(დაბ. 1,1 – 27) თავდაპირველად ღმერთმა შექმნა ცისა და დედამიწის მასალა. ეს მასალა არეული იყო ერთმანერთში და ამ ნარევზედ იწვა საშინელი სიბნელე. მააშინ უფალმა პირველ დღეს ბრძანა: "იქმნას ნათელი” და იმწამსვე გამობრწყინდა ნათელი. ნათელი გაჰყო სიბნელისაგან, პირველს უწოდა დღე და მეორეს ღამე. მეორე დღეს უფალმა ბრძანა: გაჩნდეს ცა! და ერთს თვალის დახამხამებაში გაჩნდა ხილული ცა და გადაეკრა დედამიწას მოლურჯო გუმბათივით. მესამე დღეს – წყალი. ღვთის ბრძანებით წყალი გაიყო ხმელეთისაგან და შეგროვდა მდინარეებად და ზღვებად, ხოლო ხმელეთმა აღმოაცენა ბალახი, ხეხილი და ყველა მცენარე. მეოთხე დღეს უფალმა გააჩინა მნათობნი ცისანი, მზე, მთვარე და ვარსკვლავები. მეხუთე დღეს შექმნა თევზნი წყალში და ფრინველნი ჰაერში. მეექვსე დღეს უფალმა გააჩინა ნადირნი და ყველა ცხოველნი ხმელეთზედ მცხოვრებნი, და უკანასკნელად შექმნა ადამიანი
Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев