მეც ისეთი ვარ ,როგორიც ყველა ფარისეველი, ცბიერი, ფლიდი. . . ფეხქვეშ გათელილ ფსევდოსინდისებს სამაგიეროს გარეშე ვყიდი. ვყიდი ყველაფერს,რაც გამაჩნია და ვგრძნობ, ახლოა განკითხვის ჟამი! ჩვენს ამაღლებას წლები სჭირდება. . . ხოლო დაცემას -----სულ ერთი წამი. . . გაყინულია ძარღვებში სისხლი, გადახსნილია ყველა ჭრილობა. . . და მივაბიჯებთ ქუჩაში ერთად მე, მთვარის შუქი და გ უ ლ გ რ ი ლ ო ბ ა. . .
Мы используем cookie-файлы, чтобы улучшить сервисы для вас. Если ваш возраст менее 13 лет, настроить cookie-файлы должен ваш законный представитель. Больше информации
Комментарии 11
რაღაც იდუმალი განცდა დამეუფლა,
ზიზღი გამიმძაფრდა წუთისოფლისადმი!
ზეცას მოეძალა სინანულისფერი,
მეტი მოფერება მმართებს მშობლისადმი...
მამის საფლავზეა ია ამოსული,
გაზაფხულია და მაინც სიცივეა...
ცდილობს სივრცე, იყოს გასხვაფერებული,
ირგვლივ ყველაფერი მაინც იგივეა...
ბზარი გასჩენია სულის სისპეტაკეს,
სარეველებისგან იას გამოვიხსნი...
უსასრულობაში ფიქრი ჩაიღვრება,
ასე მეგონება, ცოდვებს ჩამოვიხსნი.
ხილულ სამყაროში მუქი ფონებია,
ფარისევლობაა ყველა რიტუალი!
არის ეს ცხოვრება ტრაგიკომედია,
მხოლოდ პოეზია ––განცდა იდუმალი...
მზერა უსასრულო, ცისკენ მიმართული,
სადღაც სივრცეებში ჩუმად იკარგება,
ხოლო ჰორიზონტზე უკვე დასასრულის
მკრთალი სილუეტი ზანტად იქარგება...
ერთ ქალაქში,ერთ ქუჩაზე, ერთ–ერთ სახლში
ერთ უცნაურ სულის პატრონს ედო ბინა.
იყო იგი მდუმარებით შეპყრობილი,
ერთი რამე ახარებდა მხოლოდ––
წ ვ ი მ ა...
ბევრს იტევდა მისი გული პაწაწინა,
თუმცა მასში აღარავის ჩაუხედავს...
მიდიოდა თავის გზაზე, თავის ტვირთით
და საშველად ერთხელაც არ გაუხედავს...
რაიც იყო კეთილი და უმთავრესი,
სჯეროდა ,რომ ყველაფერი ახდებოდა!
ერთ ქუჩაზე,
ერთ ქალაქში,
ერთ–ერთ სახლში
ერთმა კაცმაც არ იცოდა , რა ხდებოდა....
გადაიწურა ყველა იმედი,
ყოფნა–არყოფნის წამები დადგა...
გამიფერმკრთალდა შრეები სულის,
ძვალსა და რბილში სიცივე ჩადგა...
და მე უეცრად სუნთქვა შემეკრა,
სიბნელე სულის მხუთავს და მზარავს!
მარადიული სატანჯველისგან
მჯერა, უფალი ვერ დამიფარავს..
ვიღაცა მიყვარს,
ძლიერ მიყვარს,
რაღაცას ვეტრფი
და
დღესაც ვერ გამირკვევია,
რაა? ვინაა?
იქნებ,
ქარია გადარეული!
იქნებ, თოვლი, ჯერ შორეული,
იქნებ,
წ ვ ი მ ა ა ?
ქარი? ქარმა ყველაფერი არია,
მეც გადამრია და
უცებ ... ჩადგა.
თოვლი? თოვლიც იყო
და ისიც გადნა...
წვიმა?
წვიმა სიგიჟემდე მიყვარს!
ვიმეორებ,რაც ათასჯერ მითქვამს,
ჰოდა, ვასკვნი ბოლოს:
რაა? ვინაა?
ჩემი სატრფო
საშინელი წვიმაა...
წვიმის წვეთების წუწუნი მესმის,
ზეცას დაედო სიყალბისფერი...
ღმერთო,
საიდან ამდენი გესლი?
ღმერთო,
საიდან ამდენი მტერი?
წარბი შეიკრა უეცრად ზეცამ
და
გადმოყარა წვეთები გესლის...
ვარ მლოცველივით თავჩაქინდრული
და წვიმის წვეთის ჩურჩული მესმის...
