიზმის იდეოლოგიას, რომელმაც შემდგომი განვითარება ლენინიზმში ჰპოვა.
მარქსიზმ ლენინიზმი თავის თავში შეიცავს მარქსის, ენგელსისა და ლენინის მოძღვრებებს. სტალინიზმი როგორც მარქსიზმ ლენინიზმის იდეოლოგიას, რომელმაც შემდგომი განვითარება სტალინიზმში ჰპოვა.
სტალინიზმი თავის თავში შეიცავს მარქსის, ენგელსისა და ლენინის მოძღვრებებს.
კომუნიზმი არის:
პროლეტარიატის დიქტატურა, კომუნა, კოლექტივიზმი, მუშათა თვითმმართველობა, კლასობრივი ბრძოლა, მსოფლიო რევოლუცია, ანტიკაპიტალიზმი, გეგმიური ეკონომიკა და პროლეტარიატული ინტერნაციონალიზმი.
ფილოსოფიური, სოციალური, პოლიტიკური და ეკონომიკური იდეოლოგია და მოძრაობა, რომლის საბოლოო მიზანიც არის კომუნისტური საზოგადოების შექმნა, რაც წარმოადგენს სოციალურ ოეკონომიკურ წესრიგს წარმოების საშუალებების საერთო საკუთრებაში ფლობით, ასევე სოციალური კლასების, ფულისა და სახელმწიფოს გაუქმებით. მის იდეოლოგიურ ფუძემდებლად ითვლება გერმანელი ფილოსოფოსი კარლ მარქსი. კომუნიზმი ასევე გამოიყენება კომუნისტური იდეოლოგიის მატარებელი პოლიტიკური მოძრაობების მისამართით.
მარქსმა და ენგელსმა კრიტიკულად გადაამუშავეს ადამიანის აზრის ყველა საუკეთესო მიხწევა ფილოსოფიის, პოლიტიკური ეკონომიისა და სოციალიზმის დარგში, განაზოგადეს მრავალსაუკუნოვანი გამოცდილება ჩაგრული კლასების ბრძოლისა მათი დამმონებლების წინააღმდეგ და შექმნეს მეცნიერული სოციალიზმის მოძღვრება, რომელიც რევოლუციურ გადატრიალებას წარმოადგენს და ახალ ეპოქას ქმნის საზოგადოებრივი აზრის განვითარებაში. ყველა სხვა ფილოსოფიურ და პოლიტიკურ სისტემათა წინააღმდეგ მარქსიზმი მუშათა კლასისა და ყველა მშრომელის ძირითად ინტერესებს გამოხატავს. მარქსიზმი არის არა ერთეულთა ან ცალკეული სექტების დამაარსებელთა მოძღვრება, არამედ ეს არის მოძღვრება, რომელიც პროლეტარიატისათვისაა განკუთვნილი და მოწოდებულია მის რევოლუციურ ბრძოლაში კომპასის როლი შეასრულოს. მარქსიზმი — დროშაა, რწმენის სიმბოლოა მუშათა კლასისათვის, რომელსაც მან აღმოუჩინა მისი ისტორიული მისია — კაცობრიობის განთავისუფლება ყოველგვარი ჩაგვრისა და ექსპლოატაციისაგან — და მიუთითა გზა კომუნისტური საზოგადოების აშენებისაკენ. ამაშია მარქსიზმის ძალა, ეს ხდის მას უძლეველად. «მარქსი და ენგელსი არიან რომელიმე ფილოსოფიური «სკოლის» არა უბრალო მამამთავრები ისინი — ცოცხალი ბელადებია ცოცხალი პროლეტარული მოძრაობისა, რომელიც დღითი დღე იზრდება და ძლიერდება» (ი. სტალინი). მარქსიზმი გზას იკაფავდა რეაქციული იდეალისტური ფილოსოფიის, ბურჟუაზიული პოლიტიკური ეკონომიის, სექტანტური და წვრილბურჟუაზიული სოციალიზმის წინააღმდეგ შეურიგებელ ბრძოლაში. მეცნიერული სოციალიზმის ძირითადი იდეები მარქსმა და ენგელსმა კლასიკურად გადმოსცეს სახელგანთქმულ საპროგრამო დოკუმენტში «კომუნისტური პარტიის მანიფესტში», რომლითაც იწყება ეს კრებული «ამ ნაწარმოებში — აღნიშნავდა ლენინი — გენიალური სიცხადითა და სიმკვეთრით გამოხატულია ახალი მსოფლ მხედველობა, თანმიმდევრული მატერიალიზმი, რომელიც სოციალური ცხოვრების სფეროსაც მოიცავს, დიალექტიკა, როგორც განვითარების ყოველმხრივი და უღრმესი მოძღვრება, კლასობრივი ბრძოლის თეორია და პროლეტარიატის, კომუნისტური საზოგადოების შემოქმედის, მსოფლიო ისტორიული რევოლუციური როლი». «კომუნისტური პარტიის მანიფესტმა» — «მარქსიზმის ქებათა-ქებამ», — როგორც მას ამხანაგმა სტალინმა უწოდა, თეორიული იარაღი მისცა ყველა ქვეყნის მილიონობით პროლეტარებს კაპიტალისტური მონობის წინააღმდეგ საბრძოლველად, მომავალი გადაუშალა მათ და საბრძოლო პროგრამა დაუსახა მოქმედებისათვის. მარქსის სამი ნაშრომი XIX მეცხრამეტე საუკუნის საფრანგეთის ისტორიის შესახებ — «კლასთა ბრძოლა საფრანგეთში», «თვრამეტი ბრიუმერი ლუი ბონაპარტისა» და «სამოქალაქო ომი საფრანგეთში», რომლებიც შეტანილია კრებულში, წარმოადგენს ისტორიის კონკრეტულ მოვლენათა ანალიზის მიმართ ისტორიული მატერიალიზმის მეთოდის გამოყენების ბრწყინვალე ნიმუშს. ამავე დროს მათ დიდი თეორიული მნიშვნელობა აქვთ: აქ ასახულია განვითარება მარქსისტული მოძღვრებისა პროლეტარული რევოლუციისა და პროლეტარიატის დიქტატურის შესახებ. პროლეტარული მოძრაობის ნამდვილი ბელადი მარქსი თვითონ სწავლობდა მასებისაგან, ისტორიის ამ შემოქმედთაგან და მათი ბრძოლის გაკვეთილებით ამდიდრებდა რევოლუციურ თეორიას. 1848 და 1849 წლების რევოლუციის მდიდარმა გამოცდილებამ ბიძგი მისცა მარქსის შეხედულებათა განვითარებასა და კონკრეტიზაციას სახელმწიფოს შესახებ. თუ «კომუნისტური პარტიის მანიფესტში» მოცემული იყო ჯერ კიდევ მხოლოდ ზოგადი ფორმულირება პროლეტარიატის მიერ პოლიტიკური ძალაუფლების მოპოვების გარდაუვალობის შესახებ, თავის თხზულებაში «18 ბრიუმერი ლუი ბონაპარტისა» 1848 და 1851 წლებში საფრანგეთის კლასთა ბრძოლის განზოგადოების შედეგად, მარქსი იმ დასკვნამდე მივიდა, რომ პროლეტარიატის დიქტატურის დამყარებისათვის საჭიროა უწინარეს ყოვლისა, ძველი სამხედრო-ბიუროკრატიული მანქანის, ბურჟუაზიის კლასობრივი ბატონობის აპარატის დანგრევა. უფრო გვიან «ზეცის მოიერიშე» პარიზის კომუნარების გმირულმა საქმემ მარქსი მისი მოძღვრების განვითარების უაღრესად მნიშვნელოვან ნაბიჯამდე მიიყვანა. როდესაც მარქსი თავის თხზულებაში «სამოქალაქო ომი საფრანგეთში» ანალიზს უკეთებდა ხალხთა მასების ცდას — შეექმნათ პარიზში საკუთარი მუშური სახელმწიფო, იგი იმ დასკვნამდე მივიდა, რომ სწორედ პარიზის კომუნის ტიპის პოლიტიკური ორგანიზაცია და არა პარლამენტური რესპუბლიკა წარმოადგენს პროლეტარიატის დიქტატურის ყველაზე მიზანშეწონილ ფორმას. ბოლოს, «გოთას პროგრამის