უდაბნოს მთის კალთაში არის გამოქვაბული, სადაც ძირიდან და ზემო კედლებიდან ცვარივით წვეთს წყალი და საათში ერთი ბოთლი გროვდება, მშვენიერის ფერის და გემოსი, რომელსაც უწოდებენ "ცრემლის წყალს", ხოლო მლოცველი ხალხი კი ეძახის: "მადლის წყალს", "დავითის წყალს".
ამ ცრემლების ისტორია ასეთია: მამა დავითი ბერების სენაკში ხშირად დადიოდა ნუგეშისსაცემად და გასამხნევებლად. ერთ-ერთი მათგანისგან, რომელიც კლდეზე ცხოვრობდა, შეიტყო, რომ ამ კლდის ძირას მწარე წყალი მოწვეთავდა. ბერს ამ წყლის სმა უწევდა, მაგრამ თავს იმით ინუგეშებდა, რომ ჯოჯოხეთის სატანჯველი უფრო მწარეა და აქ დათმენა სჯობს იმქვეყნიურ მარადიულ ტანჯვას. წმიდა დავითს შეეცოდა ბერი და უფალს შეევედრა, წყალი დაეტკბო. ჭურჭელი წყაროს წყლით აავსო და ჯვარი გარდასახა. მოხდა სასწაული და მწარე წყალი გატკბილდა. ამ წყაროს დავითის ცრემლები უწოდეს. იგი ამჟამადაც წვეთობით გამოედინება კლდიდან და როგორც ამბობენ, სხვადასხვა დაავადებებს არჩენს. ბერები ხშირად ხდებიან მისი სასწაულის შემსწრენი. მათი თქმით ამ წყაროს წყალს მძიმე სენით დაავადებულ ქუთაისელ ბავშვს ასმევდნენ და განიკურნა. ''დავითის ცრემლები'' წმიდა წყალია და მასში დაბანა ან ჭურჭლის გარეცხვა არ შეიძლება. იგი მორწმუნეებს სახლში მიაქვთ და უზმოზე სვამენ. ამბობენ, რომ განსაკუთრებულად უშვილობასა და თვალის დაავადებებს შველის.
ქვათახევის მონასტრის ხელნაწერებში ასეთი ამბავიცაა მოთხრობილი: თათარმა მწყემსებმა მამა დავითის მონასტერი დაარბიეს. შევიდნენ იმ გამოქვაბულში, სადაც '' დავითის ცრემლების'' წყალი წვეთავს და იქ თავიანთი სარწმუნოებრივი რიტუალი, ნიზამი ჩაატარეს, რის შემდეგაც წყალი გაქრა. როცა ეს მონასტრის ბერებმა შეიტყვეს, წინამძღვარმა მამა დავითის სახელზე პარაკლისი გადაიხადა, ამოაბრძანეს ამ ადგილზე მადლის ქვა, ნაკურთხი წყალი აპკურეს და ''დავითის ცრემლებმა'' ისევ დაიწყო დენა.
ეს გამოქვაბული უდაბნოდან უკან დაბრუნებისას გზაზე - დაღმართზე გვხვდება. გამოქვაბული დაკეტილია, მაგრამ შიგნით წყაროს მუდამ უდგას ჭურჭელი. ამბობენ, როცა ჭურჭელი გაივსება, წვეთები წყვეტენო წანწკარს, სანამ ახალ ჭურჭელს არ დაუდგამენო. ამ წმინდა წყაროზე შეგროვებული წყალი იქვე მონასტერშია და შეგიძლიათ დალიოთ და წამოიღოთ კიდეც სახლში.
მამა დავითის ჩაუქრობელი კანდელიდან აღებულ წმიდა ზეთს შუბლზე ჯვრის ფორმით ისვამენ, ავი ზრახვებისაგან რომ დაიცვას და გონება გაუნათოს. შფოთიანი და დაძაბული ძილისას წმიდანის საფლავიდან აღებულ მიწას თავქვეშ იდებენ, ამბობენ, სიმშვიდე ეუფლებათო. ძველი ტრადიციის მიხედვით, წმიდა მიწას ჯვრის ფორმით მოაბნევდნენ განსვენებულისათვის გამზადებულ საფლავზე და ის ნაკურთხად ითვლებოდა.
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 14
zalian sainteresoaa.
sad aris es teritoriulad.
zalian minda ro vicodee.
გარეჯის სამონასტრო კომპლექსში
madlobaaa. gaixaret.
namdvili saswaulia
dideba ufals, es saswaulia
მთაწმინდაზეც არის. გუშინ მოიტანა ჩემმა შვილმა მამა დავითის ეკლესიიდან მამა დავითის ცრემლი, უზმოზე დასალევი და თვალის სამკურნალოც. ეს კი დავით გარეჯშია
† დიდ ხარ შენ, უფალო, და საკვირველ არიან საქმენი შენნი და ვერვინ შემძლებელ არს მადლის მიცემად საკვირველებათა შენთა †