ატმის რტოო, დაღალულო რტოო, ატმის რტოო, სიმშვიდეა შორი, ქარიშხალი მოდის საიმდროო, ყვავილების ქარში მიქრის ტბორი. მოცდა არ ღირს, თუ ისევე უცდი, ამ გრიგალში დრო არ არის სხივის, დაღალული ყვავილი ხარ სუსტი, ქარი ყივის, ქარი ყივის, ყივის. ნაპრალებზე გადაიმსხვრა ნარგი, ეხლა ზღვაა, ეხლა სისხლის დროა, თუ გადარჩი, ხომ გადარჩი, კარგი... ატმის რტოო, დაღალულო რტოო...
მიცქირე თვალში შენ დადუმდი? იგრძენი განა? იდექი წყნარად და ბინდიან თვალებში მიყურე... ნურაფერს მეტყვი მე არ მინდა არავის ნანა გინდ აღმიდგინე ისევ გული გინდ დამიხურე მიცქირე თვალში, ო,ჩემს თვალში, საშინელება იგრძენი განა?!
ოდესღაც, სადღაც, მარტოობაში გულით ამომსკდა სიმღერა წყნარი, ჩემი სიმღერა ქვითინი იყო, სულით ობლობას კვნესოდა ქარი. ხანი გავიდა, გადამავიწყდა სიმღერა სადღაც, ოდესმე თქმული, სანამ არ ვპოვე მეგობრის გულში ღრმად ჩაქსოვილი და შენახული. ერთხელ,ოდესღაც გზად მივდიოდი, მე მოვისმინე ჩემივ ნაღველი, ყრმობის ოცნებით გატაცებული, ყმაწვილურ ვნების გამომსახველი. და ვერ ვივიწყებ ქალწულის სახეს სადღაც, ოდესმე ფიქრში ზმანებულს, შემდეგ ახდენილს სინამდვილეში, მაგრამ... საკმაოდ დაგვიანებულს.
ქარი ჰქრის, ქარი ჰქრის, ქარი ჰქრის, ფოთლები მიჰქრიან ქარდაქარ... ხეთა რიგს, ხეთა ჯარს რკალად ხრის, სადა ხარ, სადა ხარ, სადა ხარ?.. როგორ წვიმს, როგორ თოვს, როგორ თოვს, ვერ გპოვებ ვერასდროს... ვერასდროს! შენი მე სახება დამდევს თან ყოველ დროს, ყოველთვის, ყოველგან!.. შორი ცა ნისლიან ფიქრებს სცრის... ქარი ჰქრის, ქარი ჰქრის, ქარი ჰქრის!..
ყოველთვის, როცა დაბერავს ქარი და ნისლს მთებისას გაიფენს აფრად, ვერხვის ფოთოლთა თეთრი ლაშქარი აშრიალდება უშორეს ზღაპრად. ზღაპარი იგი მათრობს და მხიბლავს ძველი ღვინის სმით, უღონოდ, მძაფრად, სადღაც დაკარგულ ვარდს და გვირილებს მოგონებებში ვიჭერ თანაბრად. ეს იყო წინათ, დიდი ხნის წინათ… სად, როდის, რისთვის? არ ვიცი, არა! იყვნენ ოდესღად და მიეძინათ… ღელავს ფოთლების მწყობრი კამარა. მას შემდეგ ბედი და იალქანი ქარის სიმძიმით გადაიხარა, შენ კი სადა ხარ ამდენი ხანი? რისთვის ან ვისთან? არ ვიცი, არა! ეს იყო წინათ, დიდი ხნის წინათ, ეს იყო ვერხვის ფოთლების კვნესა, დრომ ყვავილებით დააგვირგვინა, მე პაჟი ვიყავ, ის კი – პრინცესა.
ჯერ არასდროს არ შობილა მთვარე ასე წყნარი! მდუმარებით შემოსილი შეღამების ქმნარი ქროლვით იწვევს ცისფერ ლანდებს და ხეებში აქსოვს... ასე ჩუმი, ასე ნაზი ჯერ ცა მე არ მახსოვს! მთვარე თითქოს ზამბახია შუქთა მკრთალი მძივით, და მის შუქში გახვეული მსუბუქ სიზმარივით მოსჩანს მტკვარი და მეტეხი თეთრად მოელვარე... ჯერ არასდროს არ შობილა ასე ნაზი მთვარე! აქ ჩემს ახლოს მოხუცის ლანდს სძინავს მეფურ ძილით, აქ მწუხარე სასაფლაოს ვარდით და გვირილით, ეფინება ვარსკვლავების კრთომა მხიარული... ბარათაშვილს აქ უყვარდა ობლად სიარული... და მეც მოვკვდე სიმღერებში ტბის სევდიან გედად, ოღონდ ვთქვა, თუ ღამემ სულში როგორ ჩაიხედა, თუ სიზმარმა ვით შეისხა ციდან დამდე ფრთები, და გაშალა ოცნებათა ლურჯი იალქნები.
აქვს ფანტაზია ბავშვის ცაში დაეძებს სოროს სამსართულიან სახლში მეცხრე სართულზე ცხოვრობს
ოპერიდან გამოვიდა მარტო (ჯერ შორს იყო მარტი) იუბილარს ეცვა მუქი პალტო (ჯერ შორს იყო მარტი) რუსთაველზე იდგა მარტოდმარტო (ჯერ შორს იყო მარტი) თვალი ფრთხილად გააყოლა ტატნობს (ჯერ შორს იყო მარტი) და სახლისკენ წაბარბაცდა მარტო (ჯერ შორს იყო მარტი) მხოლოდ ჩრდილი მიყვებოდა პატრონს (ჯერ შორს იყო მარტი) დადგა მარტიც, ამაღლებულს, ჩაძინებულ არწივებთან... მთაწმინდისკენ, ნახევარი საქართველო აცილებდა.....
- ჩვენ დავინიშნოთ ეს ადგილი, - ამბობდი შენა, ვრცელ უდაბნოში, სადაც ქვიშის ისმოდა ქშენა. როგორ გვახსოვდეს? ავიხედეთ – ჩვენ სწორად თითქო ცაზე მსუბუქი, მშვენიერი ღრუბელი იდგა. - დავიმახსოვროთ ეს ადგილი, - ამბობდი კიდევ, როს შენს ბაგეებს ვერ მართმევდა ცისფერი რიდე. როგორ გვახსოვდეს? იმ ადგილას - ჩვენს სწორად - ნელი იგივ მსუბუქი, მშვენიერი იდგა ღრუბელი. ადგილს, დანიშნულს ასე ნათლად და ასე ზუსტად, ამაოდ ვეძებ... მახსოვრობა შემექმნა სუსტად. თუ გადინაცვლა არე-მარემ? გუშინ კი თითქო ცაზე, ჩვენს ზევით ამ ადგილას ღრუბელი იდგა. მაგრამ ყოფნაზე ბევრმა ქარმა გადაიარა, გადაიტანა ბევრი დარდი, ბევრი იარა, და ბევრი რამე, უდარდელად მჭვრეტი ციდანა, ღრუბელთან ერთად ამაოებამ თან წარიტანა.
შენ ზღვის პირას ზღვას საღამო ედებოდა მუქი, შენ ზღის პირას ჩანდი რიგირც შუქი, მე პირველი მახსოვს შენი ნახვა, გაოცება! მშვენიერი ზრახვა. როგორც შორი ხომალდების ცქერა ვით პირველი გრძნობით გულის ძგერა. ირხეოდა გამჭირვალე რული, და მტკიოდა... და მტკიოდა გული. იმ ხომალდებს სამუდამოდ გაჰყვა გაოცება, მშვენიერი ზრახვა.
თვალუწვდენელი, შორი, ვრცელი, დაუსაბამო, ჩუმი, მყუდრო და სევდიანი იყო საღამო. თოვლზე დაცემულ სისხლის წვეთის მსგავსად მზის რგოლი ღრუბელთა შორის იშლებოდა სხივ-ანათრთოლი.
ლურჯი ბურუსით ინთქმებოდა ხშირი ტყე-ველი და მყუდროება იყო ირგვლივ დაურღვეველი. ამ დროს მომესმა სევდიანი სიმღერა გზაზე: ეს ხომ მხედარი ოცნებობდა სხვა ქვეყანაზე.
გადაიარა ჩემს თვალთაწინ და მიიმალა, სამარადჟამოდ გაურკვევი აღმიძრა ძალა. და მივდიოდი მარტოდ-მარტო სევდიან გზაზე და ისევ-ისე ვოცნებობდი სხვა ქვეყანაზე.
ლურჯი ბურუსით ინთქმებოდა ხშირი ტყე-ველი და მყუდროება იყო ირგვლივ დაურღვეველი!
საით მივყავარ ჩემს მოწყენილ გზას, სად ვპოვებ შვებას მიუსაფარი? რას მომცემს ისეთს მე საქართველო, და ან რას მისცემს მას ჩემი ქნარი? არ ვიცი! მაგრამ უმიზნო დღეებს ვითვლი და ვითვლი ყმაწვილურ ჟინით, ყოველ დღეს გულის ტკივილით ვხვდები და ვეთხოვები მწარე ქვითინით. მარტოდმარტო ვარ... ვისაც ოცნება ედემის ციურ ხატებად სთვლიდა, ვისაც სიყრმითვე მე თაყვანს ვსცემდი, ყველა მომცილდა, ყველა წავიდა. აუხდენელ ფიქრს ვინ არ იგონებს, ძველ ოცნებებზე რომელი არ სწუხს? ვწუხვარ, ვეძახი ჩემს სიყმაწვილეს, მაგრამ არავინ იძლევა პასუხს! საით მივყავარ ჩემს მოწყენილ გზას, სად ვპოვებ შვებას მიუსაფარი? რას მომცემს ისეთს ჩემი სამშობლო, და ან რას მისცემს მას ჩემი ქნარი? არ ვიცი... მაგრამ უმიზნობაში ფიქრს ვერ ვაკავებ ცრემლად მონაქუხს... ვწუხვარ... ვეძახი სიცოცხლის მიზანს, მაგრამ არავინ იძლევა პასუხს...
Мы используем cookie-файлы, чтобы улучшить сервисы для вас. Если ваш возраст менее 13 лет, настроить cookie-файлы должен ваш законный представитель. Больше информации
Комментарии 53
მოხარული ვიყავ და მოხარული ვიქნები,
როცა მესმის, რომ გახსოვთ ჩემი ძველი წიგნები.
თქვენ ჩემს საღამოებზე უგულწრფელეს გაგებით
მოდიოდით ყოველთვის თქვენი ამხანაგებით.
სად არიან ისინი? თუმც...რა საკვირველია:
მას აქეთ უმძაფრესი ორმოცდარვა წელია
ატმის რტოო, დაღალულო რტოო
ატმის რტოო, დაღალულო რტოო,
ატმის რტოო, სიმშვიდეა შორი,
ქარიშხალი მოდის საიმდროო,
ყვავილების ქარში მიქრის ტბორი.
მოცდა არ ღირს, თუ ისევე უცდი,
ამ გრიგალში დრო არ არის სხივის,
დაღალული ყვავილი ხარ სუსტი,
ქარი ყივის, ქარი ყივის, ყივის.
ნაპრალებზე გადაიმსხვრა ნარგი,
ეხლა ზღვაა, ეხლა სისხლის დროა,
თუ გადარჩი, ხომ გადარჩი, კარგი...
