Joker Online წარმოადგენს პოპულარული კარტის თამაშ 'ჯოკერი'-ს კომპიუტერულ ვერსიას, რომლის თამაში შესაძლებელია მხოლოდ ინტერნეტით. თამაშში არ არის კომპიუტერი (ბოტები), ანუ ეთამაშებით მხოლოდ ონლაინ მოთამაშეებს. Joker Client ვრცელდება უფასოდ.
როგორ ვითამაშოთ
თამაშს ინსტალაცია არ სჭირდება. პირველ რიგში თამაშისთვის აუცილებელია კომპიუტერზე გეყენოთ .NET Framework 2.0 და გადმოიწეროთ Joker Client.
მომხმარებელი ( იუზერი )
თუ თქვენ თამაშობთ პირველად, აუცილებელია შექმნათ თქვენი იუზერი (ამისათვის საჭიროა შეხვიდეთ მენიუში: მთავარი → მომხმარებელი → ახალი), ხოლო თუ თქვენ უკვე გაქვთ მომხმარებელი, მაშინ საჭიროა გაიაროთ ავტორიზაცია (მთავარი → მომხმარებელი → შესვლა).
მაგიდა
ავტორიზაციის შემდეგ თქვენ შეგიძლიათ ან შექმნათ ახალი მაგიდა (მენიუდან: მთავარი → მაგიდა → ახალი მაგიდა) სადაც შემოვლენ სხვა მოთამაშეებიც, ან შეხვიდეთ რომელიმე შექმნილ მაგიდაზე (მთავარი → მაგიდა → მაგიდის ძებნა). შექმნისას, ახალ მაგიდას შეგიძლიათ დაადოთ პაროლი, აირჩიოთ ხიშტის სიდიდე და ჩართოთ დონის კონტროლი, რომელიც განსაზღვრავს მინიმუმ რა დონე უნდა ქონდეს მოთამაშეს რომ შეძლოს თქვენს მიერ შექმნილ მაგიდაზე თამაში.
თამაშის დაწყება
თამაშის დასაწყებად აუცილენელია მოთამაშეთა რაოდენობის 4–მდე შევსება. როცა მაგიდაზე მოთამაშეთა რაოდენობა შეივსება, მაგიდის შემქნელი აწვება "თამაშის დაწყება"-ს და თუ სხვა მოთამაშეებიც თანახმა არიან – იწყება ატუზვა.
დამატებითი შესაძლებლობები
მაგიდაზე დაბრუნება (გაწყვეტილი კავშირის აღდგენა)
როდესაც თამაში უკვე დაწყებულია, თქვენი ინტერნეტი გაითიშა, ან სხვა რაიმე მიზეზის გამო გაწყდა კავშირი სერვერთან, თამაშის გასაგრძელებლად საჭიროა თავიდან გაიაროთ ავტორიზაცია, შემდეგ მოძებნოთ თქვენი მაგიდა "შეწყვეტილი თამაშები"-ს ჩანართზე (მთავარი → თამაში → მაგიდები) და განაგრძოთ თამაში.
ჯოკერის ჩამოსვლა
ჯოკერის ჩამოსვლის ორი გზა არსებობს – დამწყებთათვის და კლასიკური. მისი ამორჩევა შესაძლებელია თამაშის კონფიგურაციებში (მთავარი → კონფიგურაცია). როცა არჩეულია "დამწყებთათვის" ჯოკერის ჩამოსვლისას გამოდის ასარჩევი სია, სადაც ირჩევთ: მოჯოკვრა გსურთ თუ ჯოკერის ქვემოდან დადება, ხოლო როცა თქვენი ტარებაა: მაღალს აცხადებთ, თუ წაიღოს. როცა არჩეულია "კლასიკური", მაშინ მაუსის მარცხენა ღილაკზე კლიკი ნიშნავს მოჯოკვრას, მარჯვენა ღილაკზე კლიკი კი ჯოკერის ქვემოდან დადებას.
რეიტინგი
თამაშში ორი ტიპის რეიტინგების სისტემა არსებობს: პერსონალური რეიტინგი და მოთამაშის რეიტინგი. დაწვრილებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ აქ .
" ცვეტაობა "
თამაშში ვერ "იცვეტავებთ", ანუ მხოლოდ იმ კარტის ჩამოსვლის უფლება გაქვთ, რაც ჯოკერის წესებით არის განსაზღვრული.
ლოდინი
თუ რომელიმე მოთამაშე აგვიანებს თამაშს, გარკვეული დროის (დაახლოებით 30 წამის) შემდეგ, დანარჩენ 3 მოთამაშეს ეგზავნება შეტყობინება, სურთ თუ არა რომ თამაში დამთავრდეს, თუ ერთ მოთამაშეს მაინც სურს თამაშის გაგრძელება, თამაში გრძელდება და კვლავ ელოდება გასულ მოთამაშეს. თუ გამოკითხვის შედეგად მაგიდაზე მყოფ ყველა მოთამაშეს სურს თამაშის დამთავრება, თამაში მთავრდება და ვინც გასცა გამოკითხვაზე პასუხი, მხოლოდ იმ მოთამაშეებს ემატებათ პერსონალური რეიტინგი.
გამოკითხვა
როდესაც გამოკითხვა მიმდინარეობს მაგიდაზე, ქვედა მარცხენა კუთხეში ჩნდება ქვიშის საათი, და ამ დროს მოთამაშეს არ შეუძლია არც ცხადება და არც კარტის ჩამოსვლა – ის უნდა დაელოდოს გამოკითხვის დასრულებას.
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев