Charis Tsevis-ის ილუსტრაცია.
26 წლის მარკ ცუკერბერგი, ამ «ტიტულის» ყველაზე ახალგაზრდა მფლობელი გახდა, რომელიც მან… ოხ… «ჩვენი ჩვეულებრივი ცხოვრების რითმის შეცვლის» გამო მიიღო.
Time-ის აღმასრულებელი დირექტორი, რიჩარდ სტენგელი ოფიციალურ განცხადებაში ამბობს, რომ არჩევანი ცუკერბერგზე «ნახევარი მილიარდი ადამიანის გაერთიანებისა» და «ინფორმაციის ახალი სისტემის შექმნის გამო შეჩერდა».
მართლაც, ყველასთვის ცნობილია თუ რამდენი ადამიანია მიჯაჭვული ამ სოციალურ ქსელს. დღეისათვის, რესურსმა 500 მლნ «აქტიურ მომხმარებელს» გადააჭარბა, ხოლო ცნობილმა რეჟისორმა, დევიდ ფინჩერმა, მის საპატივცემლოდ, ფილმიც კი გადაიღო.
მარკ ცუკერბერგის «წლის მამაკაცად» დასახელებამ Time-ის ძალიან ბევრი მკითხველის უკმაყოფილება გამოიწვია, რადგან მკითხველთა ხმების შეჯამებით გამარჯვებული WikiLeaks-ის დამფუძნებელი, ვირტუოზი ჰაკერი და ინფორმაციის თავისუფლებისათვის მებრძოლი ჯულიან ასანჟი უნდა გამხდარიყო.
თუმცა, ბატონი სტენგელი, როგორც გამომცემლობის ხელმძღვანელი, თვითნებურად იღებს გადაწყვეტილებებს. ასანჟმა მისი კანდიდატების ცხრილში, მხოლოდ მესამე ადგილი დაიკავა. მეორეზე «ჩაის მოძრაობის» დამფუძნებელი გავიდა. არ არის გამორიცხული, რომ ასანჟმა ეს გადაწყვეტილება ამირიკის ხელისუფლებასთან კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად მიიღო.
წყარო: ფრანც პრესი
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 1