ატმის რტოო, დაღალულო რტოო...
მიცქირე თვალში
შენ დადუმდი?
იგრძენი განა?
იდექი წყნარად
და ბინდიან
თვალებში მიყურე...
ნურაფერს მეტყვი
მე არ მინდა
არავის ნანა
გინდ აღმიდგინე
ისევ გული
გინდ დამიხურე
მიცქირე თვალში,
ო,ჩემს თვალში,
საშინელება
იგრძენი განა?!
ცამეტი წლის ხარ და შენი ტყვეა
ჭაღარა გულის ზმანება ავი, -
ჩააწყვეთ რიგში ცამეტი ტყვია,
ცამეტჯერ უნდა მოვიკლა თავი!
გაივლის კიდევ ცამეტი წელი,
მოახლოვდება გზა ოცდაექვსი,
მოცელავს მაღალ ზამბახებს ცელი,
ატირდება დრო და ჩემი ლექსი.
ოჰ, როგორ მიდის ახალგაზრდობა -
დაუნდობელი სურვილი ლომის!
და ყოველივე როგორ ნაზდება,
როცა ახლოა მზე შემოდგომის.
ოდესღაც, სადღაც, მარტოობაში
გულით ამომსკდა სიმღერა წყნარი,
ჩემი სიმღერა ქვითინი იყო,
სულით ობლობას კვნესოდა ქარი.
ხანი გავიდა, გადამავიწყდა
სიმღერა სადღაც, ოდესმე თქმული,
სანამ არ ვპოვე მეგობრის გულში
ღრმად ჩაქსოვილი და შენახული.
ერთხელ,ოდესღაც გზად მივდიოდი,
მე მოვისმინე ჩემივ ნაღველი,
ყრმობის ოცნებით გატაცებული,
ყმაწვილურ ვნების გამომსახველი.
და ვერ ვივიწყებ ქალწულის სახეს
სადღაც, ოდესმე ფიქრში ზმანებულს,
შემდეგ ახდენილს სინამდვილეში,
მაგრამ... საკმაოდ დაგვიანებულს.
galaktioni
ქარი ჰქრის...
ქარი ჰქრის, ქარი ჰქრის, ქარი ჰქრის,
ფოთლები მიჰქრიან ქარდაქარ...
ხეთა რიგს, ხეთა ჯარს რკალად ხრის,
სადა ხარ, სადა ხარ, სადა ხარ?..
როგორ წვიმს, როგორ თოვს, როგორ თოვს,
ვერ გპოვებ ვერასდროს... ვერასდროს!
შენი მე სახება დამდევს თან
ყოველ დროს, ყოველთვის, ყოველგან!..
შორი ცა ნისლიან ფიქრებს სცრის...
ქარი ჰქრის, ქარი ჰქრის, ქარი ჰქრის!..
1924
ახლა, რა თქმა უნდა, ძლიერ გვიანაა.
გულში მწუხარებამ ღამე გაათია…
მაინც არ მასვენებს მწარე სინანული,
რომელი საათია? რომელი საათია?
ვდგევარ ფანჯარასთან, ღამე არ იცვლება,
მთელი შემოდგომა თავზე დამათია.
ახლა მხოლოდ სამი იყოს, შეიძლება.
რომელი საათია? რომელი საათია?
სამის, შეიძლება, არის მესამედი,
მაგრამ გაიხედავ, მაინც წყვდიადია,
კივის სადგურიდან ზარი მეცამეტე -
რომელი საათია? რომელი საათია?
ფიქრში გახვეულა ბნელი დერეფანი,
ღამის მეეტლე რომ ვეღარ დაატია.
ისევ ნერვიულად რეკავს ტელეფონი,
რომელი საათია? რომელი საათია?
ღმერთო, როგორ მოხდა, წვიმა მოსისხასი
თითქო შეუწყვეტი კუპრის ნაკადია,
აღარ გათენდება ღამე საზიზღარი!