წვიმის წვეთების წუწუნი მესმის,
ზეცას დაედო სიყალბისფერი...
ღმერთო,
საიდან ამდენი გესლი?
ღმერთო,
საიდან ამდენი მტერი?
წარბი შეიკრა უეცრად ზეცამ
და
გადმოყარა წვეთები გესლის...
ვარ მლოცველივით თავჩაქინდრული
და წვიმის წვეთის ჩურჩული მესმის...
კვლავ გადახსნილი ჭრილობიდან მოჟონავს სისხლი
და ვიწრიტები დაუნდობლად,
უდასასრულოდ...
უნდა ვილოცო გულმხურვალედ მუხლმოდრეკილმა,
რომ შეემატოს სულს მხნეობა და ურყეობა.
მხოლოდ იობის მოთმინებას თუკი ვინატრებ,
სხვა ყველა ფიქრი
ამაოა და უსარგებლო...
კვლავ გადახსნილი ჭრილობიდან მოჟონავს სისხლი
და ვიწრიტები დაუნდობლად,
უდასასრულოდ...
უნდა ვილოცო გულმხურვალედ მუხლმოდრეკილმა,
რომ შეემატოს სულს მხნეობა და ურყეობა.
მხოლოდ იობის მოთმინებას თუკი ვინატრებ,
სხვა ყველა ფიქრი
ამაოა და უსარგებლო...
ნაპირებს გასცდა სევდის მდინარე,
ვხედავ წამებას არ უჩანს ბოლო...
უფალო, მომეც ძალა იმისთვის,
უკანასკნელად რომ გავიბრძოლო!
დაღალულ თვალებს შეაშრა ცრემლი,
ხავსი მოედო შრეებს სულისა...
და აქვე ჩუმად სისინებს გველი,
მოსურნე ჩემი აღსასრულისა.
არ დაიჯეროთ,რომ დავმარცხდები!
ვერ მომერევა სენი ძლიერი!
თუმცა ზეცისკენ მიჭირავს თვალი,
გარს მახვევია მზერა ცბიერი.
ტანის სამკაულს არ ვნატრობ ძვირფასს
და არც დედოფლის გვირგვინი მხიბლავს,
ჩემი სამოსი მოთმინებაა,
ეს სატანჯველიც
უფლის ნებაა...
მეც ისეთი ვარ ,როგორიც ყველა ფარისეველი, ცბიერი, ფლიდი. . . ფეხქვეშ გათელილ ფსევდოსინდისებს სამაგიეროს გარეშე ვყიდი. ვყიდი ყველაფერს,რაც გამაჩნია და ვგრძნობ, ახლოა განკითხვის ჟამი! ჩვენს ამაღლებას წლები სჭირდება. . . ხოლო დაცემას -----სულ ერთი წამი. . . გაყინულია ძარღვებში სისხლი, გადახსნილია ყველა ჭრილობა. . . და მივაბიჯებთ ქუჩაში ერთად მე, მთვარის შუქი და გ უ ლ გ რ ი ლ ო ბ ა. . .
საპყრობილეში გამომწყვდეული
ქანცმილეული
სული
ფართხალებს...
არ არის ძალა, არის სურვილი,
რომელიც
ცისკენ
სულს
მიაქანებს...
მივიწევ მაღლა,
რჩება სიბნელე
და მტანჯავს შიში უკან მოხედვის.
დაუსაბამო სევდის ფრთები მაქვს
და უნაპირო თავგამოდების...
რა სილაღეა..
.რა სიმშვიდეა...
რა თავისუფლად ხიხინებს ფილტვი...
რა სინათლეა...
რა სიწმინდეა...
დაუსაბამო ზეცისკენ ვილტვი...
...
ნება მომეცით, სულ ერთი წამით,
სულ ერთი წამით ვისუნთქო შვებით.
ფრთებგამოსხმული
მივიწევ
მაღლა!
უზენაესის
საპყრობილეში გამომწყვდეული
ქანცმილეული
სული
ფართხალებს...
არ არის ძალა, არის სურვილი,
რომელიც
ცისკენ
სულს
მიაქანებს...
მივიწევ მაღლა,
რჩება სიბნელე
და მტანჯავს შიში უკან მოხედვის.
დაუსაბამო სევდის ფრთები მაქვს
და უნაპირო თავგამოდების...
რა სილაღეა..
.რა სიმშვიდეა...
რა თავისუფლად ხიხინებს ფილტვი...
რა სინათლეა...
რა სიწმინდეა...
დაუსაბამო ზეცისკენ ვილტვი...
...
ნება მომეცით, სულ ერთი წამით,
სულ ერთი წამით ვისუნთქო შვებით.
ფრთებგამოსხმული
მივიწევ
მაღლა!
უზენაესის
კეთილი
ნებით....