მაპატიეთ ქალბატონო სიყვარული, მერე მზერის აფარება ურცხვად მკერდზე, თუ ქვეყანა ჩალით არის დაფარული იცით? წვიმის გადავლამდე არ ღირს მოცდა წამომყევით ამ თავსხმაში ოცნებების და თუ თქვენი თვალების არ მომერიდა, იქნებ შევძლო ჩაგჩურჩულოთ მოფერებით, ქალბატონო,ბოდიშით და მყვარებიხართ მაპატიეთ ქალბატონო,რომ მიყვარხართ, როგორც ცოდვა უნებურად ჩადენილი, წამობრძანდით თქვენს ნატერფალს თუ იკადრებს ტალახებით მოფენილი ქვაფენილი .............
ცხოვრება ერთი წამია, ხვალინდელი დღე არავის აქვს გარანტირებული,ახალგაზრდას თუ მოხუცaს.შეიძლება დღეს უკანასკნელად ხედავ მათ ვინც გიყვარს,ამიტომ ნუღარ დაელოდები მეტს,იცხოვრე დღევანდელი დღით,რამეთუ არ იცი ხვალინდელი დღე იქნება თუ არა და მერე ნამდვილად დაგწყდება გული რომ ვერ გამონახე დრო ღიმილისთვის,მოფერებისთვის,კოცნისთვის და რომ დროის უქონლობის გამო ვერ შეუსრულე შენს საყვარელ ადამიანებს უკანასკნელი სურვილი.გვერდიდან არ მოიშორო ისინი ვინც გიყარს, ჩუმად ჩასჩურჩულე,რაოდენ გჭირდებიან ,როგორ ძლიერად გიყვარს ისინი და როგორ ენდობი მათ.ფაქიზად მოეპყარი საყვარელ ადამიანებს და დროს ნუ დაიშურებ,რომ უთხრა "ვწუხვარ" "მაპატიე" მიყვარხარ" მჭირდები"...შესთხოვე ღმერთს მოგცეს ძალა და სიბრძნე,საკუთარი გრძნობების გამოსახატად,უჩვენე შენს მეგობრებს თუ რაოდენ მნიშვნელოვანია თითოეული მათგანი შენთვის...გიყვარდეს ის ვისაც უყვარხარ და გაფასებს! და მოექეცი მათ ისე, როგორც გინდა რომ შენ მოგექცნენ!!!
ყველანი ვყოფილვართ ზღვის სანაპიროზე, კენჭები გვიკრეფია დიდხანს... გადაგვირჩევია და გადაგვიყრია, ულამაზოა გვითქვამს... მაინც რა ვყოფილვართ ადამიანები ცხოვრებას კენჭებივით ვსინჯავთ... ზოგჯერ გულწრფელი სიყვარულისთვის ხელი უმიზეზოდ გვიკრავს და როცა მიზეზს გვეკითხებიან...ულამაზოა-გვითქვამ
მონატრება ტკივილამდე გაგიგია?- ჰო და სწორედ ასე ძლიერ მენატრები. გაგიგია, მონატრება გაგიჟებით?- გავგიჟდები, ისე ძლიერ მენატრები. შენ ცრემლები მონატრების გაგიგია?- ცრეემლად დავდნი ისე ძლიერ მენატრები. აჰა, უკვე მეტი აღარ შემიძლია, მინდა გითხრა მიყვარხარ და მენატრები
ასეთ მონატრებას და დაბნეულ ფიქრებს როგორ სოდნიათ დაღლა, ახლა შენთან მინდა და ამ ამბოხებას ვერავინ დამიშლის ალბათ, მაგრამ რომ მოვიდე?რატომ მოვედითქო?! შენთან რა მინდათქო რა ვქნა? შენ რომ ვერ გაიგო ჩემი ტკივილები შენ რომ ვერ მიმიხვდე რა ვქნა? უკან წასასვლელი გზები მოჭრილია სხვა გამოსავალი არ ჩანს, შენ უნდა გაიგო ჩემი ტკივილები ეს ერთი იმედიღა დამრჩა...
მივსდევ, მაგრამ ვეღარაფრით დავეწიე, ბედის ბორბალს უკუღმა რომ ტრიალებს, საიდუმლო სერობაზე დამეწვიე, როგორც ვხედავ სხვებმა დააგვიანეს. მე წავედი, წავედი და გაიხარე, ავუყვები მიტოვებულ ბილიკებს, დღეს დავრწმუნდი, რომ ყველაფრით დავიღალე, და ვიღაცა წარსულს გააქილიკებს. ვზივარ ახლა კაფეში და გელოდები, ცხელი ჩაი სურვილს ვეღარ მიოკებს, თუ არ მოხვალ არ ვიდარდო შევეცდები, გავალ ქარში ფიქრებს ავაწიოკებ. მკერდზე უცხო მედალიონს ვეპარები, გული ისევ ძველებურად ფრიალებს, გჭამ თვალებით, რავქნა ხომ არ გეკარები, კარუსელი ტრიალებს და ტრიალებს. იანვარი მძიმედ მიგაქვს ახლა მხრებით, და მდუმარედ ჩამოუვლი სადგურებს, მე სარკმლიდან დაწვრილებით შეგეხები, და სიცივე ვიცი გამანადგურებს. შეგნიშნე და ვერ გადავდგი ნაბიჯები, ხესთან ვდგავარ და იქიდან გიყურებ, და ჩემსავით სხვაც თუ გხედავს გავგიჟდები, ჩემი მზერა მოდი შემოიხურე. წახვედი და ვეღარაფრით დაგეწიე, სურვილებმა წუხელ გადამიარეს, მარტო ვარ და სულ ცოტა ხნით დამეწვიე, მოგონება კარუსელთან ტრიალებს.
როცა გგონია ცრემლი სდის მაშინ საერთოდ არ სტირის როცა ამინდი მზიანობს ,თვალებს ირეკლავს ტბებიდან... ციცინათელებს როცა ხსნის ცხრაპირ დაწნული თმებიდან... მზერას რომ ატანს მთის კალთას,არწივებთან და ჯიხვებთან როცა მარტოა სევდასთან,მოგონებასთან,ფიქრებთან... ნუ მოსთხოვ იმდენს ,რომ მერე დუმილის იქცეს ზიარად ქალია,უნდა გახსოვდეს ისე ძლიერიც კი-არა,რომ მარტომ შეძლოს აკიბოს მთაზე ბილიკი ნაბიჯით ხელი გეჭირა?...გაგიშვა? შენ არ გაუშვა-გაგიჟდი?! ქალი წვიმაა ხან მოვა...ხან ნისლად აკრეფს საფიქრალს თეთრი ბრინჯივით დაგაბნევს მერე მოგდგება, აგკრიფავს... აიტან?-უნდა გიყვარდეს...უნდა გიყვარდეს ძალიან... რადგან უბრალოდ სუსტი და... მაინც ლამაზი ქალია!
შენი თვალების, თმების, ტუჩების ერთობლიობა ქმნიან ამ ქვეყნად ულამაზეს უზადო სახეს, შენი ნახვისას ასე მგონია ზეციდან მესმის ანგელოზები იმეორებენ ჩუმად შენს სახელს.
გასაოცარი სულაც არ არის რომ შემიყვარდი და ამ სიყვარულს მე რომ დავარქვი სახელი წმინდა, ერთი სურვილი მე დამრჩენია ამ ცხოვრებისგან როგორც მიყვარხარ, ისე გიყვარდე, ძალიან მინდა.
ფიქრში გახვეული ძლიერ მენატრები ყველაფერს შენთან ერთად ყოფნა მირჩევნია... შენ ვერ შეიღირსე ჩემი სიყვარული მაგრამ არაუშავს მიპატიებია... აღარც ძილი მინდა შენგან გადარეულს ჩემმა ღამმის თევამ შენთან გაათია ღალატი ძნელია მაგრამ არაუშავს... მაინც მიყვარხარ და მიპატიებია
,,წვიმს . . . __ ყველას ჰყოფნის სევდა თავისი, ისე არავის ტოვებს ტიალი... მაგრამ, ხომ არის აპრილ-მაისიც __ დრო სიყვარულის და ხეტიალის. დრო, როცა ნუში ჰყვავის საყვარლად, დრო, როცა მღერის თხმელის ტოტებიც . . . თუ მოგენატრო, ისევ აქა ვარ, ისევ მარტო ვარ და. . .
გინდა ღიმილის დაფარვა, ტუჩის კუთხეში მალავ, ჩემს გულზე ფიფქად დაქარგვა მოასწარ ნუკრისთვალავ, ზღაპრიდან გამოპარულო, ზაფრის დამცემო ძალავ, ტრფიალის ალის მამდებო, ბრიალა ნაპერწკალავ, ისეთი შუქით ამავსე, ისე მჩხიბავ და მთვალავ, აგრე უღმერთოდ ლამაზი რამ გაგაჩინა ქალავ…!!!
ზღვის ტალღებს წავართვი ხმაური, სილაში ვიპოვე სიმშვიდე, წყლის ქაფი სიყვარულს მახსენებს და მეც კვლავ ვიხსენებ სიგიჟეს... უცნაურ ქალაქში დავდივარ, დავდივარ და ჩუმად დაგეძებ, სევდიან ქუჩებში საირულს ვეჩვევი და თვალებს ვაცეცებ... მერე დრო გახდება ეული, ფიქრში ჩამოცხება აგვისტოც, სიყვარულს არ უნდა თამაში, თვალებს მზის სხივებიც გაგითბობს... ზღვისპირა კაფეში სიარულს ვეჩვევი, ისე ვით სიგარას, შენს სახეს ტალღებში დავეძებ და ნაპოვნს სილაში დავმალავ... ზღვის ტალღებს წავართვი ხმაური, სილაში ვიპოვე სიმშვიდე, წყლის ქაფი სიყვარულს მახსენებს და მეც კვლავ ვიხსენებ სიგიჟეს
Мы используем cookie-файлы, чтобы улучшить сервисы для вас. Если ваш возраст менее 13 лет, настроить cookie-файлы должен ваш законный представитель. Больше информации
Комментарии 191
მაპატიეთ ქალბატონო სიყვარული,
მერე მზერის აფარება ურცხვად მკერდზე,
თუ ქვეყანა ჩალით არის დაფარული
იცით? წვიმის გადავლამდე არ ღირს მოცდა
წამომყევით ამ თავსხმაში ოცნებების
და თუ თქვენი თვალების არ მომერიდა,
იქნებ შევძლო ჩაგჩურჩულოთ მოფერებით,
ქალბატონო,ბოდიშით და მყვარებიხართ
მაპატიეთ ქალბატონო,რომ მიყვარხართ,
როგორც ცოდვა უნებურად ჩადენილი,
წამობრძანდით თქვენს ნატერფალს თუ იკადრებს
ტალახებით მოფენილი ქვაფენილი .............
ცხოვრება ერთი წამია, ხვალინდელი დღე არავის აქვს
გარანტირებული,ახალგაზრდას თუ მოხუცaს.შეიძლება დღეს უკანასკნელად ხედავ
მათ ვინც გიყვარს,ამიტომ ნუღარ დაელოდები მეტს,იცხოვრე დღევანდელი
დღით,რამეთუ არ იცი ხვალინდელი დღე იქნება თუ არა და მერე ნამდვილად
დაგწყდება გული რომ ვერ გამონახე დრო
ღიმილისთვის,მოფერებისთვის,კოცნისთვის და რომ დროის უქონლობის გამო ვერ
შეუსრულე შენს საყვარელ ადამიანებს უკანასკნელი სურვილი.გვერდიდან არ
მოიშორო ისინი ვინც გიყარს, ჩუმად ჩასჩურჩულე,რაოდენ გჭირდებიან ,როგორ
ძლიერად გიყვარს ისინი და როგორ ენდობი მათ.ფაქიზად მოეპყარი საყვარელ
ადამიანებს და დროს ნუ დაიშურებ,რომ უთხრა "ვწუხვარ" "მაპატიე" მიყვარხარ"
მჭირდები"...შესთხოვე ღმერთს მოგცეს ძალა და სიბრძნე,საკუთარი გრძნობების
გამოსახატად,უჩვენე შენს მეგობრებს თუ რაოდენ მნიშვნელოვანია თითოეული
მათგანი შენთვის...გიყვარდეს ის ვისაც უყვარხარ და გაფასებს! და მოექეცი
მათ ისე, როგორც გინდა რომ შენ მოგექცნენ!!!
ყველანი ვყოფილვართ ზღვის სანაპიროზე, კენჭები გვიკრეფია დიდხანს...
გადაგვირჩევია და გადაგვიყრია, ულამაზოა გვითქვამს...
მაინც რა ვყოფილვართ ადამიანები ცხოვრებას კენჭებივით ვსინჯავთ...
ზოგჯერ გულწრფელი სიყვარულისთვის ხელი უმიზეზოდ გვიკრავს
და როცა მიზეზს გვეკითხებიან...ულამაზოა-გვითქვამ
ცოტას დავიცდი და მერე მოვალ წვიმის კვალდაკვალ
დღეს თუ არ იცი,ხვალ გაიგებ როცა დამკარგავ.....
რა იყო ჩემში ასე ცივი?რით შეგაშინე?!
ცოტას დავიცდი,სანამ წვიმის გავა სურნელი,
ნუღარ განიცდი,პატიებას ჩემგან ნუ ელი....
თურმე ბოლომდე ყველაფერი არ შემინდია,
მე ხომ მოგენდე,ამის მეტი რა შემიძლია?
ცოტას დავიცდი და მერე წავალ წვიმის კვალდაკვალ,
ნუღარ განიცდი,ხვალ ხომ უკვე მართლა დამკარგავ.....
მონატრება ტკივილამდე გაგიგია?- ჰო და სწორედ ასე ძლიერ მენატრები.
გაგიგია, მონატრება გაგიჟებით?- გავგიჟდები, ისე ძლიერ მენატრები.
შენ ცრემლები მონატრების გაგიგია?- ცრეემლად დავდნი ისე ძლიერ მენატრები.
აჰა, უკვე მეტი აღარ შემიძლია, მინდა გითხრა მიყვარხარ და მენატრები
ასეთ მონატრებას და დაბნეულ ფიქრებს როგორ სოდნიათ დაღლა,
ახლა შენთან მინდა და ამ ამბოხებას ვერავინ დამიშლის ალბათ,
მაგრამ რომ მოვიდე?რატომ მოვედითქო?! შენთან რა მინდათქო რა ვქნა?
შენ რომ ვერ გაიგო ჩემი ტკივილები შენ რომ ვერ მიმიხვდე რა ვქნა?
უკან წასასვლელი გზები მოჭრილია სხვა გამოსავალი არ ჩანს,
შენ უნდა გაიგო ჩემი ტკივილები ეს ერთი იმედიღა დამრჩა...
სადაც ვიქნები სულ მეყვარება,
ჩემი მთები და ჩემი ბუნება,
რაც მთავარია.. მემახსოვრება,
ენა ! მამული ! სარწმუნოება !
ჩემი ენა-ეს თვით მე ვარ,
ჩემი ცით და ჩემი მიწით,
მე ამ ენით ერს და მამულს
ერთგულების მივეც ფიცი.
მივსდევ, მაგრამ ვეღარაფრით დავეწიე,
ბედის ბორბალს უკუღმა რომ ტრიალებს,
საიდუმლო სერობაზე დამეწვიე,
როგორც ვხედავ სხვებმა დააგვიანეს.
მე წავედი, წავედი და გაიხარე,
ავუყვები მიტოვებულ ბილიკებს,
დღეს დავრწმუნდი, რომ ყველაფრით დავიღალე,
და ვიღაცა წარსულს გააქილიკებს.
ვზივარ ახლა კაფეში და გელოდები,
ცხელი ჩაი სურვილს ვეღარ მიოკებს,
თუ არ მოხვალ არ ვიდარდო შევეცდები,
გავალ ქარში ფიქრებს ავაწიოკებ.
მკერდზე უცხო მედალიონს ვეპარები,
გული ისევ ძველებურად ფრიალებს,
გჭამ თვალებით, რავქნა ხომ არ გეკარები,
კარუსელი ტრიალებს და ტრიალებს.
იანვარი მძიმედ მიგაქვს ახლა მხრებით,
და მდუმარედ ჩამოუვლი სადგურებს,
მე სარკმლიდან დაწვრილებით შეგეხები,
და სიცივე ვიცი გამანადგურებს.
შეგნიშნე და ვერ გადავდგი ნაბიჯები,
ხესთან ვდგავარ და იქიდან გიყურებ,
და ჩემსავით სხვაც თუ გხედავს გავგიჟდები,
ჩემი მზერა მოდი შემოიხურე.
წახვედი და ვეღარაფრით დაგეწიე,
სურვილებმა წუხელ გადამიარეს,
მარტო ვარ და სულ ცოტა ხნით დამეწვიე,
მოგონება კარუსელთან ტრიალებს.
როცა გგონია ცრემლი სდის მაშინ
საერთოდ არ სტირის
როცა ამინდი მზიანობს ,თვალებს ირეკლავს
ტბებიდან...
ციცინათელებს როცა ხსნის ცხრაპირ დაწნული
თმებიდან...
მზერას რომ ატანს მთის კალთას,არწივებთან და
ჯიხვებთან
როცა მარტოა სევდასთან,მოგონებასთან,ფიქრებთან...
ნუ მოსთხოვ იმდენს ,რომ მერე დუმილის იქცეს ზიარად
ქალია,უნდა გახსოვდეს
ისე ძლიერიც კი-არა,რომ
მარტომ შეძლოს აკიბოს მთაზე ბილიკი ნაბიჯით
ხელი გეჭირა?...გაგიშვა?
შენ არ გაუშვა-გაგიჟდი?!
ქალი წვიმაა ხან მოვა...ხან ნისლად აკრეფს საფიქრალს
თეთრი ბრინჯივით დაგაბნევს მერე მოგდგება,
აგკრიფავს...
აიტან?-უნდა გიყვარდეს...უნდა გიყვარდეს ძალიან...
რადგან უბრალოდ სუსტი და...
მაინც ლამაზი ქალია!
ქალი სიყვარულის სიმბოლოა,
მშვენიერ გრძნობებში ჩაქსოვილი.
ქალი ოცნება და ფიქრებია,
ღამის ნაზ სიზმრებში ჩაქსოვილი.
ქალი სითბოა და ალერსია,
ზოგჯერ ზამთრის ფიფქით დათოვლილი.
ქალი გაზაფხულის პირმშოა და
მარტის გიჟურ განცდებს აყოლილი.
ქალი ტურფააა და ტანწერწეტა
როგორც ალვების ხე აშოლტილი.
ქალი აპრილების იაა და
ტოტი საფერებლად ჩამოწვდილი.
ქალი რბილია და სათუთია,
კვირტი ნუშის ყლორტზე ამოზრდილი.
ქალი მათრობელა ღვინოა და
ძეგლი საუცხოოდ ჩამოქნილი.
ჩემო სიცოცხლის სიცოცხლეო,
უნავსაყუდელო სანაპიროვ,
სულში ჩაღვრილი ხვაშიადის,
ზღვაო, ოკეანევ უნაპიროვ.
ჩემო ნაადრევო ყვავილობავ,
ჩემო კვირტგაშლილო გაზაფხულო,
ჩემო ტკივილო და მონატრებავ,
ჩემო ტკივილების მოძახილო...
ჩემო ნაადრევო შემოდგომავ,
ჩემო დათოვლილო გაზაფხულო,
ჩემო კივილამდე მონატრებავ,
ჩემო სიყვარულის სიყვარულო
ფანჯრის მინას ქარ-წვიმები ეკვრებიან,
და დარჩება მალე მხოლოდ ნაკვალევი,
ძირნაყარი იმედები აირია,
აირია ამინდებიც....
ქარ-წვიმები დიდი სევდის საწყისია,
ვით შეხვედრა სიყვარულის დასაწყისი,
დღეს ეს გული წვიმით სავსე გზებს თან მიაქვს,
ჩემი არა,-უცხო გზები შენი არის....
ფანჯრის მინას ქარ-წვიმები ეკვრებიან,
აირია იმედებიც,ამინდებიც..
შენი თვალების, თმების, ტუჩების ერთობლიობა
ქმნიან ამ ქვეყნად ულამაზეს უზადო სახეს,
შენი ნახვისას ასე მგონია ზეციდან მესმის
ანგელოზები იმეორებენ ჩუმად შენს სახელს.
გასაოცარი სულაც არ არის რომ შემიყვარდი
და ამ სიყვარულს მე რომ დავარქვი სახელი წმინდა,
ერთი სურვილი მე დამრჩენია ამ ცხოვრებისგან
როგორც მიყვარხარ, ისე გიყვარდე, ძალიან მინდა.
ფიქრში გახვეული ძლიერ მენატრები
ყველაფერს შენთან ერთად ყოფნა მირჩევნია...
შენ ვერ შეიღირსე ჩემი სიყვარული
მაგრამ არაუშავს მიპატიებია...
აღარც ძილი მინდა შენგან გადარეულს
ჩემმა ღამმის თევამ შენთან გაათია
ღალატი ძნელია მაგრამ არაუშავს...
მაინც მიყვარხარ და მიპატიებია
,,წვიმს . . . __
ყველას ჰყოფნის სევდა თავისი,
ისე არავის ტოვებს ტიალი...
მაგრამ, ხომ არის აპრილ-მაისიც __
დრო სიყვარულის და ხეტიალის.
დრო, როცა ნუში ჰყვავის საყვარლად,
დრო, როცა მღერის თხმელის
ტოტებიც . . .
თუ მოგენატრო, ისევ აქა ვარ,
ისევ მარტო ვარ
და. . .
გ ე ლ ო დ ე ბ ი .."
მე მეგობარი შენისთანა ჯერ არ მყოლია,
შენმა სიკეთემ სიკეთისთვის ამიყოლია,
ვეღარ გშორდები როგორც
შავ ზღვას თეთრი თოლია,
ნუ მიმატოვებ!
ეს მე სხვისთვის არ მითხოვია!
გინდა ღიმილის დაფარვა, ტუჩის კუთხეში მალავ,
21:02ჩემს გულზე ფიფქად დაქარგვა მოასწარ ნუკრისთვალავ,
ზღაპრიდან გამოპარულო, ზაფრის დამცემო ძალავ,
ტრფიალის ალის მამდებო, ბრიალა ნაპერწკალავ,
ისეთი შუქით ამავსე, ისე მჩხიბავ და მთვალავ,
აგრე უღმერთოდ ლამაზი რამ გაგაჩინა ქალავ…!!!
ისევ, მომენატრე რატომღაც…
ბოლოს მიყვარხარო, მითხარი…
თურმე, ეს ყოფილა გართობა…
მაშინ ვერაფერი გითხარი…
ისევ, მომენატრე რატომღაც…
სევდას უშენობა ათოვდა,
სევდა უშენობით დაქროდა…
თურმე, იმედები არ ქონდა…
ისევ, მომენატრე რატომღაც.
ისევ, ამეშალნენ ფიქრები…
ისევ, უიმედოდ გათოვდა.
ისევ, გამებუტნენ ფიფქები…
ისევ, მომენატე რატომღაც…
ფიქრი იმედებზე გათხოვდა…
ხედავ? ისევ, მე ვარ მარტოკა…
ისევ, უშენობა მაფრთხობდა…
თურმე, არ ყოფილა გართობა…
როცა ვერაფერი გითხარი…
თავი მომანატრე რატომღაც…
მაინც მიყვარხარო მითხარი…
ზღვის ტალღებს წავართვი ხმაური,
სილაში ვიპოვე სიმშვიდე,
წყლის ქაფი სიყვარულს მახსენებს
და მეც კვლავ ვიხსენებ სიგიჟეს...
უცნაურ ქალაქში დავდივარ,
დავდივარ და ჩუმად დაგეძებ,
სევდიან ქუჩებში საირულს
ვეჩვევი და თვალებს ვაცეცებ...
მერე დრო გახდება ეული,
ფიქრში ჩამოცხება აგვისტოც,
სიყვარულს არ უნდა თამაში,
თვალებს მზის სხივებიც გაგითბობს...
ზღვისპირა კაფეში სიარულს
ვეჩვევი, ისე ვით სიგარას,
შენს სახეს ტალღებში დავეძებ
და ნაპოვნს სილაში დავმალავ...
ზღვის ტალღებს წავართვი ხმაური,
სილაში ვიპოვე სიმშვიდე,
წყლის ქაფი სიყვარულს მახსენებს
და მეც კვლავ ვიხსენებ სიგიჟეს
სიყვარული სიკეთეა, სილამაზე დიდი,
ადამიანს როცა უყვარს მაშინ არის მშვიდი,
სიყვარულს ხომ ღმერთის ლოცვა სულ ყოველთვის ახლავს
როცა გიყვარს ყველა ცუდი გავიწყდება მართლაც
სიყვარული ხვთიურია და არასდროს ქრება
ის ყოველთვის ჩვენთანაა და ჩვენს გულში რჩება
გაუფრთხილდით ამ დიდ გრძნობას როგორც ბროლის ლარნაკს
გაბზარული სიყვარული აღარაფრად ვარგა.
სიყვარულში ღმერთმა ჩადო ღვთაებრივი ნიჭი,
სიყვარულმა ყველა ცუდის დავიწყება იცის,
სიყვარული ძვირფასია გაფრთხილება უნდა,
სიყვარული თუ გეწვია შენში რჩება მუდამ..