რომელი საათია? რომელი საათია?
იყო შარლ ბოდლერი: “მწარე და ძვირფასი
თრობის საათია, ღვინის საათია!” -
ასე იძლეოდა პასუხს შეკითხვაზე:
რომელი საათია?
გეძებდი ყველგან... მახრჩობდა სიცხე
და მწვავდა ჯვარის მხურვალე რკინა.
მე ყველაფერი გადავივიწყე,
არ არის ზეცა... არ არის ბინა.
არის ჩვენ შორის მთელი კედელი
და ბრძოლა მძაფრი, ცეცხლის მდებელი.
ჩემში აღმოჩნდა ბედის მკვნეტელი,
ჩემში აღმოჩნდა ამფეთქებელი.
ო, მე იმედი დავკარგე ზეცის:
არც მინდა შენი ყალბი ტახტები;
მსხვერპლი ქვეყნიურ ძალის ასკეცის -
მტვერი იყავი, მტვერი გახდები.
არის სიჩუმე, ბნელი ცხედარი,
მის ტანზე შავი ცეცხლის გაჩენა,
აპოკალიპსის მძაფრი მხედარი
ვინც ქაოსებში შემოაჭენა.
ყოველთვის, როცა დაბერავს ქარი
და ნისლს მთებისას გაიფენს აფრად,
ვერხვის ფოთოლთა თეთრი ლაშქარი
აშრიალდება უშორეს ზღაპრად.
ზღაპარი იგი მათრობს და მხიბლავს
ძველი ღვინის სმით, უღონოდ, მძაფრად,
სადღაც დაკარგულ ვარდს და გვირილებს
მოგონებებში ვიჭერ თანაბრად.
ეს იყო წინათ, დიდი ხნის წინათ…
სად, როდის, რისთვის? არ ვიცი, არა!
იყვნენ ოდესღად და მიეძინათ…
ღელავს ფოთლების მწყობრი კამარა.
მას შემდეგ ბედი და იალქანი
ქარის სიმძიმით გადაიხარა,
შენ კი სადა ხარ ამდენი ხანი?
რისთვის ან ვისთან? არ ვიცი, არა!
ეს იყო წინათ, დიდი ხნის წინათ,
ეს იყო ვერხვის ფოთლების კვნესა,
დრომ ყვავილებით დააგვირგვინა,
მე პაჟი ვიყავ, ის კი – პრინცესა.
ჯერ არასდროს არ შობილა მთვარე ასე წყნარი!
მდუმარებით შემოსილი შეღამების ქმნარი
ქროლვით იწვევს ცისფერ ლანდებს და ხეებში აქსოვს...
ასე ჩუმი, ასე ნაზი ჯერ ცა მე არ მახსოვს!
მთვარე თითქოს ზამბახია შუქთა მკრთალი მძივით,
და მის შუქში გახვეული მსუბუქ სიზმარივით
მოსჩანს მტკვარი და მეტეხი თეთრად მოელვარე...
ჯერ არასდროს არ შობილა ასე ნაზი მთვარე!
აქ ჩემს ახლოს მოხუცის ლანდს სძინავს მეფურ ძილით,
აქ მწუხარე სასაფლაოს ვარდით და გვირილით,
ეფინება ვარსკვლავების კრთომა მხიარული...
ბარათაშვილს აქ უყვარდა ობლად სიარული...
და მეც მოვკვდე სიმღერებში ტბის სევდიან გედად,
ოღონდ ვთქვა, თუ ღამემ სულში როგორ ჩაიხედა,
თუ სიზმარმა ვით შეისხა ციდან დამდე ფრთები,
და გაშალა ოცნებათა ლურჯი იალქნები.
გაოცდა უფრო
გაოცდა უფრო, გაოცდა უფრო,
თვალები უფრო გადაირია,
არ მოაკლდება სიტყვა საუბრო,
ის კი ფიქრობდა – რანაირია.
მას არ მოსწყინდა ყოფნა მზიურის,
ვეფერებოდი სავარძელს სახით.
და მუსიკალურ უვერტიურას
მასმენდა მისთვის, რისთვის მეძახით.
მე არ მასვენებს ბაიის ბგერა
და ანგელოსთა ნაზი პროფილი,
თვალები ლურჯი, დალალი ქერა,
ბაგე – ატმებად გადაპობილი
გაოცდა უფრო
გაოცდა უფრო, გაოცდა უფრო,
თვალები უფრო გადაირია,
არ მოაკლდება სიტყვა საუბრო,
ის კი ფიქრობდა – რანაირია.
მას არ მოსწყინდა ყოფნა მზიურის,
ვეფერებოდი სავარძელს სახით.
და მუსიკალურ უვერტიურას
მასმენდა მისთვის, რისთვის მეძახით.
მე არ მასვენებს ბაიის ბგერა
და ანგელოსთა ნაზი პროფილი,
თვალები ლურჯი, დალალი ქერა,
ბაგე – ატმებად გადაპობილი
გალაკტიონზე დაწერა ვახტანგ ჯავახაძემ:
აქვს ფანტაზია ბავშვის
ცაში დაეძებს სოროს
სამსართულიან სახლში
მეცხრე სართულზე ცხოვრობს
ოპერიდან გამოვიდა მარტო
(ჯერ შორს იყო მარტი)
იუბილარს ეცვა მუქი პალტო
(ჯერ შორს იყო მარტი)
რუსთაველზე იდგა მარტოდმარტო
(ჯერ შორს იყო მარტი)
თვალი ფრთხილად გააყოლა ტატნობს
(ჯერ შორს იყო მარტი)
და სახლისკენ წაბარბაცდა მარტო
(ჯერ შორს იყო მარტი)
მხოლოდ ჩრდილი მიყვებოდა პატრონს
(ჯერ შორს იყო მარტი)
დადგა მარტიც,
ამაღლებულს,
ჩაძინებულ არწივებთან...
მთაწმინდისკენ,
ნახევარი საქართველო აცილებდა.....
* * *
- ჩვენ დავინიშნოთ ეს ადგილი, - ამბობდი შენა,
ვრცელ უდაბნოში, სადაც ქვიშის ისმოდა ქშენა.
როგორ გვახსოვდეს? ავიხედეთ – ჩვენ სწორად თითქო
ცაზე მსუბუქი, მშვენიერი ღრუბელი იდგა.
- დავიმახსოვროთ ეს ადგილი, - ამბობდი კიდევ,
როს შენს ბაგეებს ვერ მართმევდა ცისფერი რიდე.
როგორ გვახსოვდეს? იმ ადგილას - ჩვენს სწორად - ნელი
იგივ მსუბუქი, მშვენიერი იდგა ღრუბელი.
ადგილს, დანიშნულს ასე ნათლად და ასე ზუსტად,
ამაოდ ვეძებ... მახსოვრობა შემექმნა სუსტად.
თუ გადინაცვლა არე-მარემ? გუშინ კი თითქო
ცაზე, ჩვენს ზევით ამ ადგილას ღრუბელი იდგა.
მაგრამ ყოფნაზე ბევრმა ქარმა გადაიარა,
გადაიტანა ბევრი დარდი, ბევრი იარა,
და ბევრი რამე, უდარდელად მჭვრეტი ციდანა,
ღრუბელთან ერთად ამაოებამ თან წარიტანა.
ahyve kibeebs,sadac sfinqsi qvebs efereba
da shishshi grdznobde,rom axloa bedniereba
da van deikis landebivit mwvandeba game,
oh,ramdenia,ramdenia aseti rame...
ის....
ღამემ მოვერცხლილ ძაფების გროვამ,
გადააქსოვა სარკმლის მწვანე ბროლს,
სარკეს ანათრთოლს დაუახლოვა
და დაათოვა სურათებს,საწოლს.
მე დამავიწყდა ძველი წვალება,
და ვალალება გრძნობად დამხობილს,
და მახსოვს მხოლოდ ცისფერთვალება
იდუმალება შორეულ ტრფობის.
მომიახლოვდი, ვით მთვარის შუქი,
მითხარ, მაჩუქე ოცნებათ კრება.
უჩინრად ჩნდება ვნებათ ქარბუქი...
ეს მართლა ხდება, თუ მესიზმრება?
შენ ზღვის პირას
ზღვას საღამო ედებოდა მუქი,
შენ ზღის პირას ჩანდი რიგირც შუქი,
მე პირველი მახსოვს შენი ნახვა,
გაოცება! მშვენიერი ზრახვა.
როგორც შორი ხომალდების ცქერა
ვით პირველი გრძნობით გულის ძგერა.
ირხეოდა გამჭირვალე რული,
და მტკიოდა... და მტკიოდა გული.
იმ ხომალდებს სამუდამოდ გაჰყვა
გაოცება, მშვენიერი ზრახვა.
გზაზე
თვალუწვდენელი, შორი, ვრცელი, დაუსაბამო,
ჩუმი, მყუდრო და სევდიანი იყო საღამო.
თოვლზე დაცემულ სისხლის წვეთის მსგავსად მზის რგოლი
ღრუბელთა შორის იშლებოდა სხივ-ანათრთოლი.
ლურჯი ბურუსით ინთქმებოდა ხშირი ტყე-ველი
და მყუდროება იყო ირგვლივ დაურღვეველი.
ამ დროს მომესმა სევდიანი სიმღერა გზაზე:
ეს ხომ მხედარი ოცნებობდა სხვა ქვეყანაზე.
გადაიარა ჩემს თვალთაწინ და მიიმალა,
სამარადჟამოდ გაურკვევი აღმიძრა ძალა.
და მივდიოდი მარტოდ-მარტო სევდიან გზაზე
და ისევ-ისე ვოცნებობდი სხვა ქვეყანაზე.
ლურჯი ბურუსით ინთქმებოდა ხშირი ტყე-ველი
და მყუდროება იყო ირგვლივ დაურღვეველი!
საით მივყავარ ჩემს მოწყენილ გზას,
სად ვპოვებ შვებას მიუსაფარი?
რას მომცემს ისეთს მე საქართველო,
და ან რას მისცემს მას ჩემი ქნარი?
არ ვიცი! მაგრამ უმიზნო დღეებს
ვითვლი და ვითვლი ყმაწვილურ ჟინით,
ყოველ დღეს გულის ტკივილით ვხვდები
და ვეთხოვები მწარე ქვითინით.
მარტოდმარტო ვარ... ვისაც ოცნება
ედემის ციურ ხატებად სთვლიდა,
ვისაც სიყრმითვე მე თაყვანს ვსცემდი,
ყველა მომცილდა, ყველა წავიდა.
აუხდენელ ფიქრს ვინ არ იგონებს,
ძველ ოცნებებზე რომელი არ სწუხს?
ვწუხვარ, ვეძახი ჩემს სიყმაწვილეს,
მაგრამ არავინ იძლევა პასუხს!
საით მივყავარ ჩემს მოწყენილ გზას,
სად ვპოვებ შვებას მიუსაფარი?
რას მომცემს ისეთს ჩემი სამშობლო,
და ან რას მისცემს მას ჩემი ქნარი?
არ ვიცი... მაგრამ უმიზნობაში
ფიქრს ვერ ვაკავებ ცრემლად მონაქუხს...
ვწუხვარ... ვეძახი სიცოცხლის მიზანს,
მაგრამ არავინ იძლევა პასუხს...
ზვიად არა გალაქტიონი, არამედ გალაკტიონი.