კრიტიკაში», ოპორტუნისტების წინააღმდეგ მიმართულ თვალსაჩინო დოკუმენტში, ოპორტუნისტებისა, რომლებიც ცდილობდნენ დაემახიჯებინათ მარქსიზმის რევოლუციური სული, მარქსი აღნიშნავს აუცილებლობასა და ისტორიულ გარდაუვალობას იმ «პოლიტიკური გარდამავალი პერიოდისა», რომლის სახელმწიფო უნდა გახდეს პროლეტარიატის რევოლუციური დიქტატურა. ამ ნაწარმოებში, რომლის თეორიული და პრაქტიკული მნიშვნელობა ფასდაუდებელია, მარქსმა პირველად ჩამოაყალიბა ცნობილი დებულება სოციალიზმსა და კომუნიზმზე, როგორც ორ ფაზაზე ახალი, კომუნისტური საზოგადოებრივი წყობის განვითარებაში. პროლეტარულ სოციალიზმთან განუწყვეტელ შინაგან ერთიანობაშია დიალექტიკური მატერიალიზმი — რევოლუციური პროლეტარიატის მსოფლმხედველობა: «მარქსიზმი» წერდა ამხანაგი სტალინი, — არ არის მარტო სოციალიზმის თეორია, — ის მთელი მსოფლმხედველობაა, ფილოსოფიური სისტემაა, საიდანაც თავისთავად გამომდინარეობს მარქსის პროლეტარული სოციალიზმი». «თეზისებში ფოიერბახის შესახებ», რომელიც ენგელსმა დაახასიათა როგორც «პირველი დოკუმენტი, სადაც ახალი მსოფლმხედველობის გენიალური ჩანასახია მოცემული», მარქსმა ჯერ კიდევ 1845 წელს განუწყვეტელი კავშირი გამოაცხადა ფილოსოფიასა და საზოგადოებრივ პრაქტიკის შორის. «ფილოსოფოსები მხოლოდ სხვადასხვანაირად განმარტავდნენ სამყაროს, მაგრამ საქმე ისაა, რომ იგი შეცვლილ იქნეს», ამბობდა მარქსი. მხოლოდ დიალექტიკური მატერიალიზმი, როგორც ერთადერთი ჭეშმარიტად მეცნიერული მსოფლმხედველობა, შეიძლება იყოს ფილოსოფია პროლეტარიატისა, იმ რევოლუციური კლასისა, რომელიც მოწოდებულია გარდაქმნას სამყარო. მარქსი და ენგელსი, რომლებიც ამხელდნენ იდეალიზმსა და მატერიალიზმს შორის ბრძოლის კლასობრივ ხასიათს, იცავდნენ ფილოსოფიაში პარტიულობის პრინციპს. «მარქსი და ენგელსი — წერდა ლენინი, — თავიდან ბოლომდე პარტიულები იყვნენ ფილოსოფიაში, ისინი ადვილად ამჩნევდნენ გადახრას მატერიალიზმისაგან და დათმობას იდეალიზმისა და ფიდეიზმისადმი ყველა და ყოველგვარ «უახლეს» მიმართულებაში». თავის წინასიტყვაობაში «პოლიტიკური ეკონომიის კრიტიკისათვის» მარქსმა ისტორიული მატერიალიზმის არსის, საზოგადოებრივი ცხოვრებისადმი დიალექტიკური მატერიალიზმის დებულებათა გამოყენების გენიალური ფორმულირება მოგვცა. იმ კლასიკურ ნაწარმოებებს, რომლებშიც მოცემულია მარქსიზმი, როგორც მთლიანი მსოფლმხედველობა, მიეკუთვნება ენგელსის ნაშრომი «სოციალიზმის განვითარება უტოპიიდან მეცნიერებისაკენ». ეს ნაწარმოები წარმოადგენს იმ სამ თავს «ანტი-დიურიგინდან», რომლებიც ენგელსმა სპეციალური მიზნით გადაამუშავა, რათა მიეცა მუშებისათვის მარქსისტული მოძღვრების პოპულარული გადმოცემა. ენგელსი მოკლედ ახასიათებს მარქსიზმის სამ შემადგენელ ნაწილს და გვიჩვენებს, რომ მსოფლიო კულტურის ყველა