Предыдущая публикация
ლამაზ წალკოტში ყვაოდა ვარდი
და აცეკვებდა ეკლიან ღეროს
თან შეხაროდა უიღბლო პოეტს
ნეტავი წეროს, წეროს და წეროს.
ეხლა კი ურცხვად არხევდა ქარი
კოხტად მოხატულ ნაყოფის წვეროს,
ენატრებოდა სიმშვიდე, დარი,
იქვე ტბის პირას მთვლემარე წეროს.
სიკოხტავისო, აბა რა გიგავს
მღელვარებდა და ძარცვავდა ბუჩქებს
უზუზუნებდა უაზრო იგავს
იდუმალების მოახლე ქუჩებს.
რითმაც დაიბნა გუშინ ნამყოფი
და საამებელს მოაწვა ხურდად
აქ, გაძარცული ნაზი ნაყოფი
რომ ქცეულიყო სტრიქონის ხუნდად.
ვარდები მიყვარს , ქართან არ ვივლი,
მაგრამ ის მაინც ყველგან მხლებია,
ახალგაზრდობა, არის ყვავილი
ეხლაღა მივხვდი, ქარი, წლებია!
,,ზესტაფონი,04.-10-2018..გერმანე საზანოელი
Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев