გული არის ბევრნაირი, უცნაურად ბევრნაირი! ვთქვათ, კეთილი! ვთქვათ, გულჩვილი, ვთქვათ, ქრისტიან ბარნარდის... მილიონში ერთი თურმე გული არის ბოროტიც! მოგზაურიც — თავის კუკით, თავის მარკო პოლოთი... პატიმარიც — ცხელ საკანში უღვთოდ გამოკეტილი! — სურს გაქცევა, მაგრამ უშლის მკერდის მტკიცე კედელი... გული არის ბერძნული და ფრანგული და ქართული! ერთნაირი — ტკივილია! — ბრძნული... მიოკარდული... გული არის მამის მკვლელი, გული არის შვილმკვდარი, რასაც ტვინი ვერ გაიგებს, გული არის მიმხვდარი... არის გული — ამირანის, არის გული — ბეთქილის... არის გული გულქვა, მაგრამ არის — გულგახეთქილი... გულებს ვიცნობ, გულით უნდათ შეჭმა ერთიმეორის! არის გული — ლაჩრისა და არის გული მეომრის! არის გული ჩამშვები და არის გული — ერთგული! არის გული — გამცემი და არის გული — შეთქმული... არის ტაქიკარდიული, მაგრამ არის მიმკვდარიც... რასაც ტვინი ვერ გაიგებს, გული არის მიმხვდარი...
სიყვარული? _ ხურავს! სიძულვილი _ ტეხავს! _ სიძულვილი ბადებს წიწამურს და ტეხასს... გიყვარდეთ და გწამდეთ! _ გევედრებით ყველას! _ ტარიკოს და სანდროს, ანანოს და ეკას!... სიძულვილი – ტეხავს! სიყვარული – ხურავს! ხედავთ? – აქეთ _ თამარს, იქით – დიდ მოურავს! პატარა კახს... დიდგორს... ვაჟას იას, დეკას... სიყვარული – ხურავს... სიძულვილი _ ტეხავს... სიძულვილს არც ძმა ჰყავს და არც ძუძუმტე ჰყავს... არ გადაშლის ოთხთავს... ყურს არ უგდებს ყურანს... სიძულვილი _ ყრუა! სიძულვილი – ტეხავს... სიყვარული ბრმაა! სიყვარული _ ხურავს... ხედავთ? _ ნეფერტიტის უცხო თავსაბურავს! ხედავ? – თუში ქალის ცრემლით ნაქსოვ თექას! არა თრობა არ ჯობს მიჯნურობის ბურანს! – სიყვარული _ ხურავს! სიძულვილი _ ტეხავს...
“მოითმინე!” “გაუძელი!” რას გავუძლო! მოიცა რა! არა, მაინც, ყველაფერმა ჩემთვის როგორ მოიცალა! ვინც მე ხელი შემაშველა, ყველას ხელი მოეცარა! შეიცვლება რაღაცაო! მაინც როდის! მოიცა რა! შენ გინახავს? _ შენ, შენ, თვითონ, ვინც ეს ლოდი მოიცილა! ნუ მატყუებ! ხომ იცი, რომ არ ვტყუვდები! მოიცა რა! ამურმაც რომ დამაცილა? _ “უებარმა მოისარმა!” სიყვარული! კარგი ერთი! სიყვარული! მოიცა რა! სიტყვა რაა, ერთი სიტყვა! სიტყვაც რომ არ მოიწერა?! შორსააო! კი, შორსაა! იყოს იმ შორს! მოიცა რა! უძილობამ დამანახა, მიწა როგორ ნელა ბრუნავს! მე _ მხეცისგან შეჭმულს ვგავარ! და ლოგინი _ მხეცის ბუნაგს! “კარგია, რომ მაინც ბრუნავს!” მოიცა რა! _ ბრუნავს! ბრუ- ნავს!..
მე ვარ გაორებული. მე ვარ გასამებული. მე ვარ გაოთხებული. მე ვარ გაწამებული... მე ვარ გაათებული. მე ვარ გაოცებული. მე ვარ გაკვირვებული! – დიდად გაოცებული... მე ვარ გაასებული, გამილიონებული... მეჩვენება მწევრები... და ... სიკვდილის ნაბული... მე ვარ ოთხნახევარჯერ გამილიარდებული! _ მთელი ქვეყნის სატირალს მე მივტირი, დებილი! ბოლოს მაინც ერთი ვარ _ შენგან გაორებული, და შენ _ ხსნა და ნუგეში _ ისევ გვერდით მეგულვი...
კიდე კაი, ცოცხალი ხარ! _ შრომობ! ომობ! კაი კიდე! სიღარიბე? ვალი? ქალი? _ მორჩი წუწუნს _ დ ა ი კ ი დ ე! რა წააგე, რა მოიგე, რა გაყიდე, რა იყიდე _ საფიქრალი მეტი არ გაქვს? _ გაანებე! _ დ ა ი კ ი დ ე! რო მისტირი, ვის მისტირი: `რა დრო იყო! ჰაი გიდი!~ დრო ასეთი, დრო ისეთი! _ დრო ერთია _ დ ა ი კ ი დ ე!
ვისი თვალიდან მოწვეთავ, ვისას ასველებ ლოყას! შენი უკვდავი წახნაგი ახლა ვის უპეს ლოკავს! უზომო სიხარულის ხარ, თუ უსაშველო დარდის! ვის გამოც გაჩნდი _ მიწაზე ნეტა თუ ისევ დადის... სულ ბოლოს როგორც იმედის _ შენს გამოჩენას ველი! უდაბნოშიც და ციმბირშიც _ ხარ ერთნაირად სველი! ყველაზე დიდო ხელმწიფევ, ყველაზე დიდო მონავ, ვისი სულიდან მოწვეთავ, ვისი ფიქრიდან ჟონავ... ვარ შენთან მუდამ შეთქმული _ თითქმის სამოცი წელი... ჭირშიც და ლხინშიც _ პირველმა სწორედ შენ მომე ხელი...
მშურს შენი სტალაქტიტების _ აღმართულების სვეტად! ამ ცოდვილ დედამიწაზე კიდე კაი რომ წვეთავ..
ვენაცვალე ცრემლის ერთ, ერთადერთ წვეთს, ცხოვრებაში ზოგჯერ ყველაფერს რომ წყვეტს! ერთადერთ წვეთს ცრემლისას, ბავშვის თვალზე მომდგარს _ ცვილივით რომ მოალბობს ტვინარეულ ხონთქარს... სიცოცხლის და სიკვდილის მხლებელი და მცველი _ იყოს ასე, იწვეთოს _ ვის რას უშლის ცრემლი...
”არის თუ არა სიცოცხლე მარსზე!” “არის თუ არა იქ სადმე წყალი!” _ სიცოცხლე მარსზე იქნება მაშინ, როდესაც მარსზე იქნება... ქალი... კარგია, როცა ტელესკოპებით აკვირდებიან უცნაურ არხებს... მაგრამ სიცოცხლე ის არის, როცა კაბის ბოლოების ნიავი არხევს... ღვთისმშობლის მადლი... თამარის სახე... ღიმილი ფრესკის... მადონა სიქსტის... ცუდია, თუკი მარსის მინდვრებზე ჯერ არ უვლია კარდაკარ სიკვდილს... თუკი იქაურ სარტრს და კამიუს, იქაურ ჰაიდეგერს და მარსელს არ უკვლევიათ ამაოების მარადიული მარშრუტი მარსზე... ...ბეჭედი უცხო...კამეა ლურჯი... საყურე გიშრის... საყურე _ ლალი... _ სიცოცხლე მარსზე გაჩნდება იმ დღეს, როდესაც მარსზე გაჩნდება... ქალი!
ტვისტი და ტვისტი, ჰალი _ გალი! ფიცი და ფიცი. ქალი. ქალი. ბიჭი და ბიჭი. ქალი. ქალი. როკი და როკი. ჰალი _ გალი! ხომ არ გეშინია? მეშინია! რატომ გეშინია? მეშინია! _ კიდევ გეშინია? _ მეშინია! გესმის? გერშვინია! გერშვინია. კონიაკს დალევ? მანგოს წვენს! უნდა გაკოცო! მაკოცე! შენ არ მაკოცებ? მე არა! მაშინ მე ორჯერ გაკოცებ! ტვისტი და ტვისტი. როკი! დრო კი, ძვირფასო, დრო კი მიახრიგინებს ვნებებს, როგორც პარტიზანს დროგი! ცისფერი კაფე. ჰალი _ გალი! ცისფერი კაბა. ჰალი _ გალი! ბიჭი და ბიჭი. ქალი. ქალი! ქალი და ქალი! ჰალი _ გალი!
როგორ მინდა, მინდა, მი... ბაგე მარწყვი, მარწყვი, მა... გაგონება შენი ხმის, შენი ნაღვლიანი ხმა. ისევ ძველი, ძველი, ძვე... ისევ თბილი, თბილი, თბი... მკრთალი ოქტომბერის თვე, და სიმღერა,შენ რომ თქვი. ისევ ზევით, ზევით, ზე... ისევ დიდი, დიდი, დი.... ლურჯი, ლურჯი, ლურჯი მზე, მკერდიდან რომ სისხლი დის.... მაგრამ თინა, თინა, თინ.... შენ მშორდები... თანდათან... ჩემზე უკეთ აბა ვინ, ვინ უმღერებს დაღლილ ტანს. თუმცა, კმარა, კმარა, კმა... მე კვლავ მინდა, მინდა, მი.... გავიგონო შენი ხმა და ტკივილი შენი ხმის....
Мы используем cookie-файлы, чтобы улучшить сервисы для вас. Если ваш возраст менее 13 лет, настроить cookie-файлы должен ваш законный представитель. Больше информации
Комментарии 17
გული
ტარიელ ჭანტურია
გული არის ბევრნაირი,
უცნაურად ბევრნაირი!
ვთქვათ, კეთილი!
ვთქვათ, გულჩვილი,
ვთქვათ, ქრისტიან ბარნარდის...
მილიონში ერთი თურმე
გული არის ბოროტიც!
მოგზაურიც — თავის კუკით,
თავის მარკო პოლოთი...
პატიმარიც — ცხელ საკანში
უღვთოდ გამოკეტილი! —
სურს გაქცევა, მაგრამ უშლის
მკერდის მტკიცე კედელი...
გული არის ბერძნული და
ფრანგული და ქართული!
ერთნაირი — ტკივილია! —
ბრძნული... მიოკარდული...
გული არის მამის მკვლელი,
გული არის შვილმკვდარი,
რასაც ტვინი ვერ გაიგებს,
გული არის მიმხვდარი...
არის გული — ამირანის,
არის გული — ბეთქილის...
არის გული გულქვა, მაგრამ
არის — გულგახეთქილი...
გულებს ვიცნობ, გულით უნდათ
შეჭმა ერთიმეორის!
არის გული — ლაჩრისა და
არის გული მეომრის!
არის გული ჩამშვები და
არის გული — ერთგული!
არის გული — გამცემი და
არის გული — შეთქმული...
არის ტაქიკარდიული,
მაგრამ არის მიმკვდარიც...
რასაც ტვინი ვერ გაიგებს,
გული არის მიმხვდარი...
ბავშვები ტაძარში
ტარიელ ჭანტურია
ბავშვებო, დაჩხაპნეთ ფრესკები,
წაშალეთ, ამოკორტნეთ თვალები:
დავითსაც, თამარსაც, ლაშასაც _
ჩვენი ბევრი წაჰყვათ ვალები!
ნახშირით მოთხუპნეთ კედლები,
წაღებში აზილეთ ქამარი!
“თამარი + გიორგი”.
“დავითი + თამარი”.
ირბინეთ, ირბინეთ კარნიზზე!
ცარცით გადაშალეთ ფრესკები!
თუ შეწვდეთ, მიაწერეთ ამბიონს
ყველაზე უწმაწური ლექსები!
ბიჭებო, გააფუჭეთ ფრესკები _
მიწით დაუგლისეთ თვალები:
დავითსაც, თამარსაც, ლაშასაც
ჩვენი ბევრი წაჰყვათ ვალები!
და მაინც... გიყვარდეთ ბიჭებო,
წარსული. წარსული. წარსული:
დავითი _ ხელმწიფე რჩეული!
თამარი _ რჩეული ასული...
ავტომატის ჯერი
ტარიელ ჭანტურია
(მხიარული ბალადა)
საცოდავი ჩიტი _
ჩიტი. ჩიტმა. ჩიტს...
ავტომატის მჭიდი _
მჭიდი. მჭიდმა. მჭიდს...
ბოლოს ჩახმახისთვის,
ჩახმახისთვის, ჭახ... _
გამოკრული თითი _
თითი. თითმა. თითს...
მტრედების გუნდს ბიჭი
მიაყოლებს ჯერს!
გაახარებს ბავშვებს!
მაღლა ასწევს ჭერს!
_ ეგ? რას ამბობ, კაცო!
ეგ უსათუოდ,
ეგ აუცილებლად
დაგვიმარცხებს მტერს!
წვიმს ლამაზად, უხმოდ.
მძღოლი ძარას ცლის.
ისმის ნაბიჯები
მთლად ახალი წლის.
სროლის ხმა კი ისევ
შეაქანებს ჭაღს:
_ ჭახ!
_ ჭახ!
_ ჭახ!
_ ჭახ!
(შეჩვეული ვარ შექებას...)
ტარიელ ჭანტურია
შეჩვეული ვარ შექებას;
შეჩვეული ვარ ძაგებას;
შეჩვეული ვარ მოგებას;
შეჩვეული ვარ წაგებას;
შეჩვეული ვარ დანგრევას;
შეჩვეული ვარ აგებას;
გაჩენილი ვარ ტანჯვისთვის _
სამტროდ,
საცემრად,
საკეპად...
მიჩვეული ვარ ძაგებას;
მიჩვეული ვარ შექებას;
მიჩვეული ვარ ლოყაზე
ძვირფასი ხელის შეხებას;
შაშვი რომ გალობს ცისკრისას,
გალობა _ მეც შემეხება!
მზე რომ ამოდის _ მგონია,
მე შემხვდა,
მე შემეგება...
ვწერ სიხარულებს!
ვწერ ტანჯვას!
ვწერ საღამო ხანს!
ვწერ დილით!
ცხოვრების წიგნი მთავრდება,
აკლია მხოლოდ წერტილი....
(უჭკუოს და ბეცს ...)
ტარიელ ჭანტურია
უჭკუოს და ბეცს _
მეც ვემდური ბედს! _
როგორც შენ და ის _
გამიმეტა მეც...
თუ მოუნდა ბედს?
თუ დასჭირდა? ბედს? _
ოდრი ჰეპბერნს _ მზეს _
დაუკარგავს პეწს!
უგულოს და ბეცს _
მეც ვემდური ბედს...
ხომ კითხულობ ბლოკს,
შოთას, კაფკას, ფეტს...
ვინ, რომელი, სად _
არ უჩივის ბედს! _
თქვი _ მოვუყრი მუხლს,
თქვი _ მოვუხრი ქედს!
უგულოს და ბეცს _
მეც ვემდური ბედს....
(სიყვარული?..)
ტარიელ ჭანტურია
სიყვარული? _ ხურავს! სიძულვილი _ ტეხავს! _
სიძულვილი ბადებს წიწამურს და ტეხასს...
გიყვარდეთ და გწამდეთ! _ გევედრებით ყველას! _
ტარიკოს და სანდროს, ანანოს და ეკას!...
სიძულვილი – ტეხავს! სიყვარული – ხურავს!
ხედავთ? – აქეთ _ თამარს, იქით – დიდ მოურავს!
პატარა კახს... დიდგორს... ვაჟას იას, დეკას...
სიყვარული – ხურავს... სიძულვილი _ ტეხავს...
სიძულვილს არც ძმა ჰყავს და არც ძუძუმტე ჰყავს...
არ გადაშლის ოთხთავს... ყურს არ უგდებს ყურანს...
სიძულვილი _ ყრუა! სიძულვილი – ტეხავს...
სიყვარული ბრმაა! სიყვარული _ ხურავს...
ხედავთ? _ ნეფერტიტის უცხო თავსაბურავს!
ხედავ? – თუში ქალის ცრემლით ნაქსოვ თექას!
არა თრობა არ ჯობს მიჯნურობის ბურანს! –
სიყვარული _ ხურავს! სიძულვილი _ ტეხავს...
(მოითმინე!...)
ტარიელ ჭანტურია
“მოითმინე!” “გაუძელი!” რას გავუძლო! მოიცა რა!
არა, მაინც, ყველაფერმა ჩემთვის როგორ მოიცალა!
ვინც მე ხელი შემაშველა, ყველას ხელი მოეცარა!
შეიცვლება რაღაცაო! მაინც როდის! მოიცა რა!
შენ გინახავს? _ შენ, შენ, თვითონ,
ვინც ეს ლოდი მოიცილა!
ნუ მატყუებ! ხომ იცი, რომ არ ვტყუვდები! მოიცა რა!
ამურმაც რომ დამაცილა? _ “უებარმა მოისარმა!”
სიყვარული! კარგი ერთი! სიყვარული! მოიცა რა!
სიტყვა რაა, ერთი სიტყვა! სიტყვაც რომ არ მოიწერა?!
შორსააო! კი, შორსაა! იყოს იმ შორს! მოიცა რა!
უძილობამ დამანახა, მიწა როგორ ნელა ბრუნავს!
მე _ მხეცისგან შეჭმულს ვგავარ! და ლოგინი _ მხეცის
ბუნაგს!
“კარგია, რომ მაინც ბრუნავს!”
მოიცა რა! _ ბრუნავს! ბრუ- ნავს!..
(მე ვარ გაორებული...)
ტარიელ ჭანტურია
მე ვარ გაორებული. მე ვარ გასამებული.
მე ვარ გაოთხებული. მე ვარ გაწამებული...
მე ვარ გაათებული. მე ვარ გაოცებული.
მე ვარ გაკვირვებული! – დიდად გაოცებული...
მე ვარ გაასებული, გამილიონებული...
მეჩვენება მწევრები... და ... სიკვდილის ნაბული...
მე ვარ ოთხნახევარჯერ გამილიარდებული! _
მთელი ქვეყნის სატირალს მე მივტირი, დებილი!
ბოლოს მაინც ერთი ვარ _ შენგან გაორებული,
და შენ _ ხსნა და ნუგეში _
ისევ გვერდით მეგულვი...
(კიდე კაი, ცოცხალი ხარ!...)
ტარიელ ჭანტურია
კიდე კაი, ცოცხალი ხარ! _
შრომობ! ომობ! კაი კიდე!
სიღარიბე? ვალი? ქალი? _
მორჩი წუწუნს _ დ ა ი კ ი დ ე!
რა წააგე, რა მოიგე,
რა გაყიდე, რა იყიდე _
საფიქრალი მეტი არ გაქვს? _
გაანებე! _ დ ა ი კ ი დ ე!
რო მისტირი, ვის მისტირი:
`რა დრო იყო! ჰაი გიდი!~
დრო ასეთი, დრო ისეთი! _
დრო ერთია _ დ ა ი კ ი დ ე!
(ვისი თვალიდან მოწვეთავ...)
ტარიელ ჭანტურია
ვისი თვალიდან მოწვეთავ, ვისას ასველებ ლოყას!
შენი უკვდავი წახნაგი ახლა ვის უპეს ლოკავს!
უზომო სიხარულის ხარ, თუ უსაშველო დარდის!
ვის გამოც გაჩნდი _ მიწაზე ნეტა თუ ისევ დადის...
სულ ბოლოს როგორც იმედის _ შენს გამოჩენას ველი!
უდაბნოშიც და ციმბირშიც _ ხარ ერთნაირად სველი!
ყველაზე დიდო ხელმწიფევ, ყველაზე დიდო მონავ,
ვისი სულიდან მოწვეთავ, ვისი ფიქრიდან ჟონავ...
ვარ შენთან მუდამ შეთქმული _ თითქმის სამოცი წელი...
ჭირშიც და ლხინშიც _ პირველმა სწორედ შენ მომე ხელი...
მშურს შენი სტალაქტიტების _ აღმართულების სვეტად!
ამ ცოდვილ დედამიწაზე კიდე კაი რომ წვეთავ..
(ვენაცვალე ცრემლის...)
ტარიელ ჭანტურია
ვენაცვალე ცრემლის
ერთ, ერთადერთ წვეთს,
ცხოვრებაში ზოგჯერ
ყველაფერს რომ წყვეტს!
ერთადერთ წვეთს ცრემლისას,
ბავშვის თვალზე მომდგარს _
ცვილივით რომ მოალბობს
ტვინარეულ ხონთქარს...
სიცოცხლის და სიკვდილის
მხლებელი და მცველი _
იყოს ასე, იწვეთოს _
ვის რას უშლის ცრემლი...
(არის თუ არა სიცოცხლე მარსზე...)
ტარიელ ჭანტურია
”არის თუ არა სიცოცხლე მარსზე!”
“არის თუ არა იქ სადმე წყალი!” _
სიცოცხლე მარსზე იქნება მაშინ,
როდესაც მარსზე იქნება... ქალი...
კარგია, როცა ტელესკოპებით
აკვირდებიან უცნაურ არხებს...
მაგრამ სიცოცხლე ის არის, როცა
კაბის ბოლოების ნიავი არხევს...
ღვთისმშობლის მადლი... თამარის სახე...
ღიმილი ფრესკის... მადონა სიქსტის...
ცუდია, თუკი მარსის მინდვრებზე
ჯერ არ უვლია კარდაკარ სიკვდილს...
თუკი იქაურ სარტრს და კამიუს,
იქაურ ჰაიდეგერს და მარსელს
არ უკვლევიათ ამაოების
მარადიული მარშრუტი მარსზე...
...ბეჭედი უცხო...კამეა ლურჯი...
საყურე გიშრის... საყურე _ ლალი...
_ სიცოცხლე მარსზე გაჩნდება იმ დღეს,
როდესაც მარსზე გაჩნდება... ქალი!
ცეკვა კაფე “ამბასადორში”
ტარიელ ჭანტურია
ტვისტი და ტვისტი, ჰალი _ გალი!
ფიცი და ფიცი. ქალი. ქალი.
ბიჭი და ბიჭი. ქალი. ქალი.
როკი და როკი. ჰალი _ გალი!
ხომ არ გეშინია?
მეშინია!
რატომ გეშინია?
მეშინია!
_ კიდევ გეშინია?
_ მეშინია!
გესმის? გერშვინია!
გერშვინია.
კონიაკს დალევ?
მანგოს წვენს!
უნდა გაკოცო!
მაკოცე!
შენ არ მაკოცებ?
მე არა!
მაშინ მე ორჯერ გაკოცებ!
ტვისტი და ტვისტი. როკი!
დრო კი, ძვირფასო, დრო კი
მიახრიგინებს ვნებებს,
როგორც პარტიზანს დროგი!
ცისფერი კაფე. ჰალი _ გალი!
ცისფერი კაბა. ჰალი _ გალი!
ბიჭი და ბიჭი. ქალი. ქალი!
ქალი და ქალი! ჰალი _ გალი!
ჰალი _ გალი!
ქალი. ქალი!
ჰალი _ გალი!
ქალი. ქალი!
ალერსი
ტარიელ ჭანტურია
როგორ მინდა, მინდა, მი...
ბაგე მარწყვი, მარწყვი, მა...
გაგონება შენი ხმის,
შენი ნაღვლიანი ხმა.
ისევ ძველი, ძველი, ძვე...
ისევ თბილი, თბილი, თბი...
მკრთალი ოქტომბერის თვე,
და სიმღერა,შენ რომ თქვი.
ისევ ზევით, ზევით, ზე...
ისევ დიდი, დიდი, დი....
ლურჯი, ლურჯი, ლურჯი მზე,
მკერდიდან რომ სისხლი დის....
მაგრამ თინა, თინა, თინ....
შენ მშორდები... თანდათან...
ჩემზე უკეთ აბა ვინ,
ვინ უმღერებს დაღლილ ტანს.
თუმცა, კმარა, კმარა, კმა...
მე კვლავ მინდა, მინდა, მი....
გავიგონო შენი ხმა
და ტკივილი შენი ხმის....
(გშვენის ლოყაზე ხალილუია...)
ტარიელ ჭანტურია
გშვენის ლოყაზე ხალილუია...
მწვავს მიჯნურობის ალილუია...
და არსად არის წყალილუია...
ალილუია!
ალილუია!
რკინა ხარ, კლდე ხარ, სალილუია...
მენგრევა ხერხემალილუია...
აჩენს სიცოცხლეს ქალილუია...
მოსპობს იგივე ქალილუია!
ალილუია!
ალილუია!
შენთვის ვიქნიე ხმალილუია!
ვკვეთე ხორცი და ძვალილუია!
დღეს თვითონ მე საწყალილუია
ვკვდები, გშორდები! ალილუია!
ალილუია!
ალილუია!
დახურულია ჩალითლუია
ქვეყანა! ნაპერწკალილუია
საკმარისია, ალილუია
რომ აბრიალდეს! ალილუია!
ალილუია!
ალილუია!
mama magari lrechsebia
სად არ გძინებია, სიყვარულო,
რა არ გდებია სასთუმლად,
რამდენი ვინმე თვითონ აცდუნე,
და რამდენმა თვითონ გაცდუნა!
ვის არ უძებნია ზეწარზე
თვალი დაკარგული ბეჭდის,
ვის არ გასჩენია შენს გამო
განუკურნებელი ეჭვი!
რამდენჯერ მოხვედრილხარ ქარში და წვიმაში,
რამდენჯერ მოგხვედრია სილა!
დაღლილი დაქანცული უზომოდ,-
სად არ მივარდნილხარ ძილად!
თითქო მოუხეშავს,თითქო მორცხვს-
ხელში ყვავილებიც გჭერია,
ჯოჯოც ყოფილხარ,სატანაც და
უმშვენიერესი ფერიაც!
წვერგაუპარსავსაც გივლია და
სახეზე მალამოც გისვამს!
პური არ გქონია ნატეხი და
სმითაც უამრავი გისვამს!
ჭიანჭველაზე ფეხი არ დაგიდგამს და
მკერდებსაც აპობდი ლახვრით!
ხან ჩამოძენძილი დადიოდი,
ხან ახალუხით ახლით!
სვამდი სიყვარულის ნექტარს საოცნებოს,
მაგრამ საწამლავსაც ასმევდი.....
დიად საიდუმლოს ინახავდი და
უსინდისოდაც ასმენდი.
მეფეც შენა ხარ და მონაც საცოდავი,
ჯარისკაციცა და სარდალიც!
ი
...Ещёსად არ გძინებია, სიყვარულო,
რა არ გდებია სასთუმლად,
რამდენი ვინმე თვითონ აცდუნე,
და რამდენმა თვითონ გაცდუნა!
ვის არ უძებნია ზეწარზე
თვალი დაკარგული ბეჭდის,
ვის არ გასჩენია შენს გამო
განუკურნებელი ეჭვი!
რამდენჯერ მოხვედრილხარ ქარში და წვიმაში,
რამდენჯერ მოგხვედრია სილა!
დაღლილი დაქანცული უზომოდ,-
სად არ მივარდნილხარ ძილად!
თითქო მოუხეშავს,თითქო მორცხვს-
ხელში ყვავილებიც გჭერია,
ჯოჯოც ყოფილხარ,სატანაც და
უმშვენიერესი ფერიაც!
წვერგაუპარსავსაც გივლია და
სახეზე მალამოც გისვამს!
პური არ გქონია ნატეხი და
სმითაც უამრავი გისვამს!
ჭიანჭველაზე ფეხი არ დაგიდგამს და
მკერდებსაც აპობდი ლახვრით!
ხან ჩამოძენძილი დადიოდი,
ხან ახალუხით ახლით!
სვამდი სიყვარულის ნექტარს საოცნებოს,
მაგრამ საწამლავსაც ასმევდი.....
დიად საიდუმლოს ინახავდი და
უსინდისოდაც ასმენდი.
მეფეც შენა ხარ და მონაც საცოდავი,
ჯარისკაციცა და სარდალიც!
ისე მტყუანი ხარ, ისე მატყუარა,
და ისე უცნაურად მართალი!
დღეს რომ პეპელა ხარ ნაზად მოფარფატე,
ხვალ მახრჩობელა ხარ უდავი!
თუმცა მოკვდავი ხარ,სუსტი,დაუცველი,
მაინც-შენვე ხარ უკვდავი.
მე რომ შორს მეგონე,უცებ აქ გაჩნდები!
მე,რომ აქ მგონიხარ-იქა ხარ!
მძულხარ სიყვარულო!
მსურხარ სიყვარულო!
მძულხარ სიყვარულო!
მ ი ყ ვ ა რ ხ ა რ!!!