მიხწევა კრიტიკულად გადაამუშავა მარქსმა, რომ მარქსმა შექმნა ახალი მსოფლმხედველობა, რომელიც თვისებრივად განირჩევა ყველა წინამორბედი საზოგადოებრივი მოძღვრებისაგან. ენგელსის შრომა «ლუდვიგ ფოიერბახი» არის მატერიალისტური მსოფლმხედველობის და დასაბუთებისათვის საბრძოლო გამოსვლა. აქ ენგელსი გვაძლევს ფილოსოფიის ძირითადი საკითხის — ყოფიერებისადმი აზროვნების, ბუნებისადმი სულის დამოკიდებულების — კლასიკურ ფორმულირებას, — საკითხისა, რომელიც ფილოსოფოსებს ორ ბანაკად ჰყოფს: იდეალისტებად და მატერიალისტებად. შრომებში «სოციალიზმის განვითარება უტოპიიდან მეცნიერებისაკენ» და «ლუდვიგ ფოიერბახი» ენგელსი ხაზს უსვამს ჰეგელის იდეალისტური დიალექტიკისადმი მარქსის მატერიალისტური დიალექტიკის დაპირისპირებულობას და ამხელს ფოიერბახის მეტაფიზიკური მატერიალიზმის ნაკლოვანებასა და შეზღუდულობას. დიდი თეორიული მნიშვნელობა აქვთ მარქსისა და ენგელსის ცალკეულ წერილებს, რომლებიც ამ კრებულში იქნა შეტანილი და რომლებიც და ისტორიული მატერიალიზმის საკითხებს ეხება. წერილებში ანენკოვისა ვაიდემაიერისადმი მარქსი მოკლედ აყალიბებს იმ ახალ შენაძენს, რაც მან საზოგადოებრივი განვითარებისა და კლასობრივი ბრძოლის თეორიაში შეიტანა. წერილებში კ. შმიდტისა, ი. ბლოხისა, ფ. მერინგისა და გ. შტარკენბურგისადმი, ენგელსმა სასტიკად გაილაშქრა ისტორიიდან მატერიალისტური გაგების ვულგარიზაციისა და საზოგადოების განვითარებასა და კლასთა ბრძოლაში იდეოლოგიური ფაქტორის შეუფასებლობის წინააღმდეგ. თავის შრომაში «გაკვრით პარტიულ უთანხმოებაზე» ამხანაგი სტალინი გვიჩვენებს, თუ რა დიდი პრაქტიკული მნიშვნელობა ჰქონდა პარტიისთვის, სტიქიურობის ტრედ-უნიონისტური თეორიის წინააღმდეგ ბრძოლისათვის, ენგელსის ამ თეორიულ გამოსვლას: «საჭირო იყო დამტკიცებულიყო იდეის დიდი მნიშვნელობა. და აი გამოვიდა ენგელსი და თავის წერილებში 1891 და 1894 წლებში აღნიშნა, რომ მართალია იდეა ზეციდან არ ვარდება, ის ცხოვრების ღვიძლი შვილია, მაგრამ რაკი ერთხელ დაიბადება, მას დიდი მნიშვნელობა აქვს, ის თავს უყრის ადამიანებს, აერთებს მათ და თავის დაღს ასვამს მის მშობელ საზოგადოებრივ ცხოვრებას, — იდეას დიდი მნიშვნელობა აქვს ისტორიულ მოძრაობაშიო» (ი. სტალინი). საზოგადოებრივი განვითარების ისტორიის მიმართ ისტორიული მატერიალიზმის თეორიის ოსტატური გამოყენების ნიმუშს წარმოადგენს ენგელსის წიგნი «ოჯახის კერძო საკუთრებისა და სახელმწიფოს წარმოშობა». ენგელსი ამ წიგნში ააშკარავებს ოჯახის, გვარის, კერძო საკუთრების, კლასებისა და სახელმწიფოს წარმოშობის სათავეებს, გვიჩვენებს მათი განვითარების კანონზომიერებას და მათ დამოკიდებულებას წარმოების მატერიალური წესისაგან და ასაბუთებს ერთი საზოგადოებრივი ფორმების მეორე ფორმებით შეცვლის გარდაუვალობას. ლენინი ენგელსის ამ შრომას ახასიათებდა როგორც თანამედროვე სოციალიზმის ერთ-ერთ ძირითად ნაწარმოებს. «მარქსის თეორიის ყველაზე ღრმა, ყოველმხრივსა და დეტალურ დადასტურებას და გამოყენებას წარმოადგენს მისი ეკონომიური მოძღვრება» (ვ. ი. ლენინი). თავის უკვდავ შრომაში «კაპიტალი» მარქსმა მოგვცა კაპიტალისტური საზოგადოების მოძრაობის ეკონომიური კანონის გენიალური ანალიზი, განიხილა ამ საზოგადოების წარმოშობა, განვითარება და დაქვეითება. ამ კრებულში მოთავსებულია «კაპიტალის» პირველი ტომის სახელგანთქმული XXIV ოცდამეოთხე თავის უკანასკნელი მეშვიდე განყოფილება. ამ განყოფილებაში მარქსი ააშკარავებს კაპიტალისტური დაგროვების ისტორიულ ტენდენციას, მუშათა კლასსა და ბურჟუაზიას შორის წინააღმდეგობათა გამწვავების გარდაუვალობას, პროლეტარული რევოლუციისა და «ექსპროპრიატორთა ექსპროპრიაციის» გარდაუვალობას. ენგელსის რეცენზია «კაპიტალის» პირველ ტომზე ფართო მკითხველს აცნობს მარქსის ამ შრომის შინაარს. აქ ენგელსი გვიჩვენებს მუშათა კლასის ბრძოლის მსოფლიო-ისტორიულ მნიშვნელობას და გადმოგვცემს მოძღვრებას ზედმეტი ღირებულების შესახებ, რომელიც «მარქსის ეკონომიური თეორიის ქვაკუთხედია» (ვ. ი. ლენინი). ამ კრებულში შედის აგრეთვე ორი ნაწარმოები, რომლებიც მარქსის მიერ მუშათა ფართო მასებისათვის იყო განკუთვნილი. პირველ თხზულებას — «დაქირავებული შრომა და კაპიტალი» — საფუძვლად დაედო ლექციები, რომლებიც მარქსმა 1847 წელს ბრიუსელის გერმანელ მუშათა საზოგადოებაში წაიკითხა. მეორე ნაწარმოები — «ხელფასი, ფასი და მოგება» — წარმოადგენს მარქსის მოხსენებას მუშათა საერთაშორისო ასოციაციის გენერალური საბჭოს ორ სხდომაზე 1865 წელს. ამ შრომებში მარქსი პოპულარული ფორმით გვაძლევს ღრმა თეორიულ ანალიზს იმ ეკონომიურ ურთიერთობებისა, რომლებზედაც დაფუძნებულია ბურჟუაზიის კლასობრივი ბატონობა, გვიხსნის ზედმეტი ღირებულების წარმოშობასა და არსს და მიჰყავს მკითხველი იმ რევოლუციურ დასკვნამდე, რომ დაქირავებული მონობის მოსპობისათვის აუცილებელია მუშათა კლასის ბრძოლა. მეცნიერული სოციალიზმის ერთ-ერთ ძირითად ნაწარმოებს წარმოადგენს ენგელსის შრომა «ბინის საკითხისათვის». მასში მოცემულია ბინის საკითხის გადაწყვეტის პრუდონისტული პროექტების კრიტიკა; ენგელსი ამ კრიტიკას მთელი კაპიტალისტური სისტემის წინააღმდეგ მიმართულ საბრალმდებლო აქტად აქცევს. წინააღმდეგ პრუდონისტებისა და სხვა სოციალ-რეფორმატორებისა, ენგელსი ხაზგასმით აღნიშნავს კაპიტალიზმის დროს ბინის საკითხის გადაჭრის შეუძლებლობას. ენგელსი აქ აყენებს მნიშვნელოვან თეორიულ საკითხს ქალაქსა და სოფელს შორის დაპირისპირებულობის მოსპობის შესახებ და ამტკიცებს, რომ ეს შესაძლებელია მხოლოდ კომუნისტური საზოგადოების პირობებში. მეცნიერული სოციალიზმის ფუძემდებლები საერთაშორისო პროლეტარიატის პირველი ორგანიზატორები და ბელადები იყვნენ. მარქსიზმის თეორიის დამუშავება პირველი დღეებიდანვე განუწყვეტლივ იყო დაკავშირებული მარქსისა და ენგელსის ბრძოლასთან პროლეტარული პარტიის შექმნისათვის. როგორც ცნობილია, «კომუნისტური პარტიის მანიფესტი» დაწერილი იყო პროგრამის სახით პროლეტარიატის პირველი საერთაშორისო კომუნისტური ორგანიზაციის — კომუნისტთა კავშირისათვის, რომელიც მარქსმა და ენგელსმა შექმნეს. ენგელსის სტატიაში «კომუნისტთა კავშირის ისტორიისათვის» მოცემულია ამ ორგანიზაციის მოღვაწეობის მოკლე ნარკვევი. მარქსის მოღვაწეობა გერმანიის 1848 და 1849 წლების რევოლუციაში გაშუქებულია ენგელსის სტატიაში «მარქსი და «ახალი რაინის გაზეთი». ცნობილ თხზულებაში «ცენტრალური კომიტეტის მიმართვა კომუნისტთა კავშირისადმი» შეჯამებულია 1848 და 1849 წლების რევოლუციური ბრძოლის შედეგები და ჩამოყალიბებულია დებულება განუწყვეტელი რევოლუციის შესახებ. ეს დებულება იმპერიალიზმის ეპოქაში ლენინმა განავითარა ბურჟუაზიული დემოკრატიული რევოლუციის სოციალისტურ რევოლუციაში გადაზრდის თეორიად. როდესაც მუშათა მოძრაობის ახალი აღმავლობის ნიადაგზე მუშათა საერთაშორისო ასოციაცია წარმოიშვა (1864 და 1872 წლებში), მარქსმა იკისრა ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელობა და დაუწერა მას «დამფუძნებელი მანიფესტი» და «წესდება», რომლებშიც ყველაზე მარტივ, ყველა მუშისთვის მისაწვდომ ფორმაში წამოყენებული იყო კაპიტალიზმის წინააღმდეგ საბრძოლველად დამოუკიდებელი პროლეტარული პარტიის შექმნის ამოცანა. მარქსმა დაწერა საერთაშორისო ასოციაციის დოკუმენტების დიდი ნაწილი, მათ შორის ამ კრებულში შეტანილია ორი «მოწოდება საფრანგეთ-პრუსიის ომის შესახებ». მარქსის კლასიკური შრომა «სამოქალაქო ომი საფრანგეთში» დაწერილი იყო აგრეთვე როგორც მუშათა საერთაშორისო ასოციაციის მიმართვა. მარქსის სტატია «პრუდონის შესახებ», ენგელსის სტატიები «ავტორიტეტის შესახებ», «რუსეთის საზოგადოებრივ ურთიერთობათა შესახებ» და რიგი სხვა სტატიებისა, რომლებიც სტატიების და წერილების კრებულში შევიდა, ნათლად ასახავენ მარქსიზმის ფუძემდებლების თანმიმდევრულ ბრძოლას ყველა ფორმის უტოპიური და წვრილბურჟუაზიული სოციალიზმის, მუშათა მოძრაობაში სექტანტობის წინააღმდე. ევროპის მუშათა მოძრაობის განვითარების მომდევნო ეტაპზე, როდესაც ცალკეულ ქვეყნებში სოციალისტური მუშათა პარტიები წარმოიქმნებიან, მარქსი და ენგელსი, როგორც საერთაშორისო პროლეტარიატის აღიარებული ბელადები, ამ პარტიების განმტკიცების მიზნით აწარმოებენ ბრძოლას აშკარა ოპორტუნიზმის, შემრიგებლობის და მემარცხენე ფრაზერობის წინააღმდეგ. ამ ბრძოლამ თავისი გამოხატულება ჰპოვა ისეთ შრომებში, როგორიცაა ზემოხსენებული «გოთას პროგრამის კრიტიკა», შრომის — «მუშათა კლასის მდგომარეობა ინგლისში» — მეორე გამოცემის წინასიტყვაობა», «გლეხთა საკითხი საფრანგეთსა და გერმანიაში» და სხვა ნაწარმოებები, რომლებიც ამ კრებულშია მოთავსებული. ნაწარმოებებში, რომლებიც შეტანილია ამ კრებულში, გადმოცემულია საფუძვლები რევოლუციური თეორიისა, რომელსაც მარქსიზმის ფუძემდებლები ნახევარი საუკუნის მანძილზე დაუღალავად ანვითარებდნენ და სრულყოფდნენ. მარქსისა და ენგელსის სიკვდილის შემდეგ II მეორე ინტერნაციონალის ლიდერები ბურჟუაზიის საამებლად ამახინჯებდნენ მარქსის რევოლუციურ მოძღვრებას, ცდილობდნენ გადაექციათ იგი გაქვავებულ დოგმათა კრებულად. კაპიტალიზმთან გადამწყვეტი შეჯახების წინადღეს საჭირო იყო მარქსიზმის რევოლუციური სულის დაცვა, მუშათა მოძრაობის რიგებიდან პოლიტიკანობის, რენეგატობის, პროლეტარიატის საქმისადმი ღალატის მოსპობა. ლენინისა და მისი საუკეთესო მოწაფისა და საქმის გამგრძელებელი ამხანაგ სტალინის უდიდესი დამსახურება ის არის, რომ მათ მოახდინეს «II მეორე ინტერნაციონალის ავგიოსის თავლების გენერალური შემოწმება და გენერალური წმენდა». მაგრამ მარქსისტული თეორია, როგორც მეცნიერება საზოგადოებაზე, როგორც მეცნიერება პროლეტარიატის რევოლუციაზე, პროლეტარიატის დიქტატურაზე, კომუნისტური საზოგადოების მშენებლობის გზების შესახებ, არ შეიძლება ერთ ადგილზე იდგეს; იგი ახალი გამოცდილებითა და ახალი ცოდნით უნდა მდიდრდებოდეს. ახალ ისტორიულ პირობებში საჭირო იყო წინ წაწევა რევოლუციური თეორიისა, რომელსაც საფუძვლები მარქსმა და ენგელსმა ჩაუყარეს. მეცნიერების ორმა დიდმა კორიფეიმ ბელადებმა — ამხანაგმა ლენინმა და ამხანაგმა სტალინმა ეს მსოფლიო-ისტორიული ამოცანაც შეასრულეს მათ შემდგომ განავითარეს მარქსისა და ენგელსის მოძღვრება და ახალ საფეხურზე აიყვანეს იგი. «გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ ენგელსის სიკვდილის შემდეგ უდიდესი თეორეტიკოსი ლენინი, ხოლო ლენინის შემდეგ — სტალინი და ლენინის სხვა მოწაფეები — იყვნენ ერთადერთი მარქსისტები, რომლებიც წინ სწევდნენ მარქსისტულ თეორიას და რომლებმაც გაამდიდრეს იგი ახალი გამოცდილებით პროლეტარიატის კლასობრივი ბრძოლის ახალ პირობებში. და სწორედ იმიტომ, რომ ლენინმა და ლენინელებმა წინ წასწიეს მარქსისტული თეორია, ლენინიზმი წარმოადგენს მარქსიზმის შემდგომ განვითარებას, მარქსიზმს პროლეტარიატის კლასობრივი ბრძოლის ახალ პირობებში, იმპერიალიზმისა და პროლეტარული რევოლუციების ეპოქის მარქსიზმს, დედამიწის ერთ მეექვსედ ნაწილზე სოციალიზმის გამარჯვების ეპოქის მარქსიზმს» ლენინ-სტალინის პარტია, რომელიც ამდიდრებდა მარქსისტულ-ლენინურ მეცნიერებას ახალი თეორიული დებულებებით, წინ სწევდა მას და თავის მოღვაწეობაში მუდამ ამ მეცნიერებით ხელმძღვანელობდა.
Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев