უფალო შენ დალოცე ყველა, დაჩოქილი დედა, ის ხომ შვილების სიცოცხლეს, ყოველდღე გევედრება.. უფალო დედის ფასი, ყველა შვილს ასწავლე, და შენსკენ მომავალი, გზა გაუკვალე.. შვილი ყველა დედას, ჯამრთელად გაუზარდე, დედავ, საქართველოს, ერი გაუმრავლე.. არცერთ დედის თვალს ცრემლი არ ადინო არცერთ დედის გულს, გული არ ატკინო.. შვილს დედის იმედი არასდროს გაუქრო, არცერთ დედის სულს სული არ დაუფრთხო.. უფალო დედის ლოცვა, შვილს არ ააცდინო, შვილზე არცერთ დედას ცრემლი არ ადინო.. უფალო შვილს დედის სითბო, არ გადაავიწყო დედას შვილის ცუდი, არასდროს აუწყო. სანამ დედამიწაზე, სიცოცხლე იქნება, დედა-შვილობა არ მოიშლება
რა დედამ გშობა, გაგზარდა, ღმერთმა უკურთხოს მანდილი, რას შეგადარო არ ვიცი, საოცრება ხარ ნამდვილი. მზეს გავხარ გაბრწყინებულსა, როდესაც გაგეცინება, რა დააბერებს იმ მოყმეს, ვის მკლავზეც ჩაგეძინება..
Комментарии 11
დედას
18FEB
ნუ დამანახებ შენს თვალზე ცრემლებს.
ნუ დაამძიმებ გულს მწველი სევდით.
მოვალ, დავკოცნი შენს წმინდა ხელებს.
სიხარულს მოგგვრი, მოგიტან პეშვით
ქალი ხარ, ნაზი იების მსგავსი.
ჩემთვის ხატებას რომ უტოლდები.
დარდით ნუ მოსდე მაგ ჩვილ გულს ხავსი.
არ მოამტვრიო სხეულს ტოტები.
შენს სილამაზეს შევასხამ ფრთებს და
მერე თუნდ გავქრე, სულ დავიფერფლო.
შენი დალოცვა ყოველ წამს მსდევს და
არ მსურს უშენოდ რომ გავიდეს დრო.
უპატიებელს მპატიობ მუდამ.
თვალებს ჩამორეცხს ცხელი ცრემლები.
შენ გულს ხომ თბილი გრძნობები უნდა.
მუხლდაჩოქილი მოვალ ვედრებით.
შვიდი საოცრება:
დედის სითბო!
მისი ღიმილი!
ცრემლი მისი!
რწმენა მისი!
ლოცვა მისი
და
სული მისი.
უფალო შენ დალოცე ყველა, დაჩოქილი დედა,
ის ხომ შვილების სიცოცხლეს, ყოველდღე გევედრება..
უფალო დედის ფასი, ყველა შვილს ასწავლე,
და შენსკენ მომავალი, გზა გაუკვალე..
შვილი ყველა დედას, ჯამრთელად გაუზარდე,
დედავ, საქართველოს, ერი გაუმრავლე..
არცერთ დედის თვალს ცრემლი არ ადინო
არცერთ დედის გულს, გული არ ატკინო..
შვილს დედის იმედი არასდროს გაუქრო,
არცერთ დედის სულს სული არ დაუფრთხო..
უფალო დედის ლოცვა, შვილს არ ააცდინო,
შვილზე არცერთ დედას ცრემლი არ ადინო..
უფალო შვილს დედის სითბო, არ გადაავიწყო
დედას შვილის ცუდი, არასდროს აუწყო.
სანამ დედამიწაზე, სიცოცხლე იქნება,
დედა-შვილობა არ მოიშლება
რა დედამ გშობა, გაგზარდა,
ღმერთმა უკურთხოს მანდილი,
რას შეგადარო არ ვიცი,
საოცრება ხარ ნამდვილი.
მზეს გავხარ გაბრწყინებულსა,
როდესაც გაგეცინება,
რა დააბერებს იმ მოყმეს,
ვის მკლავზეც ჩაგეძინება..